დელ პიერო, 19 წელი, ერთი სიყვარული
1993 წლის 12 სექტემბერი, 2012 წლის 20 მაისი. ორი თარიღი – ერთი სიყვარული. ალესანდრო დელ პიეროს დებიუტი “ბიანკონერების” რიგებში ფოჯიაში ჯერ კიდევ 90 -იანის წლების დასაწყისში შედგა, ხვალ კი, კვირას “ნაპოლისთან” მატჩში ის ბოლოჯერ მოირგებს შავ-თეთრ მაისურს. ამ საოცარი კავშირის საპატივცემულოდ, თასის ფინალში მოედანზე გამოსული “იუვენტუსის” ყველა ფერხბურთელის მაისურს სპეციალური ნიშანი ექნება, წარწერით: “one love” – “ერთადერთი სიყვარული”. გაგრძელება »













მაისი 19, 2012
|
Posted by Nachke
Categories:

ანტონიო კონტემ იმ ფეხბურთელების გვარები დაასახელა, რომლებიც იტალიის თასის ფინალში, “ნაპოლის” წინააღმდეგ მატჩში მიიღებენ მონაწილეობას.ტრავმების გამო ბიანკონერებს ჯორჯო კიელინი და პაოლო დე ჩელიე დააკლდებათ, მილოშ კრასიჩი და ელჯერო ელია კვლავ განაცხადს მიღმა დარჩნენ.
იტალიური პრესის მიმოხილვა…
პარასკევს დილით იტალიაში ფართოდ გავცელდა ჭორები, იმის შესახებ, რომ “იუვენტუსმა” გონსალო იგუაინის შეძენისკენ პირველი ნაბიჯები გადადგა. “ბებერი ქალბატონი” წინა ხაზში მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს, ტრანსფერის მთავარი კანდიდატები კი ვან პერსი, სუარესი და იგუაინი არიან. თუ მოარულ ხმებს დავუჯერებთ, ფაბიო პარატიჩი უკვე იგუაინის ძმას, მამასა და არგენტინელის ადვოკატსაც ესაუბრა. ესპანეთში ფორვარდის ანაზღაურება წელიწადში 3.8 მილიონი ევროა, მაგრამ “იუვენტუსმა” შესაძლოა 6 მილიონამდე თანხა შესთავაზოს. სამხრეთ ამერიკელის სატრანსფერო ღირებულებად დაახლოებით 25 მილიონი ევრო სახელდება. ამასთან ტურინული გუნდი არც უკან დასახევ გზას იჭრის და ლუის სუარესის დაყოლიებასაც ცდილობს. ამ საკითხით ბეპე მაროტაა დაკავებული, დირექტორი პერე გვარდიოლას, ურუგვაელის აგენტს შეხვდა.
გუნდის , პირადი მუზეუმის გახსნას , ედგარ დავიდსიც ეწვია , რომელმაც
ტელეარხ Sky – ს წამყვანმა რეპორტიორმა ფედერიკო ფერიმ , შემდეგი რამ განაცხადა კვადვო ასამოას შესახებ : ” ტურინელემბა უკვე ჩააყენეს საქმის კურსში ” უდინეზეს ” წარმომადგენლები , რომ მათ დაიწყეს კონტაქტი ასამოასთან . თუმცა, ბუნებრივია ” უდინეზე ” არ გაუშვებს საკუთარ ნახევარმცველს დაბალ ფასად . პირლოს შემცვლელი იქნება ვერატი , თუმცა გუნდი აქცენტს აკეთებს ისეთ ფეხბურთელზე , რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის თამაშს მაშინ როდესაც მოედანზე ” დირიჟორი ” არ იქნება . ასეთი კანდიდატურისთვის , განელი ფეხბურთელი იდეალურია ” . 







