ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აარონ რემზის პრესკონფერენცია

გთავაზობთ აარონ რემზის პრესკონფერენციას:

იუვენტუსის ახალწვეული 8 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს:

“აქ ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია, რადგან იუვენტუსი იმ დონის გუნდებს შორის, რომლებსაც უარს არ ეუბნებიან..

როგორც კი ეს შესაძლებლობა რეალური გახდა, მაშინვე თანხმობა განვაცხადე, რადგან ასეთი დონის გამოწვევა ამბიციური ფეხბურთელისთვის ბევრს ნიშნავს..

კლუბს განსაკუთრებული ისტორია აქვს და იგი უდაოდ მთელი მსოფლიოს მაშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა!

ბუნებრივია ახალ კლუბთან ერთად, ადაპტაცია მომიწევს განსხვავებულ კულტურასთან, ცხოვრების სტილთან და გარემოსთან.. თუმცა, ყველაფერი კარგად მიდის..

დიახ, ახლა ტრავმა მაქვს, მაგრამ საერთო ძალისხმევით ყველაფერი სწრაფ ტემპში ვითარდება..

გადაწყვეტილებას წავყვები თუ არა გუნდს აზიურ ტურნეში, რამდენიმე დღის შემდეგ მივიღებთ.. სარეაბილიტაციო პროგრამის დღევანდელი ტემპებით, თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშს მალე დავიწყებ..

პარტნიორებმა ძალზედ თბილად მიმიღეს და მათი მადლიერი ვარ.. მსურს გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო და მერწმუნეთ ამისთვის ყველაფერს გავიღებ!

8 ნომერის აღება მსურდა, რადგან ეს ციფრი ჩემთვის ბევრს ნიშნავს.. ვიცი, რომ კლაუდიო მარკიზიომ სწორედ ამ ციფრებით იუვენტუსის რიგებში დიდ ისტორია დაწერა..

იტალიელს რამდენიმეჯერ შევხვდი და მან ჩემზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა.. ნამდვილად კარგი იქნებოდა თუ მასავით წარმატებულ გზას გავივლიდი..

მესმის, რომ ეს დიდი ტვირთია, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ!

მაურისიო სარის არაერთხელ ვესაუბრე.. ჭკვიანი და პოზიტიური ადამიანია.. მისი ჩელსი კარგ ფეხბურთს თამაშობდა და ერთ სეზონში ორ ფინალში მიიღო მონაწილეობა, სადაც ერთში გამარჯვებას მიაღწია.

კარგი ფეხბურთის ჩვენება ყოველ ჩვენთაგანს სურს, მაგრამ გამარჯვების მისაღწევად უფრო მეტია საჭირო..

პოზიცია? BOX TO BOX – მომწონს როდესაც გუნდს დაცვაშიც ვეხმარები და ასევე შემიძლია შეტევაში ჩართვაც.. იქნება ეს გოლები თუ გადაცემები, მთავარია ერთიან მიზანს მივაღწიოთ..

ვარჯიშს როდესაც შევუდგები, შემდგომ უფრო გავიგებ, კონკრეტულად რა გეგმა აქვს მწვრთნელს ჩემთან მიმართებაში..”

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of

x