ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : ” მნიშვნელოვანი პერიოდი გუნდის სამომავლო მიზნებისთვის ”

არტურო ვიდალის არ შეყვანა გუნდის ძირითად შემადგენლობაში რომაელთა წინააღმდეგ გამოწვეული იყო სუფთა ტექნიკური გადაწყვეტილებით. მას საკმაო რაოდენობის შეხვედრებში ჰქონდა მონაწილეობა და ამ დროს პირლო უკვე მზად იყო გუნდის დასახმარებლად. ის რაც მოედანს გარეთ მოხდა ჩემთან არანაირი შეხება არა აქვს, ეს უკვე ხელმძღვანელობის პრეროგატივაა. თუმცა, ბუნებრივია მას მოუწევს გადახედოს საკუთარ მიდგომას გუნდთან მიმართებაში. ამდენი ტელეფონი ჩემს პერიოდში რომ ყოფილიყო … არასოდეს გავებმეოდი მახეში ( იცინის ) . რაც შეეხება პირლოს გამოძახებას ნაკრებში ეს არ იყო ჩემთვის სიურპრიზი, რადგან მას ესაჭიროება სათამაშო პრაქტიკად გამომდინარე იქიდან, რომ სულ ახლახანს მოიშუშა ტრავმა და დაუბრუნდა მწვანე მინდორს ” – საუბრობს ჟურნალისტებთან მასიმილიანო ალეგრი .

მწვრთნელს არ აშინებს საკადრო პრობლემები დაცვის ხაზში, რომელიც გამოწვეულია ტრავმიანობით …

” სიმართლე გითხრათ არ ვნერვიულობ ამ საკითხზე რადგან სამი ფეხბურთელი გვყავს უკანა ხაზში და პლიუს მარონე წარმატებით გადის სარეაბილიტაციო კურს. გამოუვალ სიტუაციაში ლიხტშტაინერს თავისუფლად შეუძლია ცენტრალური მცველის პოზიციაზე ასპარეზობა. თუმცა, ეს უკიდურეს შემთხვევაში იქნება. ამბობთ, რომ იანვრისთვის ახალი ფეხბურთელების მოყვანა იქნება საჭირო? ამ პერიოდისთვის უკვე გამოჯანმრთელდება “.

” სიმართლე გითხრათ არ ველოდი ასეთ სტარტს. სან სიროზე მილანი დავამრცხეთ და შინ რომა. შესაძლოა ცოტა თუ ელოდა ასეთ დასაწყის ჩვენგან, რადგან ახალი მწვრთნელი, რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გუნდში. გავითვალისწინოთ ისიც თუ რას ნიშნავდა კონტე იუვენტუსისთვის, მან ხომ ახალი სული შთაბერა და გამარჯვებულის მენტალიტეტი დაუბრუნა მოთამაშეებს. მაგრამ აუცილებელია ბალანსის შენარჩუნება – მწვრთნელები მიდიან და მოდიან, კლუბი კი აგრძელებს ყოველდღიურ ცხოვრებას. არ შეიძლება ყოველი გამარჯვების შემდეგ ღრუბლებში ფრენა და არ მარცხის შემდგომ თავების ქვიშაში დამალვა. იმედი მაქვს ეს უკანასკნელი რაც შეიძლება მცირე იქნება მიმდინარე სეზონში. უახლოეს პერიოდში დაიწყება მნიშვნელოვანი მატჩების ციკლი ჩვენი გუნდისთვის, რომელმაც შესაძლოა იქონიოს პოზიტიური ან ნეგატიური მომენტი მიმდინარე სეზონზე ” .

 

წყარო: Tuttosport

 

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

13
Leave a Reply

avatar
11 Comment threads
2 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
6 Comment authors
oto-kaarseniDi Francesco # 1imereliLASHAJUVENTINO Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
oto-ka
იუვენტინო
oto-ka

იტალიას ყოველთვის უჭირდა სუსტი კალიბრის გუნდებთან , რომელნიც ფურცელზე აშკარა აუცაიდერები არიან. ეს გარემოება კი სუსტებს აიძულებს დიდი ძალებით დაიცვან თავი და მასირებულ თავდაცვას მიმართონ, დაცვითი ფეხბურთის თამაში კი გაცილებით ადვილია ვიდრე შემტევის, ამიტომ თავდაცვა ყველას ეხერხება ვისმეტად ვის ნაკლებად:) გავიხსენოთ ჩვენ ნაკრებთან თამაში იტალიამ სულ გაჭირვებით გვიგებდა.ასეთი მასირებული დაცვის გარღვევას ტემპის აწევა ჭირდება დინამიკის გაზრდა. მეტი სისწრაფეების ჩართვა, სწრაფმა გადაადგილებებმა და ბურთის სწრაფმა გადაწოდებებმა ერთი ზონიდან მეორეში, რომ დაკარგონ პოზიციები და დააგვვიანონ და გაიხსნას სივრცეები. იტალია კი ყოველთვის ნელ ტემპში აკადემიურ სტილში ცდილობს ფონს გავიდეს, თამაშის ტემპის სიჩქარის ზრდის გარეშე , ასეთ დროს კი ყველას უადვილდება თავდაცვა, როცა რიცხობრივ… Read more »

oto-ka
იუვენტინო
oto-ka

აქ ისე მიდის საუბარი იტალიას არ ჩვევია განადგურება და პატივისცემ და ასე შემდეგ :) კარგით რა ერთია შეუძლია თუ არა დღეს იტალიას ეგ რომ ვინმე გაანადგუროს და უბრალოდ არ უნდა, მე მგონია არაფერიც არ შეუძლია. არ ჩანდა გუნდს რომ შეუძლია მოიგოს დიდი ანგარიშით და უბრალოდ არ უნდა.რა არის პატივისცემა თუ მოითხოვს ფეხბურთის სილამაზის და სანახაობის შეწირვას, ან იმათი პატივიცემა ფეხბურთის გულშემატკივართა ფართო წრის უპატივცემლობაა მაშინ, რომელნიც თავისი დროის 90 წუთს გითმობს და გიყურებს:D შენ კიდევ აქ სვარკავ, სუბიექტური გულშემატკივარი კიდევ, უნიათო გამოსვლას მაინც დიადად გირიცხავს. და გამართლებას ვეძებთ პოზიტივით, რომ დადებითია ეს თვისება ნაკრების სუსტებს ინდობს. არადა არ შეუძლია რეალურად… Read more »

Di Francesco # 1
იუვენტინო
Di Francesco # 1

ისე არც ძაძაა მეორე ფორვარდი და საერთოდაც სიღრმიდან ან ფლანგიდან მოთამაშე შემტევებს შორის დღეს სება საუკეესოა, როსი დამტვრეულია და ახალგაზრდები არ არიან ფორმაში, ბერარდისთვის ჯერ ადრეა

Di Francesco # 1
იუვენტინო
Di Francesco # 1

ხო რავიცი იმობილეს მაგივრად სება უნდა დაეყენებია, იმობილე არცაა მეორე ფორვარდი და ვერ ითამაშა, ძაძას და სებას შეუძლია მეორე ფორვარდად თამაში და ერთერთი უნდა დაეყენებია

სება – დესტრო რო გამოცადოს ცუდი არ იქნება, დესტროც არაა ჩამოსაწერი, თუ ათამაშდა იმობილეზე მეტი თუარა ნაკლები არაა

arseni
იუვენტინო
arseni

მგონი პატარა ფურია ძროხას არაფერი უშველის .. თან მორატა არ ჰყავთ

Di Francesco # 1
იუვენტინო
Di Francesco # 1

მართალი ხარ მარა ცოტა გამართლება მაიცნც აქ ამ თამაშს, ჯერ ერთი ახალი შემტევები შეკრიბა კონტემ და ჯერ ამათი გამოცდის პროცესია, ყველას აზლევს შანსს და თვითონაც იცის რო ეს პროცესი რაღაცაში უკან დახევს ნაკრებს, თუმცა იმდენად უკანაც არა რო მალტას და აზერბაიჯანს ვერ მოუგოს რო ჩამოყალიბდება გუნდი საბოლოოდ და რო გამოიკვეთება ვინ იქნება ძირითადი თერთმეტეული მერე უფრო კარგად ითამაშებენ, თუმცა იმისი მაინც არ მჯერა რო ვინმეს გასვლაზე გავანადგურებთ მე არ მომეწონა ის რო მთელი მეორე ტაიმი 3 კაცი აგორავებდა დაცვაში ბურთს, შეეტიათ მაინც და კომბინაციები გამოეცადათ, ვარჯიშათაც არ გამოიყენეს ეს თამაში და პირველად მინდოდა რო რაც შეიძლებოდა მალე დამთავრებულიყო ნაკრების თამაში… Read more »

imereli
იუვენტინო

ამ სებას რას ერჩის მართლაც ვერ ვხვდები,აზერებთან შემოვიდა და გამოაცოცხლა თამაში,რაც სახიფათო რამ შეიქმნა ირველი გოლის მერე ყველა სებას მონაწილეობით,საგოლე პასიც გააკეთა და ცოტა რომ გამართლებოდა ულამაზეს გოლს გაიტანდა კიდეც,ხოდა ამის მერე მალტასთან მაინც მივცემდი შანსს,ალბათ არ უნდა ლამაზი,ტექნიკური,სწრაფი თამაში,უბრალოდ გაჭირვების ჟამს იყენებს ამ უპირატესობას….

arseni
იუვენტინო
arseni

პატარა სკუადრა აძურამ დამაჯერებლად მოუგო სლოვაკებს .. რომელთაც ძალიან კერკეტი გუნდი ჰყავთ .. დღეს ნეტავი ესპანეთი გამოვარდეს – სერიოზული ფორა იქნება ევრო 2015 – ისთვის

Di Francesco # 1
იუვენტინო
Di Francesco # 1

მეც არ მომეწონა თამაში მარა დაცვაში ჩადგომა მაგას არ ნიშნავს, დაცვაში ჩაჯდომაა მოწინააღმდეგე რო გიტევს მაშინ და იტალიამ უბრალოდ არ შეუტია
ერთიმხირ მომეწონა კიდევაც რო არ გაანადგურეს მალტა, იტალია არასდროს არ ყუფილა ის გუნდი რომელიც სუსტს დაიჭერდა და იმის ხარჯზე ბომბარდირობას დაიწყებდნენ ფეხბურთელები
გერმანიამ რო გადაგვიაროს 6-0 კაი იქნება? რეალურად ხო შეუძლიათ? მარა იტალიას შეუძლია პატივი სცეს მოწინააღმდეგეს მის მოედანზე და ღირსეულად წააგებინოს

როგორც ბუფონი მიდის და ხვდება თამაშის მერე მოწინააღმდეგე მეკარეს და მის თანატოლად აგრძნობინებს თავს ისეა ნაკრებიც

დიდ ნაკრებბს და ფეხბურთელებს შეუძლიათ ამის გაკეთებდა

imereli
იუვენტინო

ეგ ხო თოკო,ზოგადად მაგის მიომხრე მეც ვარ,რომ მეტოქეს პატივი უნდა სცე,მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ მალტასთან ასე უნდა ითამაშო,უცებ რომ მოხდეს რამე სად მიდიან მერე?ან აზერებთან სახლში ჯორჯოს რომ არ გამოევლინა ბომბარდირული თვისებები იქნებოდნენ ქულის ამარა,მალტას კიდევ ტყუილად გაუგდეს მიფსუდი თორემ გაუტანდა უეჭველი ისეთ ხოდზე იყო,არა აქვს გამართლება იმას რაც ამ ორ თამაშში იტალიამ აჩვენა,არასოდეს არ უყვარდა იტალიას დიდი ანგარიშებით მოგება,მაგრამ ორ-სამ ბურთს მშვიდად იტანდნენ და მერე აგორავებდნენ,აქ კი რა ხდებოდა,ერთით ნოლზე ჩერდებოდნენ ორივე შემთხვევაში და კონტრატაკებზე თამაშობდნენ,თითქოს მასზე ზლიერ ნაკრებებთან ქონდათ საქმე და როგორმე ანგარიში შეენარჩუნებინათ ამაზე იყვნენ კონცენტრირებულები,უბრალოდ სავალალოა ეს იტალიისთვის,შეიძლება ევროპაც მოიგონ,მაგრამ მე არ მინდა საბერძნეთივით მოგებული… Read more »

imereli
იუვენტინო

პირველად 1994 წლის მერე მე ამ იტალიას ვერ ვუგულშემატკივრებ,ყველანაირი იტალია მინახავს,მაგრამ ჯერ აზერებთან და მერე მალტასთან დაცვაში ჩამჯდარი იტალია არ მომსწრებია,ასეთი უსახური ფეხბურთი აუტსაიდერებთან არ ვიცი,იგივე აზერებს 6 უპასუხო ბურთი გაუტანა ხორვატიამ :blin: :blin: :blin: ,სანამ ესენი ასეთ ნაგავ თამაშს თავს არ დაანებებენ მე პირადად მაგათი დედაც,საქართველოს არ ვუყურებ და იტალია ვინ მიგდია,უბრალოდ მაგარი იმედგაცრუებული ვარ,ათკაციან მალტას ერთ გოლსაც რონმ ვერ უტან მთელი 45 წუთი სანამ ბონუჩისაც გააგდებდნენ,მითუმეტეს არ იყო გასაგდები მიფსუდი,რომელიც გუნდის სული და გულია :blin: :blin: :blin:

LASHAJUVENTINO
იუვენტინო

ოლიმპიაკოს უნდა დავადოთ მაგრად

Gigg
იუვენტინო
Gigg

:bicho:

x