ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ამორუზო:”დიბალას კიდევ ერთ წელს მივცემდი, რადგან..”

იუვენტუსის ექს ფორვარდი ნიკოლა ამორუზო კლუბში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს:

პაულო დიბალას სიტუაცია იოლი ნამდვილად არ არის. არგენტინელს მშვენივრად მოეხსენება, რომ კლუბის გეგმებში აღარ შედის..

ჩემი პირადი მოსაზრებით, მას კიდევ ერთ წელს მივცემდი თავის გამოსაჩენად.. შესაძლოა, სწორედ ახლა აფეთქდეს და ნამდვილი ჩემპიონი გახდეს, რასაც ასე ველით იუვენტუსის ქომაგები!

მას არ ჰქონდა მაქს ალეგრისთან იდეალური ურთიერთობა და ვნახოთ, როგორ ჩამოყალიბდება სიტუაცია მაურისიო სარისთან.. არგენტინელმა დაშვებული შეცდომები კარგად უნდა გაითავისოს და გადაწყვეტილებები, აქედან გამომდინარე მიიღოს.

მერიჰ დემირალის შეადრება პაოლო მონტეროსთან ფრიად გადამატებულია.. ურუგვაელი იუვენტუსის სულისკვეთების მატარებელი იყო, როგორც მინდორზე ასევე მის მიღმა..

ორი აზრი არაა, რომ თურქს მტკიცე ხასიათი აქვს და მისი შეუპოვარი თამაშის დემონსტრირება და საქმესთან მიდგომა აპლოდისმენტებს იმსახურებს..

ეს წელი მისი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი გახდება, რადგან საწვრთნელი პროცესის დროს გამორჩეულ ვარსკვლავებთან მოუწევს ყოფნა..”

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of

x