ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა ბარძალი:”დიდ ფეხბურთში ეს ჩემი უკანასკნელი სეზონია”

მატჩის დასრულების შემდეგ იუვენტუსის ვეტერანმა მცველმა ანდრეა ბარძალიმ სქაი სპორტთან საუბარში განაცხადა, რომ დიდ ფეხბურთს სეზონის დასრულებისთანავე დაემშვიდობება:

“იმედგაცრუებული დავრჩი, რადგან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ.. ახალგაზრდებმა განსაკუთრებულად კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, თუმცა მათი თავგადასავლი ახლა იწყება.

საკუთარ მომავალზე ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ ამდენი ტრავმის და ჩემი ასაკის ფონზე დროა დავისვენო.. დავისვენო და ამის შემდეგ ვიფიქრო თუ რითი დავკავდები..

ეს სამყარო იმდენად ჩემშია და იმდენად მიყვარს, რომ მის გარეშე ყოფნა წარმოუდგენელია.. შესაბამისად, ჩემს წინ ფაქტიურად ყველა კარი ღიაა და არჩევანს მშვიდ გარემოში გავაკეთებ. მწვრთნელი თუ მენეჯერი? ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა თავად ყველა ვარიანტი როგორც უკვე გითხარით, ძალიან მიზიდავს.

ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ აქცენტი გააკეთონ მუხლჩაუხრელ შრომაზე.. კარიერის მანძილზე ბევრი უაზრო საუბრები მესმოდა და რეალურად ის ხდებოდა გამარჯვებული, ვინც გამოცდილ მოთამაშეებს უგდებდა ყურს და ბევრს შრომობდა.. ამიტომაც კარგი იქნება თუ იმას მოუსმენენ, ვინც დიდი გამოცდილება დააგროვა და იცი რას ნიშნავს ეს სამყარო”.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

4
Leave a Reply

avatar
4 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
1 Comment authors
მაქს Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
მაქს
სტუმარი
მაქს

უკანასკნელი მოჰიკანი გვტოვებს, ბუფონის წასვლის შემდეგ, უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონი იტალიელი იყო იუვეს რიგებში და ალბათ კაი ხანიც დარჩება ამ სტატუსით, იტალიის ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამკმდინარე :forza: ფორზა ანდრეა, მაგარი იყავი

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

მადლობა ანდრეას დაცვითი მასტერკლასის გაკვეთილებისთვის. ბევრ გაპიარებულ მცველზე დახვეწილი და დონე თამაშის სტილი ჰქონდა, მაგრამ ასაკი თავისას შვება. ეე ძველი ბიბისი იშლება ნელნელა, მერე კიელოს დროც მოვა 2-3 სეზონში . გრანდე ანდრეა შე ბარძაღლო შენა :forza:

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

განაცხადი იანვარში ივსება და რედაქტირება შეუძლწბწლია

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

კვადრადო რატო ვერ იქნება ლიგის განაცხადში? ვინმე რო ამოაგდოს და ეს ჩასვას არ შეიძლება ეგეთი რამე?