ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანიელი: “ჩვენ გუნდს ალეგრისთან ერთად ზრდა შეუძლია”

“აიაქსთან” მატჩის შემდეგ პრესასთან კლუბის პრეზიდენტმა ანდრე ანიელიმაც იასაუბრა:

 

გასული სეზონიდან მოყოლებული ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი უმთავრესი ამოცანა იქნება “ჩემპიონთა ლიგის” მოგება და ეს ყოველ წელს ასე იქნება. 

დღეს საღამოს მოედანზე გვყავდა ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებსაც ალეგრისთან ერთად შეუძლიათ გაიზარდონ და მწვერვალებს მიაღწიონ. 

სეზონის ბოლოს ჩვენ კვლავ მივუსხდებით მოლაპარაკებების მაგიდას და ვიმსჯელებთ “იუვენტუსის” უკეთეს მომავალზე. 

ნუ გავწყდებათ , რომ ჩვენ უკანასკნელი 5-6 წლის მანძილზე ყოველთვის გავდივართ მეოთხედფინალში, რაც მერწმუნეთ რომ  ძალიან ძნელია. 

ყოველ წელს გვინდა გავაგრძელოთ პროგრესირება და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებს.  ძალიან ახლოს ვართ ზედიზედ მერვე სკუდეტოს მოგებასთან, ეს წარმოუდგენელია. 

“იუვენტუსი” უეფას რეიტინგში 43-ე ადგილზე იყო დღეს კი მეხუთე ადგილზე ვიმყოფებით ეს არის ამ არანორმალური მუშაობის შედეგი, რომლის გაუმჯობესებაც არის ჩვენი მიზანი.

“აიაქსი”  – ეს არის გუნდი რომელიც ზრდის ბრწყინვალე ფეხბურთელებს, ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა სულ რამდენიმე წელია რაც დიდ ფეხბურთში შეაბიჯეს და სასწაულებს ჩადიან, ისინი ტოლსწორად ეთამაშნენ “ბაიერნს”, ასპარეზობას გამოთიშეს “რეალი” და “იუვენტუსი”.

ისინი ფსიქოლოგიურად არანაირ წნეხს არ განიცდიან და თამაშობენ ლაღ ფეხბურთს. ჩვენ კი მათ წინაშე ქედი უნდა მოვიხაროთ. როგორც “იუვენტუსის” გულშემატკივარს თითოეული წაგება გულს მტკენს, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ რომ კონკრეტულ მომენტში შესაძლოა შენი მოწინააღმდეგე შენზე უკეთეს ფეხბურთს აჩვენებდეს.

ახლანდელი “აიაქსი” მაგონებს “მონაკოს” რომელიც ორი წლის მანძილზე ბრწინვალე ფეხბურთს თამაშობდა. ვნახოთ რა იქნება უახლოეს ორ წელიწადში და როგორი იქნება მათი შემადგენლობა.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

5
Leave a Reply

avatar
5 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
1 Comment authors
Lion2407ლექსო ანთიაიუვენტინოOLD Juventus Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

არ დომებია ამ კაცს ლიგა და რაღაც ვიწყვიტავთ ნერვებს. ალეგრის დონის მწვრთნელი ლიგაზ ვერასოდეს მოიგებს . და ამ სერია ას მართლა არსენალიც ყოველ წელს მოიგებს

Lion2407
სტუმარი
Ssss

Vai shens patrons

ლექსო ანთია
სტუმარი
ლექსო ანთია

ჩემი ბოლო კომენტარი ყველანაირ სპორტის საიტზე …მიყვარს იუვე,მიყვარს ყველა იუვენტინო..წარმატებები

იუვენტინო
სტუმარი
იუვენტინო

ატალანტა და ემპოლი რო შენზე დალაგებულად უტევს რა ზრდაზე და ფეხბურთზე უნდა ილაპარაკო.. გიჟები კიარარიან ინგლისელები და ესპანელები სადაც შეუძლიათ მაქსიმალური ანგარიშით რო იგებენ :)) ამათმა მეორე ტაიმის ბოლო 10წუთამდე დაძაბულად თუარმიიყვანეს თამაში ისე მოგებას მოგებას არ ეძახიან

OLD Juventus
სტუმარი
OLD Juventus

ალეგრი შეტევაში გუნდს ათამაშებს ეგრეთ წოდებულ Crossing-ს და ფეხბურთი იმიტომ ქვია რომ გოლების მნიშვნელოვანი ნაწილი გაიტანო ფეხით. ეს მარტო იმის იმედზეა რომ რონალდოს და მანძუკიჩს გარემარბებმა ჩაუწოდონ და იქნებ მეორე სართულზე მოიგონ ბრძოლა, სხვა დანარჩენი დავცვაში…

ალეგრის გუნდს ორი-სამი პასის გაკეთება არ შეუძლია ისეთ დაცვაზე ორინტერიბულ კამანდას აყენებს და ირჩევს…