ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანტონიო კონტე

ანტონიო კონტე დაიბადა 1969 წლის 31 ივლისს ლეჩეში. თავდაპირველად ის თამაშობდა ადგილობრივი კლუბის ახალგაზრდულ გუნდში. 1985 წლიდან ის უკვე სერია ა-ში იწყებს თამაშს. 1991 წელს მის კარიერაში მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, მან შეთავაზება ტურინის „იუვენტუსისგან“ მიიღო და ანტონიო კონტეს დღემდე იუვენტინოდ და გუნდის უცვლელ თილისმად მოიხსენიებს გულშემატკივარი, კლუბში გატარებული დაუვიწყარი 13 სეზონის გამო, რა პერიოდშიც მან ფაქტიურად ყველა ტიტული მოიგო გუნდთან ერთად, რაც კი შეიძლებოდა თანამედროვე საკლუბო ფეხბურთის დონეზე ფეხბურთელს მოეგო.

ნახევარდაცვის ბურჯი ცოტა მოგვიანებით გუნდის ლიდერი და უცვლელი კაპიტანი გახდა მისი შეუპოვარი ხასიათის გამო. შემდგომ მან კაპიტნის სამკლაური, მარჩელო ლიპის გადაწყვეტილებით ალესანდრო დელპიეროს დაუთმო, თუმცა მას მოედანზე ყოველთვის გუნდის სულიერ ლიდერად და გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელად მოიხსენიებდნენ თანაგუნდებელები. როდესაც ალესანდრომ უმძიმესი ტრავმა მიიღო,  ანტონიო კონტე ისევ უცვლელად კაპიტნობდა გუნდს. კონტეს არაერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი გოლი ახსოვს „იუვენტუსს“ და მის გულშემატკივარს.  საჭირო დროს, ყოველთვის მის თავზე იღებდა პასუხისმგენლობას და გუნდს მაქსიმუმისაკენ მოუწოდებდა.

აი რას ამბობდა ანტონიო კონტეს შესახებ კარლო ანჩელოტი:  „ანტონიო კონტე? – როდესაც სიტუაცია ხდება შემაშფოთებელი, როდესაც ბოლო იმედიც კი კვდება, მას შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს საქმე და პრობლემა გადაწყვიტოს.“

ანტონიო კონტე 1994 წლის მუნდიალის ვიცე ჩემპიონია. 1996 წლის 9 ოქტომბერს მას კინაღამ საფეხბურთო კარიერის დასრულება მოუხდა, მიიღო რა უმძიმესი ტრავმა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს და იტალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში. თუმცა მომდევნო ტრავმის გამო 1998 წლის მუნდიალის გამოტოვების მიუხედავად, მან გამონახა ძალები საკუთარ თავში და მაინც მოახერხა ნაკრებში დაბრუნება და 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ვიცე ჩემპიონის ტიტულიც ერგო იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად. ამავე წელს მან განაცხადა, რომ ასრულებდა სანაკრებო კარიერას და დაემშვიდობა „სკუადრა აძურას“ და მხოლოდ „იუვენტუსში“ შემადგენლობაში აგრძელებდა ასპარეზობას 2004 წლის ჩათვლით.

ამჯერად ანტონიო კონტე უკვე მწვრთნელი რანგში საქმიანობს.

თავდაპირველად ის „სიენას“ მწვრთნელის თანაშემწე იყო. შემდეგ „არეცოს“ მწვრთნელი გახდა.

მისი ხელმძღვანელობით საფეხბურთო კლუბმა „ბარიმ“ 2008-09 წლის სეზონში სერია ბ-ს გათამაშება მოიგო და დაბრუნდა სერია ა-ში. თუმცა კლუბის ხელმძღვანელობასთან სატრანსფერო პოლიტიკასთან დაკავშირებული შეუთანხმებლობის გამო მან აღარ გაარძელა „ბარიში“ მუშაობა.

2009 წლის 21 სექტემბრიდან ის „ატალანტას“ მწვრთნელი გახდა, მაგრამ გუნდი მალევე დატოვა 2010 წლის 7 იანვარს.

2010 წლის 23 მაისიდან მან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა საფეხბურთო კლუბ „სიენასთან“ და დღემდე მისი მთავარი მწვრთნელია. 2010-11 წლის სეზონის შედეგების მიხედვით „სიენა“ მოახერხებს სერია ა-ში დაბრუნებას.

ანტონიო კონტეს ჰყავს ორი უმცროსი ძმა, მისი მამა არის ბიზნესმენი, ხოლო დედა დიასახლისი (ყოფილი მოდელი).

ანტონიო კონტეს კუმირი ფეხბურთელები ბავშვობაში დინო ძოფი და პაოლო როსი იყვნენ.

ანტონიო კონტე არის იმ მცირე რიცხვოვან ადამიანთა შორის, ვინც დიდ პატივისცემას იმსახურებ მეორე ტურინული კლუბის „ტორინოს“ გულშემატკივართა შორის, მიუხედავად მისი იუვენტინობისა.

„იუვენტუსის“ გულშემატკივარმა მას სიმბოლური კაპიტინის სამკლაური აჩუქა იტალიური წარწერით  „Senza di te saremmo stati lontano, Antonio Conte, il nostro capitano“, რაც დაახლოებით ასე ითარგმნება: „სად უნდა ვიყოთ ჩვენ შენ გარეშე, ანტონიო კონტე, ჩვენი კაპიტანი!“.

საფეხბურთო ტიტულები:

სკუდეტო: 1995, 1997, 1998, 2002, 2003
ვიცე ჩემპიონი: 1992, 1994, 1996, 2000, 2001

ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონი: 1996
ვიცე ჩემპიონი: 1997, 1998, 2003

უეფას თასის ჩემპიონი: 1993
ვიცე ჩემპიონი: 1995

უეფას სუპერ თასის მფლობელი: 1996

საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი: 1996

უეფას ინტერტოტოს თასის მფლობელი: 1999

იტალიის თასის მფლობელი: 1995
ვიცე ჩემპიონი: 1992, 2002, 2004

იტალიის სუპერ თასის მფლობელი: 1995, 1997, 2002, 2003

1994 წლის მუნდიალის ვიცე ჩემპიონი იტალიის ეროვნულ ნაკრებში.
2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ვიცე ჩემპიონი იტალიის ეროვნულ ნაკრებში.

როგორც მწვრთნელს მოგებული აქვს სერია ბ-ს გათამაშება „ბარისთან“ ერთად 2008-09 წლის სეზონში

კლაუდიო რანიერის შემდეგ ანტონიო კონტე მოიაზრებოდა „იუვენტუსის“ მწვრთნელობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად, თუმცა ხელმძღვანელობამ ასევე ყოფილ იუვენტინოს – ჩირო ფერარას მიანდო გუნდი. სწორედ მაშინ განაცხადა ანტონიო კონტემ, რომ მას სურს გახდეს „იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მომავალში და ის მზადაა ამისთვის.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

15
Leave a Reply

avatar
8 Comment threads
7 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
10 Comment authors
ALEXAvalojuveMegobaroOleo-juve-leoVaxooo Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
ALEXA
იუვენტინო
ALEXA

:forza: :forza: :forza:

valojuve
იუვენტინო
valojuve

ჩვენიანია სულით

leo-juve-leo
იუვენტინო

ბარის მწვრთნელიც ხომ იყო კაცო??? თუ მეშლება?? მემგონი ბარიც კონტემ გადმოიყვანა სერია ა-ში

ika..juve..10
იუვენტინო

კაი სტატიაა.. აი ეს არის კონტე.. ყველა დამეთანხმებით რომ იუვენტუსს იუვენტუსობა და გამარჯვებულის სული აკლდა წელს.. აი ამ კაცმა იცის იუვენტუსი რას წარმოადგენს.. ყოველ შემთხვევაში დელ ნერის, იუვენტუსის გაწვრთნაში სადაც უნდა და როცა უნდა იქ ჩაიხევს

gio_juventino
იუვენტინო

კაი სტატიაა pintu-ricchio შენი სტატიები იმსახურებს კატეგორიებში ცალკე ადგილს

sandrinho
იუვენტინო

შეიძლება იუვენტინოა მარა მე მაინც მაცარის კანდიდატურას ვემხრობი

აკაკი მეტრეველი
მოდერატორი

pintu-ricchio

საღოლ, მართლა დროული იყო

ბრავო!

x