ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ახალწვეული ნომერი 1: “როლანდო მანდრაგორა”

ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა, რომ 15/16 სეზონი იუვესთვის წარუმატებელი გახდებოდა. ბიანკონერიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კალჩოში უძლიერესია და დამსახურებულად გახდა ზედიზედ მეორედ ორივე შიდა ტიტულის მფლობელი..

ზედიზედ მოპოვებული მეხუთე სკუდეტო.. ფაქტია, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში განცდილმა წარუმატებლობამ გუნდს გამარჯვების წყურვილი გაუძლიერა, რაც პრესსკონფერენციის დროს მასიმილიანო ალეგრიმაც განაცხადა:

“ჩვენ სამი ტიტულის მოპოვება მოვახერხეთ, რისთვისაც გუნდს, კლუბს, ხელმძღვანელობას და ქომაგებს განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადო.. ტიფოზებმა შესანიშნავი საღამო გვაჩუქეს.. ეს ადამიანები მუდამ ჩვენს გვერდით იდგნენ და რწმენა წამითაც არ დაუკარგავთ”..

ახლა კი ხელმძღვანელობა შემადგენლობის გაძლიერებაზე გადაერთო.. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მეკარის, დაცვის და თავდასხმის პოზიციები ზედმეტ კითხვებს არ სვავენ, ბუნებრივია მთავარი აქცენტი გაკეთდება ნახევარდაცვის რეორგანიზებაზე.

გუნდიდან წასვლის მთავარი კანდიდატები შუახაზიდან არიან ასამოა, ჰერნანეში და პერეირა. თითოეულმა მათგანმა ფრიად ერთფეროვანი სეზონი გამართა და მაროტა შუახაზის გადახალისებას აპირებს. შესაძლოა როლანდო მანდრაგორა არ გახდეს ის მოთამაშე, რომელიც იუვეს ევროპულ მწვერვალს დააპყრობინებს, მაგრამ თავისუფლად შეიძლება მაროტას მორიგი წარმატებული შენაძენი გახდეს.

კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ტურინელებს ახალგაზრდა ნახევარმცველი 6 მილიონი დაუჯდათ.. თუმცა, სხვადასხვა ბონუსური სისტემის ხარჯზე ჯენოას დამატებით 6 მილიონის მიღების შანსი აქვს. უშუალოდ მოთამაშესთან 5 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. პირველი ექვსი თვე როლანდომ არენდის წესით პესკარაში გაატარა.

ბუნებრივია ეს ხელშეკრულება იუვენტუსის პოლიტიკას მკვეთრად უსვავს ხაზს.. გუნდი ეძებს ნიჭიერ იტალიელებს და მათთან პროფესიონალურ კონტრაქტებს აფორმებს. მაროტამ ეს არაერთხელ დაადასტურა:

“ჩვენი მიზანია ახალგაზრდა, ნიჭიერი და გამოცდილი თაობის სინთეზი.. ვეტერანები დაეხმარებიან განვითარების საფეხურზე მყოფ მოთამაშეებს, სწორ პროგრესირებაში, როგორც მოედანზე ასევე მის მიღმაც”.

დღეისათვის გუნდში ახალგაზრდა პოლ პოგბასთან ერთად მარიო ლემინა და სტეფანო სტურარო ირიცხებიან.. მათ გვერდს კი გამოცდილი მარკიზიო და ხედირა უმაგრებენ.. როგორც ჩანს მალე შავ-თეთრი მაისურით როლანდო მანდრაგორასაც ვიხილავთ.

La Gazzetta dello Sport-თან საუბრის დროს მაროტამ აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველი 2016/17 სეზონის პირველ ნახევარს იუვენტუსსთან ერთად გაატარებს, რადგან კლუბი მიხვდეს თუ რას წარმოადგენს მანდრაგორა რეალურად. ბუნებრივია მისთვის ეს იდეალური შანსია თავის წარმოსაჩენად.

კარიერა როლანდომ მოკრძალებულ კლუბში “პონჩიტელაში” დაიწყო.. შემდგომ გადაბარგდა ჯენოაში, სადაც თითოეული ახალგაზრდული გუნდი გაიარა.. შემდეგ სრულებით მოულოდენლად 2014 წლის ოქტომბერში იუვენტუსის წინააღმდეგ მოედანზე გამოდის და აქრობს პოლ პოგბას..

მართალია გადამწყვეტი გოლი ლუკა ანტონინის ანგარიშზეა, მაგრამ გენუელთა გამარჯვებაში ლომის წილი სწორედ როლანდომ დაიდო.. ახალგაზრდა შუახაზელმა იდეალურად კარგი მატჩი ჩაატარა! სტატისტიკური მონაცემების მიხედვით მის ანგარიშზე ხუთი ართმევა, ერთი ჩაჭრა და ორი მოგერიება ჩაიწერა.. ასევე 19-დან 13 სწორი გადაცემა (68%).. შედეგად მან გასპერინისგან შექებაც კი დაიმსახურა:

“ნამდვილად მომეწონა მანდრაგორას თამაში.. საერთოდ, ფეხბურთელს რომელიც არ იმსახურებს შანსს მას მოედანზე არასოდეს გამოვიყვან.. იგი სულ რაღაც 17 წლის არის და უკვე ამ ეტაპზე აჩვენებს საქმესთან პროფესიონალურ მიდგომას. მესაჭიროებოდა მსგავსი მახასიათებლების მქონე მოთამაშე, რომელმაც თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა”..

მიუხედავად ასეთი მაღალფარდოვანი შეფასებებისა, გასპერინიმ იგი მინდორზე სულ რაღაც 131 წუთით ათამაშა. სწორედ ამიტომ არენდით პესკარაში გაემგზავრა..

ახალ კლუბში მალე გაშინაურებულმა სერია ბ-ში დაიწყო საკუთარი მოწინააღმდეგების ნეიტრალიზება. როლანდო ბრწყინვალე გამთამაშებლად გადაიქცა, რომელიც არ ივიწყებდა დაცვით მანევრირებებში მოქმედებას.

დღეისათვის როლანდო დიდად არის დამოკიდებული საკუთარ მარცხენა ფეხზე და უმჯობესია, თუ მარჯვენას მეტად დახვეწს. უმაღლეს ლიგაში ეს მონაცემები აუცილებლად დასჭირდება. 26 ჩატარებულ შეხვედრაში, მის ანგარიშზე ორი საგოლე გადაცემა ირიცხება.. ასევე გააუმჯობესა მოედანზე არსებული დისციპლინა.. პირველ 16 შეხვედრაში 9 ყვითელი ბარათი, ხოლო დარჩენილებში მხოლოდ ორი.. სამწუხაროდ იღებს მძიმე ტრავმას და სეზონის დასკვნით ნაწილს ტრიბუნაზე ატარებს.

ვირტუს ენტელის წინააღმდეგ მანდრაგორა მოედანს საკაცით ტოვებს. მატჩის დასრულების შემდეგ პესკარას სამედიცინო შტაბმა განაცხადა, რომ ნახევარმცველს მარჯვენა ფეხის მეხუთე ძვალი ჰქონდა მოტეხილი. საგულისხმოა, რომ ზუსტად ამ მონაკვეთში იუვეს მარკიზიო გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა.. ფეხბურთელს ჯვარედინი მყესის დაზიანება აქვს და სარეაბილიტაციო კურსი დაგეგმილი გრაფიკით არ მიმდინარეობს.

მოცემული შანსი შესაძლოა ახალგაზრდა შუახაზელმა ნაყოფიერად გამოიყენოს, რადგან იუვეს იგი ჯეროვნად არ შეუვსია..

“მიყვარს ბურთთან ერთად მუშაობა.. კარგი ტექნიკა მაქვს, რომელიც მაძლევს ამის საშუალებას. თუმცა, არასოდეს მავიწყდება დაცვით მექანიზმში მონაწილეობის მიღება.. მოედანზე ტიაგო მოტას სტილში ვირჯები”..

სერია ა-ს ახალ რეფორმას თუ გავითვალისწინებთ, იუვენტუსისთვის მანდრაგორას შედეგიანი თამაში ფრიად მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება.

 

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

3
Leave a Reply

avatar
3 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
1 Comment authors
Delpieronedved Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

მაინც და მაინც ტიაგო მოტას რატომ შეადარა თავი….

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

კარგი ჰენაძენი უნდა იყოს წესით

Delpieronedved
სტუმარი
Delpieronedved

Rato daimtvra. Cudia :loool:

x