ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბაიერი – იუვენტუსი (ფეხბურთელების შეფასებები)

კრიშტიანო რონალდუ - პაულო დიბალა

გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს ლევერკუზენთან გამართული შეხვედრის შემდეგ:

ბუფონი – 6 – დიაბის ეპიზოდია გამოსაყოფი, ხოლო სხვა მხრივ სტანდარტული ადმინისტრაციული მოვალეობა.

დანილო – 6.5 – ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა.. როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში ჩართვის დროსაც. გადაცემები იყო ზუსტი და გარკვეულ ეპიზოდებში გამწვავებასაც არ ერიდებოდა.. პირველ ნახევარში მაგალითად როდესაც იგუაინი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა.. 

რუგანი – 6.5 – პარტნიორზე ნაკლებად დომინანტია, მაგრამ სამაგიეროდ არის ზუსტი და ზედმეტს არაფერს აკეთებს. 

დემირალი – 7 – ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს მერიჰისთვის ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩი იყო.. არანაირი ემოცია ან აღელვება.. ვინც კი მის დადგა, ყველა ცოცხლად შეჭამა! თავით თამაში, უშუალოდ მიწაზე.. არანაირი აზრი არა აქვს, რადგან ბურთი ყოველთვის მას რჩება.

დე შილიო – 6 – გარკვეულ ეპიზოდებში ჩნდება შთაბეჭდილება, თითქოს სიმშვიდე დაიკარგა, მაგრამ იტალიელი ამ ყველაფერს მალევე პოულობს.

კუადრადო – 6.5 – ახალი ამპლუა.. თუმცა არ იკარგება.. უყვარს საყვარელ მარჯვენა ფლანგზე გადაწევა, მაგრამ პოზიცია არასდროს დაუკარგავს.. 

პიანიჩი – 7 – კაპიტნის სამკლაურით თითქოს ახალი ენერგიით სავსე წარმოგვიდგა.. თავდაჯერებული და ნამდვილი ლიდერი რომელიც გუნდის თამაშს დირიჟორობს.

რაბიო – 5 – ფაქტია, რომ სათამაშო პრაქტიკა აკლია.. როგორც კი მეტ დროს მიიღებს, მეტ თავდაჯერებულობას შეიძენს. თითქმის მთელი მატჩი იყო და პერიოდული გამონათებები ქონდა.

ბერნარდესკი – 6 – მოტივირებულია.. დაუღალავად გადაადგილდება ზონებს შორის და ცდილობს საკუთარი გუნდისთვის მთავარი მოქმედი გმირი გახდეს.. თუმცა, პერიოდული შეცდომებით.. შესაძლოა სხვებისგანაც, მაგრამ მაინც.. 

დიბალა – 66 წუთიდან – 7 – როგორც ჩვენ ამას შევეჩვიეთ, გამოდის და დგამს შოუს! ეხმარება კრიშტიანო რონალდუს და ქმნის არაერთ სახიფათო სიტუაციას.. მატჩის მიწურულს გონსალო იგუაინსაც დაეხმარა გოლის გატანაში.

იგუაინი – 6.5 – თავდაპირველად ორი კარგი აფეთქება.. შემდგომ გუნდზე თამაშს იწყებს და უფრო მეტად შავ სამუშაოს ასრულებს, სადაც ზოგჯერ წარმატებით, ზოგჯერ წარუმატებლად მოქმედებს.. 

რონალდუ – 6.5 – იგუაინის გადაცემას ვერ მიუსწრო.. შემდგომ თავად ცდილობს მიზნის მიღწევას.. არის ეპიზოდები როდესაც გუნდს ესაჭროება მისი დახმარება და პორტუგალიელი დაუზარებლად ჩამოდის ქვემოთ. დიბალას დახმარებით, გოლის მიზანს მაინც აღწევს..

სარი – 6.5 – მისი ევროპული დაუმარცხებელი სერია გრძელდება.. გუნდი იტალიაში კარგი განწყობით ბრუნდება.. ფაქტია, იუვემ ნორმალური შეხვედრა გამართა..

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of