ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბერნარდესკი:”საკუთარ შანს აუცილებლად გამოვიყენებ”

ფედერიკო ბერნარდესკიმ საწყის ორ ტურში იუვენტუსის მაისურით, მხოლოდ 7 წუთი იასპარეზა, რაზეც ბუნებრივია ჟურნალისტებს უშუალოდ მასთან კონკრეტული კითხვები გაუჩნდათ:

ნუ დაგვავიწყდება, რომ იუვენტუსი მსოფლიოს სამ საუკეთესო გუნდს შორის შედის და კონკურენცია ახლა არნახულად გაიზარდა..

მე იმ მოთამაშეთა რიცხვში შედვივარ, რომელსაც ყველა დაპირისპირებაში პირველიდან ბოლო წამამდე სურს მინდორზე ყოფნა, მაგრამ გადაწყვეტილებას მწვრთნელი ღებულობს..

კონკრეტული შეხვედრა უამრავი მინიმალური დეტალისგან არის შემდგარი, რომელსაც გუნდის სამწვრთნელო შტაბი მთელი კვირის განმავლობაში ამუშავებს..

შესაბამისად, თუ შენ სკამზე ყოფნა მოგიწია, ეს იმას არ ნიშნავს რომ თავკაცი არ გენდობა, უბრალოდ მას გარკვეული მონახაზი აქვს შექმნილი და ამ ეტაპზე სხვა ჯგუფის ჩართულობას უფრო მიზანშეწონილად მიიჩნევს..

ტურინში კონკურენცია რომ საგრძნობლად გაიზარდა, ამას ჩემი კომენტარი არც ჭირდება.. გადახედეთ, როგორ მოთამაშეებს მოგვიწია მატჩისთვის თვალყურის დევნება..

შანსი აუცილებლად მომეცემა და მას მაქსიმალურად გამოვიყენებ! იუვესთვის თავი არასდროს დამიზოგავს და მუშაობას ყოველთვის დიდი კონცენტრირებით განვაგრძობ..

ფეხბურთელები რომლებიც ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა დარჩნენ, მსურს ვუთხრა რომ ისინი ამ გუნდის განსაკუთრებული ნაწილია.. მწვრთნელმა ამაზე უკვე ისაუბრა და მას ყველაზე მეტად გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება.. იუვე ერთიანია.. ჩვენი ძალა სწორედ ამაშია.”

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

1
Leave a Reply

avatar
1 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
1 Comment authors
LASHAJUVENTINO Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
LASHAJUVENTINO
იუვენტინო
LASHAJUVENTINO

ეს სანამ თავის შანს გამოიყენებს ფეხბურთი აღარ იარსებებს დედამიწაზე