ForzaJuve.Ge

ბონუჩის წინასამატჩო პრესკონფერენცია

გთავაზობთ ლეონარდო ბონუჩის წინასამატჩო პრესკონფერენციას:

გოდინი და კიელინი? დიეგო დიდებული ფეხბურთელია და მას ძალიან დიდ პატივსვცემ! ორი აზრი არაა, რომ მადრიდულმა კლუბმა დიდი გამოცდილების მქონე მოთამაშე გაუშვა, თუმცა ფეხბურთი ასეთი ეპიზოდებისგანაც შედგება..

ჯორჯოს დანაკლისი დიდია, მაგრამ მე, მატაისი, მერიჰი და დანიელე მაქსიმუმს ვიზამთ, რომ გუნდმა რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გადაიტანოს ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც კაპიტანი მოედნის მიღმა იქნება.

ორი აზრი არაა, რომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტესტი იქნება, რადგან გასულ მატჩში არცთუ ისე კარგად გამოვიყურებოდით.. შესაბამისად გვსურს რეაბილიტირება გულშემატკივრების წინაშე და ახლა ამის ჩინებული შანსი გვექნება.

მეტროპოლიტანო ასპარეზობა იოლი არავისთვის არის და ჩვენ ნამდვილი ბრძოლა გვიწევს კლუბის წინააღმდეგ, რომელიც ტაქტიკური თვალსაზრისით ყოველთვის გამართულ და მჭიდრო ფეხბურთს თამაშობს.

დე ლიგტი? ახლა ჰოლანდიელი იმ ეტაპს გადის, რაც თავის დროზე თავად გავიარე.. ადაპტაცია იოლი არაა, მითუმეტეს როდესაც მწვრთნელი კონკრეტულ და მკაფიო მითითებას გაძლევს, რომელიც შენს ჩვეულ სტილს გარკვეულწილად ეწინააღმდეგება..

მატაის შესანიშნავი მახასიათებლები აქვს და მცირე დროში ეს ყველაფერი უკან დარჩება.. მას აბსოლუტურად ყველაფერი გააჩნია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო უკანახაზელი გახდეს.

ალვარო მორატას და დიეგო კოშტას დანაკლისი? ცუდია, რომ ჩემს ახლო მეგობარს ვერ ვიხილავ და ასევე ძლიერ ფორვარდს, რომლის წინააღმდეგ ასპარეზობა მუდამ დაძაბული და საინტერესოა.. მაგრამ მადრიდელთა რიგებში არიან ფეხბურთელები, რომელთაც ძალუძთ ნებისმიერის ჩანაცვლება.

ევროპაში თამაში ბუნებრივია ყველანაირი კუთხით არის განსხვავებული და იმედი მაქვს, მთავარი მწვრთნელის მითითებას, რომ ბურთთან ერთად “გავერთოთ” ზედმიწევნით კარგად შევასრულებთ.. თუმცა, ყველაზე მთავარი ქულების წამოღებაა, რომელიც დაგვეხმარება კომფორტული გარემოს შექმნაში სატურნირო თვალსაზრისით.”

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of

x