ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი ტურინში დაბრუნებაზე დისკუსიას ულტრასებთან გადიოდა

ლეონარდო ბონუჩი

საინტერესო ინფორმაცია გამოქვეყნდა იტალიურ მედიაში ლეონარდო ბონუჩისთან დაკავშირებით..

კორიერე დელა სერა ასაჯაროებს WhatsApp -ის მიმოწერას, სადაც ლეო ბიანკონერის ულტრასებთან მისი იუვენტუსში დაბრუნებაზე საუბრობდა. 

აღნიშნული მიმოწერა სამართალდამცავების ხელში აღმოჩნდა, რომლებიც ყურადღებით აკვირდებოდნენ საკმაოდ დაძაბულ სიტუაციას. 

“ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, გამიხარდებოდა თუ ყველაფერს დაწვრილებით აგიხსნიდით.. გულწრფელად მოგიყვებოდით სინამდვილეში რა და როგორ მოხდა..”– ასეთი რამ მიწერა ბონუჩიმ ფაბიო ტრინჩეროს, რომელიც ბიანკონერის ერთ-ერთი ფან დაჯგუფების – ვიკინგის ლიდერია.

პასუხი კი ასეთი იყო:“დისკუსიის დახმარებით, ყველაფერს მოვაგვარებთ.”

ამის შემდეგ ბონუჩიმ მეგობრებს უთხრა, რომ სიტუაცია დარეგულირდა და სანერვიულო აღარაფერი იყო.

საგულისხმოა, რომ შეტყობინებების შინაარსიდან გამომდინარე ლეოს გუნდშიც ცივად დახვდნენ.. კერძოდ, საუბარი ეხება კლაუდიო მარკიზიოს, ანდრეა ბარძალის, ჯორჯო კიელინის და ფედერიკო ბერნარდესკის.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of