ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბრწყინვალე 11 – ალესიო ტაკინარდი

“ბრწყინვალე 11-ის” სიაში მორიგი ფეხბურთელი არის, განუმეორებელი და “იუვეს” განუყოფელი ნაწილი – მარად “ბიანკონერო” და უდრეკი ალესიო ტაკინარდი. დაიბადა 1975 წლის, 23 ივლისს ლომბარდიის გარეუბან კრემაში. ნახევარცვმელმა კარიერის უდიდესი ნაწილი ტურინულ გრანდში დაჰყო და გუნდთან ერთად 17 ტიტულის მოგება მოახერხა!
საკლუბო კარიერა:
მისი ბრწყინვალე კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ “ატალანტაში”. ბერგამოელებთან ერთად მან 2 სრული სეზონი ითამაშა.  ალესიომ გუნდთან ერთად  ჩაატარა 9 მაღალი დონის მატჩი და ლუჩანო მოჯის ყურადღებაც მიიქცია. ამგვარად, 1994 წელს დაიწყო ფეხბურთელის ბრწყინვალე ტურინული კარიერა. ის გუნდს შეურთდა წინა სასეზონო მომზადების პერიოდში და თავიდანვე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მატჩიდან მატჩამდე იზრდებოდა და სადებიუტო სეზონშივე მოახერხა სერია ა-ში 25 მატჩის ჩატარება. ასევე ეხმარებოდა გუნდს კოპა იტალიასა და ევროპის თასებზე. ტაკინარდი გუნდის უცვლელ ლიდერად ყალიბდებოდა ნახევარდაცვაში და დომინირებდა სასტარტო შემადგენლობაში, ზუსტად მაშინ, როცა “ბიანკონერები” ყვაოდნენ. ალესიო გუნდში თამაშობდა ისეთ ბრწყინვალე ფეხბურთელებთან ერთად, როგორებიც იყვნენ: ანტონიო კონტე, ანჯელო დი ლივიო, პაველ ნედვედი, ზინედინ ზიდანი და სხვა. ყველაზე დასამახსოვრებელი კი იყო ფეხბურთელის პარტნიორობა ედგარ დავიდსთან. მათ ნახევარდაცვაში ბრწყინვალე დუეტი შექმნეს და წლების განმავლობაში მსოფლიოს აზანზარებდნენ კიდეც. ტაკინარდი გამორჩეული იყო თავისი შორეული დარტყმებით, იტალიელს ამის გაკეთება ბრწყინვალედ შეეძლო და ხშირად ლაშქრავდა მეტოქის კარს შორეული დისტანციიდან. მიჩნეულია, რომ ტაკინარდის და დავიდსის დროს ყველაზე ძლიერი იყო ტურინული ნახევარდაცვა, მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ გუნდში მოვიდნენ ემერსონი, პატრიკ ვიეირა, ფელიპე მელო და სხვები. ტაკინარდის საუკეთესო სეზონად მიჩნეულია 2002-2003 წლები. მან სერია ა-ს 27 შეხვედრაში ითამაშა და 13 ჩატარებულ შეხვედრაში 2 გოლის გატანა შეძლო. 2 გოლი ასევე ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა. ალესიო მიჩნეულია ტურინის “იუვენტუსის” ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ნახევარმცველად. 14 წლის განმავლობაში მან კლუბთან ერთა 300 მატჩი ჩაატარა და 20 გოლის გატანაც მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ ის დღეს კლუბში აღარაა, გულშემატკივარს მაინც ახსოვს და ის გუნდის ერთ-ერთ ლეგენდად მიიჩნევა დღემდე. გუნდიდან მარჩელო ლიპის წასვლის შემდეგ, მთავარ მწვრთნელად ფაბიო კაპელო დაინიშნა, რომელმაც  გუნდში მოიყვანა პატრიკ ვიეირა. ტაკინარდი იძულებული იყო გუნდი დაეტოვებინა და მან ესპანურ “ვილიარეალს” მიაშურა არენდის წესით. ნახევარმცველმა  იქ ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა თავი და გუნდს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლაში დაეხმარა. შემდეგ “იუვე” სერია ბ-ში დააქვეითეს და ტაკინარდის არენდაც ერთი წლით გახანგრძლივდა. საბოლოო ჯამში მან “ყვითლებთან” ერთად 50 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. “იუვეში” ახალი ეპოქა იწყებოდა, ახალი პრეზიდენტით, ახალი მწვრთნელითა და ფეხბურთელებით. გუნდში დაბრუნებული ლეგენდარული ნახევარმცველი იმედოვნებდა, რომ ახალი “იუვეს” ნაწილი გახდებოდა. თუმცა კლუბთან კონტრაქტი გაწყდა… მიზეზი მენეჯერთა შტაბთან უთანხმოება იყო. აი, ასე მოექცა კლუბი ფეხბურთელს, რომელმაც მთელი კარიერა მას შეალია… ტაკინარდი, დამცირებული, მაგრამ მაინც ამაყი სერია ბ-ში გადავიდა და “ბრეშასთან” 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფეხბურთელი აქაც ბრწყინვალედ ასპარეზობდა და 11 გოლის გატანა მოახერხა. კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ის კატანიაში გადასვლას აპირებდა, ასევე იყო შემოთავაზება ტურინული კლუბისგან, თუმცა საბოლოო ჯამში ალესიომ თავისი ბრწყინვალე  კარიერა დაასრულა.
სანაკრებო კარიერა:
ტაკინარდი ასევე ნაკრების ღირსებასაც იცავდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ მას ნაკრებში არასდროს უმართლებდა. მას არ მიუღია არცერთ ღირებულ ჩემპიონატში ასპარეზობა, გამუდმებული ტრავმებისა გამო. მიზეზი კიდევ ის იყო, რომ ამ დროს იტალიის ნაკრებს უამრავი გენიალური ნახევარმცველი ჰყავდა. ტაკინარდიმ 13 სანაკრებო მატჩი ჩაატარა.  პირველი მატჩი შედგა 1995 წელს, ხოლო ბოლოჯერ მან “სკუადრა აძურას” მაისური 2003 წელს მოირგო.

მიღწევები: (იუვენტუსი) 

სერია ა 6-ჯერ
მეორე ადგილი 3-ჯერ
იტალიის თასი 2-ჯერ
იტალიის სუპერ თასი 4-ჯერ
საერთაშორისო თასი 1-ჯერ
ჩემპიონთა ლიგა 1-ჯერ
ლიგის ფინალისტი 3-ჯერ
ინტერტოტოს თასი 1-ჯერ
ევროპის სუპერთასი 1-ჯერაქვე გთავაზობთ მცირე ინტერვიუს, რომელშიც ფეხბურთელი საუბრობს “იუვეს” თავიდან აყვავების გზებზე.

-მოდი დღევანდელ “იუვენტუსზე” ვისაუბროთ. როგორ უნდა დაიბრუნონ მათ დიდება?
-“იუვემ” უნდა შეძლოს და გახდეს ნამდვილი კლუბი, რათა ძველ მწვერვალზე ავიდეს. ყველა ტიფოზი მოუთმენლად ელის ამ დღეს. ამისათვის კი საჭიროა 3-4 ტოპ კლასის ფეხბურთელის შეძენა, რომლებიც თავიანთ თავზე აიღებდნენ თამაშს.
-პეპე, რომელიც მომავალ დი ლივიოდ მიიჩნეოდა ვერ აჩვენებს იმ თამაშს, რომელსაც მისგან ელოდნენ. რას იტყვით ამაზე?
-დი ლივიო პეპეზე 5-ჯერ უკეთესი ფეხბურთელი იყო. ის სეზონში 70 მატჩს ატარებდა 200 კმ/სთ სისწრაფით. მას შეეძლო ეთამაშა ყველგან, თავდასხმაშიც და დაცვაშიც. ის ასევე გუნდის ლიდერი იყო და ყოველ გამართულ მატჩში, მართლაც, რომ სულს დებდა. პეპეს თამაშშიც არის კარგი მომენტები, მაგრამ დი ლივიო ეს ლეგენდაა…
-არის ანდრეა ანიელი ის პიროვნება ვინც გუნდს გამარჯვებებს დაუბრუნებს?
-10 დღის წინ მე ანდრეას ვესაუბრე და მივხვდი, რომ ის არის ერთადერთი დადებითი და იმედისმომცემი ნიშანი “იუვეში”. მას უყვარს შავ-თეთრი მაისური და ცდილობს გუნდს დაუბრუნოს ძველი სიდიადე. მას სჭირდება მნიშვნელოვანი ფეხბურთელები, იმედია ელკანი ფულს არ დაიშურებს, რათა ანიელიმ მიზნები განახორციელოს. მე მასთან საუბრისას მივხვდი, რომ ის მებრძოლია და დანებებას არ აპირებს…
-დღესდღეობით რას საქმიანობთ ალესიო?
-მე ვიწყებ ჩემს სამწვრთნელო კარიერას და დღესდღეობით სერია ც2-ის ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელთა შტაბში ვმუშაობ. ვიმედოვნებ, 4-5 წელიწადში შემეძლება პროფესიონალური გუნდი ჩავიბარო და იმის იმედიც მაქვს, რომ შესაძლოა “იუვეშიც” მომიწიოს მუშაობამ.
-რა მიგაჩნიათ “იუვეს” მმართველობაში ყველაზე დიდ შეცდომად?
-ყველაზე დიდი შეცდომა იყო დიდიე დეშამის გუნდიდან გაშვება. ეს ფაქტი არაფრით არ უნდა მომხდარიყო. მე არ ვიცნობ დიდიეს, როგორც მწვრთნელს, მაგრამ ის მოედანზე ერთ-ერთი ლიდერი იყო. მე მის გვერდით პროფესიონალურ ზრდას განვიცდიდი და ასე იყო ყველა მისი თანაგუნდელი. დიდიე დეშამი მიხვდა, რომ კლუბის მმართველობა არ აპირებდა “იუვეს” აყვავებას და წავიდა…
-დაბოლოს, რას ნანობთ “იუვეში” გატარებული წლების განმავლობაში და რა დაგამახსოვრდათ აქ ყველაზე უკეთ?
-ყველაზე დასანანი იყო მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე “მილანის” წინააღმდეგ. სხვა მარცხების მძიმე ასატანი იყო, თუმცა ეს ყველაზე მეტად… აი, ლამაზი მოგონებები კი მართლაც ბევრია. ჩემი პირველი სკუდეტო და იტალიის თასი გუნდთან ერთად. ასევე ჩემპიონთა ლიგა და საერთაშორისო თასი. მარჩელო ლიპის 10 წლიანი მუშაობის დროს ჩვენ ყველაფერი მოვიგეთ ევროპაში, გუნდი მუდმივად იყო ან ფინალში ან ნახევარფინალში, მოგებების სერია განუმეორებლად მეორდებოდა. სეზონის დასაწყისშივე ყველასთვის ნათელი იყო, რომ ჩვენ მოვიგებდით…. “იუვესი” ყველას ეშინოდა და არავის მოსწონდა ეს გუნდი, რადგან ჩვენ ჩემპიონები ვიყავით. დღეს კი ეს ასე აღარ არის. არც ფეხბურთელებში შეინიშნება ის წყურვილი. მე უდიდეს პატივს ვცემ ჯანლუიჯი ბუფონს, მაგრამ, როცა დავინახე ის მილანთან მარცხის შემდეგ გატუზოს რაღაცას ეხუმრებოდა და იცინოდა ნამდვილად არ მომეწონა. მე, როცა მოედანზე გავდიოდი, თვალები სისხლისფრად მიელავდა და ვერავის ველაპარაკებოდი…

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

6
Leave a Reply

avatar
5 Comment threads
1 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
6 Comment authors
maik-leemamuka1313araxozapintu-ricchioOMAR SIVORI Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
maik-lee
იუვენტინო
maik-lee

ერთ-ერთი საუკეთესო იყო მაშინდელ გიჟებში…

araxoza
იუვენტინო
araxoza

ალესიო ყოველთვის მევასებოდა მაგარი კაცი იყო და დღესაც მენატრება :juvee:

pintu-ricchio
იუვენტინო

2008-ში ანდრეა ანიელი არ იყო გუნდის პრეზიდენტი და ალესიო თურმე უკვე ხედავდა მასში იმედს… ;-)
ისე ძაან მაგრად მევასებოდა ეს ფახბურთელი… მართლა მებრძოლი ტიპი იყო, არადა რო შეხედავდი ვიდზე ქალოია მასტი გეგონებოდა… :-)

დეშამის გაშვება მართლა შეცდომა იყო თავის დროზე, მაგრამ კონტეს არანაკლები ხასიათი აქვს… ისე რა ბიჭები იყვნენ გუნდში, შეჭამდნენ აბა რას იზამდნენ ნახევარდაცვაში ხალხს… დილივიო მართლა უნივერსალი იყო და ყველგან თამაშობდა სადაც ეტყოდნენ, რაღაცნაირად დარბოდა, ხელები ქონდა მემგონი მოკლე, და სიმპსონისდაგვარი პრიჩოსკა :-)
ჯიჯის როგორ წაკბინა ალესიომ :-)

OMAR SIVORI
იუვენტინო
OMAR SIVORI

მომკალით და ამ იგროკს ვერასოდეს ვერ აღვიქვამდი….. :no :no

mamuka1313
იუვენტინო
mamuka1313

გულზე ხელი დაიდე და მითხარი რამდენი თამაში გაქ ნანახი ამ კაცის მონაწილეობით….და თუ ბევრი გაქვს და ვერ აღიქვამდი მაშინ დღევანდელ იუვეში არც კიელინი უნდა მოგწონდეს იმიტომ რომ ერთანირი ჯიგარი აქვთ

turini
იუვენტინო
turini

:forza: :up: :up: :forza: :juvee:

x