ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბრწყინვალე 11 – დავიდ ტრეზეგე

მოგესალმებით, ჩვენი ფან-კლუბის წევრებო! პირველ რიგში ყველას მინდა მოგილოცოთ ჩვენი გუნდის ბრწყინვალე სტარტი! მინდა გისურვოთ, რომ მთელი სეზონი ასე გაგრძელებულიყოს და წლის ბოლოს არაერთი თასი აეწიოთ ჩვენს ფეხბურთელებს. ახლა, კი მინდა გადავიდე უშუალოდ სტატიაზე და გასაგები მიზეზების გამო (გუშინ ცოლი მოვიყვანე) სტატიების სერია დროებით შეჩერდა, თუმცა მე, კვლავ აქ ვარ და “ბრწყინვალე 11”-იც გრძელდება. შეიძლება ითქვას კი არ გრძელდება, არამედ დასასრულს უახლოვდება. სულ რაღაც ორი ფეხბურთელი დარჩა, რომ გუნდი საბოლოოდ ჩამოყალიბდეს. წინა სტატიაში სადაც მაურო კამორანეზიზე ვისაუბრეთ, ერთგვარი გამოკითხვა შედგა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო გუნდის თავდასხმის ხაშზი. კომენატრებში უდაო ლიდერე აღმოჩნდა ლეგენდარული ფრანგი თავდამსხმელი დავიდ ტრეზეგე. “იუვეს” ისტორიაში ყველაზე წარმატებული ლეგიონერი, ფეხბურთელი, რომელმაც უამრავ გამარჯვებას მიაღწია შავ-თეთრი მაისურით. მაშ ასე, პირველი თავდამსხმელი “ბრწყინვალე 11-ის” შემადგენლობაში არის ერთადერთი და განუმეორებელი “ტრეზეგოლი”. დავიდ სერხიო ტრეზეგე 1977 წლის 15 ოქტომბერს, საფრანგეთის ქალაქ რუენში დაიბადა. ამჟამად თავდამსხემლი გაერთიანებული საემირატოს კლუბ “ბენიასში” ასპარეზობს. ფეხბურთელი ყველაზე წარმატებული ტურინის “იუვენტუსში” იყო და გუნდის ისტორიაშიც შევიდა. ის გუნდის საუკეთესო ბომბარდირია ლეგიონერებს შორის, მიუხედავად ამისა,  ტრეზეგეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი საფრანგეთის ნაკრებსა და “ევრო 2000-ს” უკავშირდება, სადაც არგენტინული წარმოშობის ფორვარდმა, ოქროს ბურთი შეაგდო იტალიის კარში და თავის ნაკრებს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოუტანა. სანამ ამ ყველაფერზე უფრო დაწვრილებით ვისაუბრებდეთ, გავიხსენოთ “ტრეზეგოლის” ყმაწვილობა და ვნახოთ, თუ საიდან დაიწყო ამ კაშკაშა ვარსკვლავის ამოსვლა. როგორც აღვნიშნეთ დავიდი რუენში დაიბადა. მისი მამა ყოფილი ფეხბურთელი გახლდათ. ხორხე ტრეზეგე ახლა დავიდის აგენტია. კლუბების სიმრავლით ფეხბურთელი ნამდვილად არ გამოირჩევა. საფეხბურთო სამყაროში პირველი ნაბიჯები მან ფრანგული “მონაკოს” რიგებში გადადგა. ამ გუნდის შემადგენლობაში ტრეზეგემ უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ისტორიაში ყველაზე ძლიერი დარტყმით გაიტანა გოლი. ბურთი კარში 135 კილომეტ საათის სიჩქარით გავიდა. დავიდმა გუნდთან ერთად ორჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი და 1998 წელს დასახელებული იყო საფრანგეთის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად. იქ ჩატარებულ 116 მატჩი “ტრეზეგოლმა” 60 გოლი გაიტანა და სახელი გაითქვა, როგორც ძალიან შედეგიანმა ფორვარდმა. მონაკოში გატარებული ორი სეზონის შემდეგ დავიდი “იუვენტუსში” გადაბარგდა. თავისი პირველი სეზონი იტალიურ კლუბში არც ისე დასამახსოვრებელი იყო როგორც მომდევნო. მეორე წელს დავიდმა მართლაც ბრწყინვალედ იასპარეზა და პიაჩეცას ფორვარდ დარიო ჰუბნერთან ერთად ბომბარდირთა ჭიდილის გამარჯვებული აღმოჩნდა. მის ანგარიშზე 24 გატანილი გოლი იყო 34 ჩატარებულ მატჩში. იმ წელს ტრეზეგე გახდა სერია ა-ს საუკეთესო მოთამაშე და ასევე სერია ა-ს საუკეთესო უცხოელი მოთამაშე. დავიდი ყველაზე ახლოს ჩემპიონთა ლიგის ტიტულთან 2003 წელს იმყოფებოდა, თუმცა იმ სამი “იუვენტინოდან” ერთ-ერთი აღმოჩნდა, ვინც ვერ აჯობა დიდას და თერთმეტმეტრიანი დარტყმა გააცუდა. მიუხედავად იმისა, რომ “იუვენტუსმა” 2004-2005 და მომდევნო წლის სკუდეტო მოიპოვა, კლუბი იტალიის საფეხბურთო სკანდალში გაეხვა, რამაც შეძრა მთელი იტალია. “ბებერი სინიორა” მეორე დივიზიონში დააქვეითეს და ის ბევრმა ვარსკვლავმა დატოვა. მათ შორის იყვნენ: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჯანლუკა ზამბროტა, ფაბიო კანავარო, ასევე ტრეზეგეს თანამემამულეები პატრიკ ვიეირა და ლილიან ტურამი. გუნდი დატოვა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომაც. მიუხედავად იმისა, რომ მათ სიაში დავიდ ტრეზეგეს შეყვანასაც ცდილობდნენ ფეხბურთელი გუნდთან ერთად დარჩა, რათა სერია ა-ში დაბრუნებისთვის ებრძოლა. სერია ბ-ში ასპარეზობისას ფეხბურთელს გადაეცა მემორიალური პრიზი, რომელიც ტრეზეგეს “იუვენტუსის” რიგებში 125 გოლის გატანას უკავშირდებოდა. როცა “იუვე” უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდა, ტრეზეგეს გუნდის მმართველობასთან პრობლემები შეექმნა, ფეხბურთელი წასვლას აპირებდა თუმცა 2007 წელს მან კლუბთან კონტრაქტი მაინც გააფორმა. 2007-2008 წელს “ტრეზეგოლმა” გუნდის რიგებში 20 გოლი გაიტანა და ბორბარდირთა სიაში მხოლოდ თავის თანაგუნდელ, ალესანდრო დელ პიეროს ჩამორჩა ერთი გოლით. იმ სეზონში, ორ წლიანი პაუზის შემდეგ “იუვე” ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა. 2009 წელს მიუნხენის “ბაიერნთან” გამართული მატჩი ყველა “იუვენტინოსათვის” გულდასაწყვეტი იყო განცდილი მარცხის გამო ანგარიშით 4-1. თუმცა ამ დღეს მაინც მოხდა ერთი სასიხარულო რამ. ლეგენდარულმა “ტრეზეგოლმა” თავისი 168 გოლი გაიტანა “იუვეს” რიგებში და ბრწყინვალე ომარ სივორის 167 გოლიანი რეკორდი დაამხო. ამის შედეგად ის გახდა საუკეთესო შედეგიანი ლეგიონერი “ბებერ სინიორას რიგებში” 2010 წლის ბოლომდე დავიდმა 171 გოლი გაიტანა და გუნდიც დატოვა. დავიდი 10 წლიანი ტურინული კარიერის შემდეგ ესპანეთის მოკრძალებულ კლუბ “ჰერკულესში” გადავიდა. იქ ტრეზეგემ ვერ იგრძნო თავი კომფორტულად ერთი ჩატარებული სეზონის შემდეგ გუნდი დატოვა და საემირატოს მიაშურა, სადაც ამჟამადაც აგორებს ბურთს.
სანაკრებო კარიერა:
ტრეზეგემ პირველად “მამლების” რიგებში ტიერი ანრისთან, ვილი სანიოლთა და უილიამ გალასთან ერთად 1997 წელს ითამაშა, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში. ხოლო 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დავიდი უკვე “ნამდვილ” მსოფლიო ჩემპიონატზე გაიწვიეს. ის წელი, როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ტრიუმფით დასრულდა. დავიდმა ერთი გოლის გატანაც შეძლო საუდის არაბეთის წინააღმდეგ. 2000 წელს კი ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთელმა მართლა უმთავრესი როლი ითამაშა გუნდის გამარჯვებაში. მან ფინალურ მატჩში, ფრანჩესკო ტოლდოს აუღებელი დაურტყა და საფრანგეთის ტიტულებს ევროპის ჩემპიონატიც მიუმატა. 2008 წლის 26 ივნისს ტრეზეგემ ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა: “საშინელი ევროპის ჩემპიონატი და მწვრთნელის ჩავარდა გახდა ძირითადი მიზეზი ჩემი გადაწყვეტილებისა. მე სულ სხვანაირად ვუყურებ ფეხბურთს, ხოლო საფრანგეთი კი სხვანაირად. “ეურო 2008”-ის ჩავარდნა არაა იმდენად გულდასაწყვეტი, ვიდრე ის, რომ რაიმონ დომენიკი გუნდში რჩება.” განაცხადა ფრანგმა თავდამსხმელმა, რომელი ნაკრებში 34 გოლით ბომბარდირთთა სიაში მე-3 ადგილზე იმყოფება.

ფეხბურთელის მიღწევები:   
მსოფლიოს ჩემპიონი
ევროპის ჩემპიონი
საფრანგეთის ჩემპიონი 2-ჯერ
სერია ა-ს გამარჯვებული 4-ჯერ
სერია ბ-ს გამარჯვებული
იტალიის თასი 2-ჯერ
იტალიის სუპერთასი 1-ხელ
სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი
სერია ა-ს საუკეთესო ლეგიონერი
სერია ა-ს ბომბარდირი

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

6
Leave a Reply

avatar
6 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
6 Comment authors
Dutchmaik-leetsotneგიო დარჯანიაika..juve..10 Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
Dutch
ადმინისტრატორი

juventino4ever

ჩუვაკ არ შეიმჩნიო 13 წლის არის ))

maik-lee
იუვენტინო
maik-lee

ეს და ინძაგი არიან ყველა დროის საუკეთესო ცენტრ ფორვარდები, ამათ მერე მევასება რაული და ნისტერლოი, გერდ მიულერი იყო ეგეთი მაგრამ მაგისი გოლები ცოტა მაქვს ნანახი

tsotne
იუვენტინო
tsotne

გილოცავ ძმა ბედნიერებას გისურვებ !

გიო დარჯანია
მოდერატორი

ყველაზე მეტად :love:

ika..juve..10
იუვენტინო

ტრეზეგეს და დელ პიეროს გოლებზე ვარ გაზრდილი : ))) პესში ყოველთვის ამ ტანდემით ვუტევ. საოცარი თავდასხმელია, კარიერას რომ დაასრულებს ანიელიმ აუცილებლად უნდა მოუწყოს გამოსამშვიდობებელი მატჩი

giorgi
იუვენტინო
giorgi

იუვეს სნაიპერი… მაგარი კაცი…

x