ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბრწყინვალე 11 – ედგარ დავიდსი

ჩვენს მიერ დაწყებული რუბრიკა “ბრწყინვალე 11”, რომელშიც ჩვენ იმ ლეგენდარულ “იუვენტინოებზე” ვსაუბრობთ, რომლებიც გუნდის რიგებში 1990 წლის შემდეგ ჩაირიცხნენ გრძელდება. ვინც ამ რუბრიკას თვალს ყურადღებით ადევნებდა და სტატიებსაც კითხულობდა, ეცოდინება, რომ უკვე ჩამოვაყალიბეთ დაცვის ხაზი. ის  შემდეგნაირად გამოიყურება.
1. პერუცი
7.  პესოტო             21.ტურამი           4.მონტერო       15. ბირინდელი
ვაგრძელებთ სერიას და შემდეგ სტატიებში უკვე ნახევარდაცვის ჩამოყალიბებას ვეცდებით. პირველი ნახევარმცველი, რომლის შესახებაც სტატია იბეჭდება არის ედგარ დავიდსი.
ედგარ სტივენ დავიდსი დაიბადა 1973 წლის 13 მაისს.  ჰოლანდიელი ფეხბურთელი სხვადასხვა დროს გამოდიოდა ისეთ კლუბებში, როგორიცაა “მილანი”, “იუვენტუსი”, “აიაქსი” “ინტერი” “ბარსელონა” “ტოტენჰემი” და კარიერის მიწურულს უკვე “კრისტალ პალასშიც” გაისარჯა. ნახევარმცველი “დრედებითა” და დამცავი სათვალეებით (რომელიც ის თვალის დაავადება- გლაუკომას გამო ატარებდა) მისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე ცნობადი  ფეხბურთელი იყო. ჰოლანდიელი ასევე ერთ-ერთია იმათ შორის ვინც პელეს ფავორიტი იყო მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის. დავიდსი სურინამში დაიბადა აფრიკელი მამისა და ებრაელი დედის ოჯახში.
საკლუბო კარიერა:
მისი პროფესიონალური კარიერა დაიწყო 1991 წელს ამსტერდამის “აიაქსში”. ოფიციალური დებიუტი შედგა ამავე წლის 5 სექტემბს “ვაალვიკის” წინააღმდეგ. ნახევარმცველი გუნდს დაეხმარა 3 “ერედევიზიული” ტიტულის მოპოვებაში. ასევე წარმატებებს მიაღწიე საერთაშორისო ასპარეზზეც. 1992 წელს გუნდთან ერთად მან უეფას თასი მოიგო, ხოლო 1996 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ის თავის მომავალ კლუბ “იუვენტუსს” დაუპირისპირდა და თერთმეტმეტრიანების სერიაში პიველივე დაარტყმა გააცუდა. აიაქსი თამაშის დროს, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა დავიდსს მეტსახელი “პიტბული” შეარქვა, ნახევარდაცვაში მისი ხისტი და დაუნდობელი თამაშის გამო.
1996 წელს დავიდსი იტალიაში მიეშურება და “მილანის” ფეხბურთელი ხდება. ფეხბურთელის კარიერა არ განვითარდა ისე, როგორც მას სურდა და ედგარი იძულებული გახდა კლუბი შეეცვალა. სწორედ ამგვარად აღმოჩნდა ის ტურინის “იუვენტუსში” სულ, რაღაც 5.3 მილიონ ევროდ. კლუბში, რომელშიც მან ყველაზე მეტი და ლამაზი წელი გაატარა, იქცა გუნდის ერთპიროვნულ ლიდერად ნახევარდაცვაში და თავისი ენთუზიაზმით, ბრწყინვალე მაგალითს აძლევდა ყველა ფეხბურთელს. დავიდსმა დიდი წვლილი შეიტანა გუნდის წარმატებაში და ტურინულ გრანდთან ერთად სამი სკუდეტოს მოგებაც მოახერხა. ფეხბურთელის შესახებ “იუვეს” მთავარი მწვრთნელი ამბობდა: “ის ჩემი გუნდის ერთკაციანი სამანქანო განყოფილებაა”… 2001 წლის 17 მაისს ედგარ დავიდსმა დისკვალიფიკაცია მიიღო, მან ვერ შეძლო დოპინგ ტესტის ჩაბარება და შედეგად აეკრძალა ფეხბურთის თამაში. ეჭვი გამოიწვია იმან, რომ 2002-2003 წლის გათამაშებაში ჩემპიონთა ლიგაზე მან 15 მატჩი ისე გამართა, რომ ყველა მატჩი დაუღლელი იყო და მუშაობდა, როგორც დაცვაში ასევე თავდასხმაშიც შეტევების სულისჩამდგმელი იყო. 2004 წლის იანვარში დავიდსმა დატოვა ტურინული გრანდი და კატალონიურ “ბარსელონაში” გადავიდა არენდის წესით. მაშინ, როცა ის კლუბს შეურთდა “ბარსა” არ იყო ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ. გუნდი სატურნირო ცხრილის შუაში იმყოფებოდა და რაიკაარდი ყველაფერს ცდილობდა, რომ გუნდს წარმატებისთვის მიეღწია. დავიდსმა მართლაც “სულზე მიუსწრო” გუნდს, მისი მისვლის შემდეგ ნახევარდაცვაში ბევრი რამ დალაგდა და ის სეზონი კლუბმა მეორე ადგილზე დაასრულა. შემდეგ სეზონში კი უკვე დავიდსი და “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონებიც გახდნენ. 2004 წლის ზაფხულში დავიდსი კვლავ იტალიაში დაბრუნდა ამჯერად “ნერაძურის” შემადგენლობაში. მას “ინტერთან” სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებდა, თუმცა მომდევნო სეზონშივე ის ნისლიან ალბიონზე გაემგზავრა და “ტოტენჰემ ჰოტსპურის” რიგებში ჩაირიცხა. დავიდსი, როგორც ყველგან აქაც ქარიზმატული ფეხბურთელი იყო და გულშემატკივრების სიყვარული სწრაფადვე დაიმსახურა. ედგარმა აქ ორი სეზონი დაჰყო და გასამგზავრებლად მოემზადა… ის სამშობლოში მიემგაზვრებოდა… მშობლიური კლუბი ელოდა “უძღები შვილის” დაბრუნებას…
2007 წლის 28 იანვარს დავიდსმა მეორედ მოაწერა ხელი კონტრაქტს და “აიაქსის” რიგებში ჩაირიცხა. პირველივე მატჩი მან “აიაქსის” “დაუძინებელ მტერთან” “ფეინოორდთან” ჩაატარა. მან მეორედ დაამტკიცა თავისი ღირებულება ამსტერდამული კლუბისთვის და ნახევარდაცვის წამყვან ფიგურად იქცა. ამავე სეზონში ბედისწერამ ედგარს თავისი შეცდომის გამოსწორების უფლება დართო, თუმცა უკვე შედარებით ნაკლებად პრესტიჟულ გათამაშებაში… მან ჰოლანდიის თასის ფინალში, თერთმეტმეტრიანების სერიაში გადამწყვეტი დარტყმა იდეალურად შეასრულა და თასიც ამსტერდამელებს დარჩათ. 2008 წლის მოსამზადებელ მატჩში დავიდსმა ფეხი მოიტეხა და 3 თვე უქმობა მოუწია. ამის შემდეგ მან განაცხადა, რომ კლუბის დატოვებას აპირებდა მას შემდეგ რაც მისი კონტრაქტი ამოიწურებოდა… 2010 წლის 20 აგვისტოს ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა კრისტალ პალასთან შეთანხმება დადო, კონტრაქტი უცნაური იყო… დავიდს გადაუხდიდნენ იმის მიხედვით თუ, როგორ ითამაშებდა ის… 2010 წლის 8 ნოემბერს დავიდსმა ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და კლუბს შემდეგი სიტყვებით დაემშვიდობა: “დიდი მადლობა ყველაფრისათვის, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამოცდილება იყო…” 2011 წელს ის კვლავ “აიაქსი” დაბრუნდა, ოღონდ უკვე, კლუბის მენეჯმენტში დასაქმდა.
სანაკრებო კარიერა:
ჰოლანდიელი ფეხბურთელი ნაკრებშიც საკმაოდ სკანდალურობით გამოირჩეოდა. მისი სანაკრებო დებიუტი 1994 წელს შედგა. მიუხედავად ხანგძლივი სანაკრებო კარიერისა მას “ნარინჯისფრებთან” ერთად რაიმე დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევია. 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე ის ჰიდინკმა ნაკრებიდან გააძევა. მიზეზი დავიდსის უხამსი რადიო კომენტარი იყო: “ჰიდინკს ვურჩევდი თავი დაანებოს ფეხბურთელების უკანალში თავის შეყოფას… მიუხედავად ამისა, “პიტბული” 1998 წლის მუნდიალზეც გამოიძახა გუუს ჰიდინკმა. დავიდსის ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი სწორედ ამ ტურნირზე შედგა. მან იუგოსლავიელბის წინააღმდეგ ბოლო წუთზე გადამწყვეტი გოლი გაიტანა რითაც ნაკრები შემდეგ ეტაპზე გავიდა და მსოფლიოს პირველობა მე-4 ადგილზე დაასრულა. დავიდსი ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში შევიდა… 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელად მარკო ვან ბასტენი დაინიშნა, მან დავიდსი ნაკრების კაპიტნად აირჩია. თუმცა ამ დროს ნახევარმცველი მილანის “ინტერში” სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო, ნაკრების ძირითადშიც კარგავს ადგილს და შესაბამისად კაპიტნობას. 2006 წლის მუნდიალის წინ დავიდსი კვლავ გამოიძახეს ნაკრებში, ოღონდ უკვე გუნდის რიგით წევრად, თუმცა მისი თამაშით უკმაყოფილო მწვრთნელმა ფეხბურთელი ნაკრებიდან კვლავ დაითხოვა.
მიღწვები: (აიაქსი)
ჰოლანდიის ჩემპიონი 3-ჯერ
ჰოლანდიის თასი 2-ჯერ
ჩემპიონთა ლიგა 1-ჯერ
უეფას თასი 1-ჯერ

უეფას სუპერ თასი 1-ჯერ
კონტინენტთაშორისო თასი 1-ჯერ
(იუვენტუსი):
სერია ა 3-ჯერ
სუპერთასი 2-ჯერ
ინტერტოტოს თასი 1-ჯერ

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

14
Leave a Reply

avatar
11 Comment threads
3 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
10 Comment authors
tsotneDutchjuventino4everDavidsalbertoaquilani Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
tsotne
იუვენტინო
tsotne

კაცი რომელმაც იუვენტუსი აღმომაჩენია !!! დიდი მადლობა ედგარს რომ მე დღეს იუვენტინო ვარ :forza:

Dutch
ადმინისტრატორი

:up: დიდი მადლობა ავტორს

Davids
იუვენტინო
Davids

http://www.youtube.com/watch?v=U4VjKWY3hLE

ეს გოლი ედგარის ერთ-ერთი შედევრია

Davids
იუვენტინო
Davids

პიტბული..მონსტრი..პირანია….დიიიდი ედგარი.ამ კაცზე რომ ვილაპარაკო ალბათ ჩემით ვერ გავჩერდები

OMAR SIVORI
იუვენტინო
OMAR SIVORI

ოქროს 11
1 ჯანპიერო კომბი
2. ჯანპიერო ბონიპერტი
3. ომარ სივორი
4. ჯონ ჩარლზი
5. გაეტანო შირეა
6. მიშელ პლატინი
7. ზბიგნევ ბონეკი
8. რობერტო ბაჯო
9. პაველ ნედვედი
10. ჯიჯი ბუფონი
11. ალექს დელ პიერო

albertoaquilani
იუვენტინო

აი ეს კაცი ისევ მოჯის სიდიადეს მახსენებს რა ფეხბურთელი გადმოვიყვანეთ 5 მილიონად როცა მანამდე მილანმა აიაქსს ოთხჯერ მეტი გადაუხადა ამაში…… უმაგრესი იყო დავიდსი ერთ-ერთი იმათგანია რომლთა მსგავსებიც საფეხბურთო სამყაროს ვეღარ ეყოლებათ… უძლიერესი იყო ჩვენი პიტბულა… :forza: :forza:

OMAR SIVORI
იუვენტინო
OMAR SIVORI

პიტ-ბული რეალურად იუვეს გიჟი იგროკი იყო სესანიშნავი გაგებით-კაცი ბოლომდე ბრძოლის განსხიერება-ბრავოოოოოოოო!! :juvee: :juvee:

Khubu
იუვენტინო
Khubu

ამის გამო დავიწყე თავის დროზე იუვეს ბალეშიკობა..)) :love: :up:

გიო დარჯანია
მოდერატორი

აუ რა კაცია პიტბული :love: ძალიან ძლიერი ნახევარმცველი..

thepompeusi
იუვენტინო
thepompeusi

ვგიჟდები ამ კაცზე ძAლიან მიყავრს პატარა რომ ვიყავი ამის გამო ვუყურებდი იუვეს თამაშებს სიმართლე რომ გითხრათ ამან შემაყვარა იუვე!!!

LASHAJUVENTINO
იუვენტინო

აი ეს იყო იუვეს დონის უძლიერესი სუპერ ფეხბურთელი რა

x