ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბრწყინვალე 11 – ლილიან ტურამი

რუბი ლილიან ტურამ ულიენი დაიბადა 1972 წლის 1 იანვარს. ის საფრანგეთის ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით, ერთ-ერთი ლიდერია. ასევე იმ ოცი ფეხბურთელის სიაშია, რომლებმაც ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარეს კარიერის განმავლობაში. მან საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში, საერთო ჯამში 15 სეზონი გაატარა. მან “მამლებთან” ერთად მოიგო 1998 წლის მსოფლიო და 2000 წლის ევროპის ჩემპიონატი. მას ეკუთვნის რეკორდი ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებული მატჩების მიხედვით. ტურამის ანგარიშზე 16 მატჩია.
საკლუბო კარიერა: მონაკო
თავისი საკლუბო კარიერა ლილიანმა მონაკოში დაიწყო 1991 წლის. პირველ სეზონში მან 1 მატჩი ჩაატარა, თუმცა ოფიციალურად ირიცხებოდა მონაკოს პირველ გუნდში. მეორე სეზონში უკვე 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ფეხბურთელი თანდათან მონაკოს ძირითადი შემადგენლობისაკენ მიიწევდა და 1996, სანამ პარმაში გადაბარგდებოდა საერთო ჯამში 155 მატჩი ჰქონდა ჩატარებული მონაკოს რიგებში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი რაც მონაკოში ასპარეზობისას მოხდა იყო სანაკრებო დებიუტი, 1994 წელს.
პარმა:
1996 წლის 1 ივლისს მცველი იტალიაში გაემგზავრა და “პარმას” რიგებში ჩაირიცხა. ის გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა და პირველივე სეზონში 40 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ტურამი გუნდის უცვლელი წევრი იყო და სერია ა-ში უკვე 165 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, ხოლო ყველა ტურნირზე “პარმას” გულშემატკივრების წინაშე სულ 200-ჯერ წარსდგა. 1998-1999 სეზონში კლუბთან ერთად უეფას თასიც მოიგო, მაშინ “პარმაში” მასთან ერთად გამოდიოდნენ მომავალი “ბიანკონერები”: ჯანლუიჯი ბუფონი და ფაბიო კანავარო. 2000-2001 სეზონში ლილიან ტურამი და ჯანლუიჯი ბუფონი ტოვებენ “პარმას” შემადგენლობას და კარიერას ტურინში აგრძელებენ. ტრანსფერი იუვეს 22 მილიონი ევრო დაუჯდა.
იუვენტუსი:
როდესაც ლილიანი იუვენტუსში მოვიდა, “ბიანკონერების” მთავარი მწვრთნელი, ლეგენდარული მარჩელო ლიპი გახლდათ. იტალიელ სპეციალისტს უკვე ძალიან ძლიერი შემადგნელობა ჩამოეყალიბებინა, მართლაც, რომ უძლიერესი დაცვის ხაზით. ტურამი თავისი 5 წლიანი ტურინული კარიერის განმავლობაში თამაშობდა ისეთი მცველების გვერდით, როგორიცაა პაოლო მონტერო, მარკ იულიანო, ჯანლუკა ზამბროტა, ფაბიო კანავარო, ჯორჯო კელინი, ჯონათან ძებინა და სხვა. “იუვეს” ყავდა ყველაზე ძვირფასი და ამავდროულად ყველაზე ძლიერი დაცვა მთელს მსოფლიოში. 5 წლიანი კარიერა იტალიურ გრანდში ბრწყინვალების დიადემით იყო მოცული, ტურამს უკვე 200 მატჩი ჰქონდა ჩატარებული და ორი გოლი გატანილი “იუვეს” რიგებში. 2006 წელს იტალიურ ფეხბურთში აგორებული სკანდალის შედეგად იუვე ბევრმა ვარსკვლავმა და სიმბოლომ დატოვა. მათ შორის იყო ლილიან ტურამიც. ის კატალონიურ “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდა.
ბარსელონა:
2006 წლის 24 ივლისს ტურამი “პრიმერა დივიზიონში” გადავიდა. ტრანსფერი “ბარსსას” 5 მილიონი ევრო დაუჯდა. ტურამმა “ბარსელონაში” ორი სეზონი გაატარა. და იძულებული გახდა კარიერა დაესრულებინა ჯანმრთელობის გაუარესების გამო. ტურამის გულის პრობლემები შეექმნა, რაც ძმის გარდაცვალებით იყო გამოწვეული…
სანაკრებო კარიერა:
1998 წლის ტრიუმფის შემდეგ ლილიან ტურამი საფრანგეთის ნაკრების განუყოფელი ნაწილი გახდა და ევრო 2000-ის გამარჯვებაში თავისი დიდი წვლილი შეიტანა. ის ასევე გამოდიოდა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და 2008 წლამდე ჩატარებულ ყველა საერთაშორისო, სანაკრებო ტურნირებზე. ტურამმა ნაკრებში 2 გოლი გაიტანა და ორივე ერთ თამაშში. ეს იყო 1998 წლის მუნდიალის ნახევარფინალი ხორვატიის წინააღმდეგ. საფრანგეთმა ის მატჩი 2-1 მოიგო. მაშინ ლილიანი, ლორან ბლანთან, ბიქსენ ლიზარაზუსა და მარსელ დესაისთან ერთად თამაშობდა დაცვის ხაზში. ის  ჩემპიონატის მესამე ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად დასახელდა.
2006 წელს რაიმონდ დომენიკმა ნაკრებიდან წასული ლილიან ტურამი და “ოქროს თაობის” სხვა ფეხბურთელები: ზინედინ ზიდანი და კლოდ მაკელელე ნაკრებში დააბრუნა. ამ ტურნირზე ტურამმა გადაუსწრო დესაის ნაკრებში ჩატარებული მატჩების მიხედვით. პორტუგალიასთან გამართულ ნახევარფინალურ მატჩში ფრანგი მცველი დღის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე ლილიანი გამოვიდა რუმენელებთან წინააღმდეგ მატჩში და ჩაატარა მე-15 მატჩი ევროპის ჩემპიონატზე, მან ასევე 16 მატჩიც გამართა და ეს შედეგი რეკორდული აღმოჩნდა. თუმცა რამდენიმე დღეში ვან დერ საარმა შეძლო ამ შედეგის განმეორება. ლილიანმა კარიერის დასრულების შესახებ ინფორმაცია 2008 წლის, 17 ივნისს გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც საფრანგეთი იტალიის ნაკრებთან 2-0 დამარცხდა.
საკლუბო მიღწევები:
საფრანგეთის თასი 1991
იტალიის თასი (პარმა)
იტალიის სუპერთასი (პარმა)
უეფას თასი (პარმა)
სერია ა 3-ჯერ (იუვენტუსი)
იტალიის სუპერთასი (იუვე)
ესპანეთის თასი (ბარსა)
სანაკრებო მიღწევები:
მსოფლიოს ჩემპიონი 1998 წელი
II ადგილი მსოფლიოზე 2006 წელი
ევროპის ჩემპიონი 2000 წელი
კონფედერაციის თასი 2003 წელი
პირადი მიღწევები:
guerin d’oro 1997
ბრინჯაოს ბურთი 1998
მსოფლიოს სიმბოლური ნაკრები 1998; 2006
ევროპის სიმბოლური ნაკრები: 2000 წ
ფიფა 100: 2004 წ

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

8
Leave a Reply

avatar
8 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
8 Comment authors
7uPNEDVEDA11..Juve FCJuvent1nobobo-92 Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
7uP
იუვენტინო
7uP

ძალიან მიყვარდა ეს კაცი. სახო კიდე ტურამს მაგონებს. ძალიან მინდა ჯუვეში რო ვნახო სახო (( მაგრამ პსჯ_ს ფული არ უჩირს და არამგონია კაპიტანმა დატოვოს პარიზი :euf:

NEDVEDA11..
იუვენტინო

ჩემი უსაყავრლესი მცველი :love: :love:

მამადუ სახო იყიდონ, მეორე ტურამი იქნება :boli:
გიჟკაცაა :up:

Juve FC
იუვენტინო

ერთ ერთი უძლიერესი მცველი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში! მაგრად გამიტყდა ამის და ძამბროტას წასვლა :loool:

Juvent1no
იუვენტინო
Juvent1no

ძაან მაგარი მცველი მაგრადაც მევასებოდა მაგრამ მოღალატეეებს ვერ ვიტან ! ! !

bobo-92
სტუმარი
bobo-92

მაგარი კაცი კი არა მიღალატეა,ეს არ იყო რო სერია B სჰი მიატოვა გუნდი . წავიდეს ამისს :blin: :blin: :blin: :blin: :blin: :blin: :blin: :mad: :mad: :mad:

გიო დარჯანია
მოდერატორი

gio_juventino

აუ ლეგენდებს ვერ იტან ვინ გიყვარს შენ ტოო..მერე რა რო ბარსაში წავიდა..

ოქრო, ლეგენდა ხარ ტიურამ :kiss:

gio_juventino
იუვენტინო

ვერ ვიტან ამას და იმ ფეხბურთელებს ვინც დაგვტოვა სერია ბე ში რო გადავვარდით 1 წელი რომ გაეწირატ იუვესთვის დღეს მინიმუმ 2 ჯერ მოვიგებდით ჩემპ ლიგას და ბარსელონას პარპაში არ იქნებოდა

flip flap
იუვენტინო
flip flap

ოოოოოოოო კაცი ლეგენდა :love:

x