ForzaJuve.Ge

ბრწყინვალე 11 – პაველ ნედვედი

იმ ლეგენდარული ფეხბურთელების სიაში, რომლებიც “იუვენტუსში” 90-იანი წლებიდან გამოდიოდნენ და დღეს გუნდში აღარ ირიცხებიან შეუძლებელია არ შევიდეს ისეთი კაშკაშა ვარსკვლვავი, თავისი დროის შემადგნელობის უდავო ლიდერი და “იუვენტუსის” უამრავი ტრიუმფი სიმბოლო, პაველ ნედვედი. ჩეხი ფეხბურთელი ერთ-ერთი გამორჩეული იყო თავისი ასპარეზობისას გუნდში და ნებისმიერ “ტიფოზიზე” წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. სანამ უშუალოდ ფეხბურთელის ბიოგრაფიის გახსენებას შევუდგებით, კიდევ ერთხელ გადავავლოთ “ბრწყინვალე 11”-ის შემადგენლობას თვალი.როგორც ხედავთ, გუნდი 4-4-2 ფორმაციით თამაშობს. დაცვის ხაზი შემდეგნაირად გამოიყურება: მარცხნივ ალესანდრო ბირინდელი, დაცვის ცენტრში პაოლო მონტერო და ლილიან ტურამი თამაშობენ, ხოლო მარჯვენა ფლანგზე ჯანლუკა პესოტოა განთავსებული. ჯერ-ჯერობით სრულად არ ჩამოყალიბებულა გუნდის ნახევარდაცვა და თავდასხმა. როგორც სქემის მიხედვით ხედავთ, ნახევარდაცვის ცენტრში განლაგებული არიან ედგარ დავიდსი და ალესიო ტაკინარდი. ხოლო ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე პაველ ნედვედი, რომლის შესახებაც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ…
პაველ ნედვედი დაიბადა ჩეხეთში, 1972 წლის 30 აგვისტოს. ის ახლადჩამოყალიბებული ჩეხეთის რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრების ერთპიროვნული ლიდერი იყო და მოახერხა უამრავი ტიტულის მოგება რომაულ “ლაციოსთან” და შემდეგში უკვე ტურინის “იუვენტუსთან” ერთად. ის არის ასევე უეფას “თასების თასის” უკანასკნელი გათამაშების გამარჯვებული.  თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი 2003 წელს დააჯილდოვეს ყველაზე პრესტიჟული პერსონალური ტიტულით – ოქროს ბურთით. ნედვედი აღმოჩნდა მეორე ჩეხი ფეხბურთელი ვინც ეს ტიტული მოიპოვა ჩეხოსლოვაკიის დანგრევის შემდეგ. მას ორჯერ გადაეცა “ოქროს ბუცის” ტიტულიც. ჩეხი ფეხბურთელი იყო ერთ-ერთი ძირითადი ფიგურა “ევრო 96”-ის გათამაშების დროს, როცა ჩეხეთის ეროვნული ნაკრები გათამაშების ფინალში გავიდა. შემდეგში ნედვედი ნაკრების კაპიტნადაც იყო არჩეული და ამ საპატიო სამკლავურით უამრავჯერ გაუძღვა ეროვნულ ნაკრებს მინდორზე. ნედვედი ცნობილი ხდებოდა თავისი უშრეტი ენერგიითა და თავდაუზოგავი დრიბლინგით, ასევე გოლის გატანის ბრწყინვალე უნარი ეხმარებოდა ფეხბურთელს თანდათან დაეპყრო მსოფლიო ფეხბურთი.  2008-2009 საფეხბურთო სეზონის შემდეგ ნედვემდა წერტილი დაუსვა თავის 19 წლიან კარიერას, რომლის განმავლობაშიც მან 664 საკლუბო მატჩი ჩაატრა და 146 გოლი გაიტანა, ჩეხეთის ნაკრებში კი 91-ჯერ იყო გამოძახებული და მის ანგარიშზე 18 გოლია.
საკლუბო კარიერა:
ჩეხეთის ქალაქ სკალნასთან მახლობლად დაბადებულმა ფეხბურთელმა თავისი კარიერა მშობლიურ ჩეხოსლოვაკიაში დაიწყო. მისი პირველი კლუბი ადგილობრივი “ტატრან სკალნა” იყო, მომავალი “ბიანკონერი” მაშინ სულ რაღაც 5 წლის იყო ხოლო ეს შორეულ 1977 წელს ხდებოდა… ნედვედმა მრავალი ჩეხური კლუბი მოიარა მანამ სანამ იტალიას მიაშურებდა. მათ შორის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ასპარეზობა პრაღის “სპარტაში”, რადგან სწორედ აქ მოიპოვა პაველმა პირველი ტიტული და გახდა ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონი. პრაღაშივე მოიგო ნედვედმა ჩეხოსლოვაკიის თასი და 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ ჩეხი ნახევარმცველი მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებებს ჰოლანდიურ “პეესვესთან” აწარმოებდა, იტალიის დედაქალის კლუბ “ლაციოში” ჩაირიცხა. 1996 წლის 7 სექტემბერს პაველ ნედვედმა პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა “ლაციალეს” რიგებში.  ნახევარმცველი გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად იქცა და გუნდს დაეხმარა იტალიის თასის მოგებაში, ასევე დიდი წვლილი შეიტანა “თასების თასის” უკანასკნელი გათამაშების მოგებაში და ამ ტურნირის ბოლო გოლიც სწორედ ჩეხის ანგარიშზეა. ამ ტიტულების გარდა,  პაველ ნედვედმა რომალ კლუბთან ერთად 2 იტალიის სუპერთასი და ერთი სკუდეტო მოიგო. პაველი გუნდს უეფას თასის ფინალში გასვლაშიც დაეხმარა, სულ გუნდთან ერთად მან 206 მატჩი ჩაატარა და 54 გოლის გატანა შეძლო. მას შემდეგ რაც დედაქალაქურ კლუბში ნედვედმა 5 სეზონი დაჰყო, ის ტურინის “იუვენტუსის” რადარზე აღმოჩნდა. ტურინული გრანდი ლეგენდარული ზინედინ ზიდანის შემცვლელს ეძებდა, მისი პოვნა კი იოლი ნამდვილად არ იყო. “ბიანკონერებმა” ასეთად სწორედ პაველ ნედვედი მიიჩნიეს და 2001 წლის ზაფხულში ჩეხი ფეხბურთელი 41 მილიონ ევროდ მოვიდა გუნდის შემადგენლობაში. 2001-2002 და მომდევნო სეზონში “იუვემ” სკუდეტოს მოგება შეძლო და ნედვედიც თანდათან ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ყალიბდებოდა.  ის იყო სულისჩამდგმელი   “იუვენტუსისა”, რომელმაც 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააღწია, თუმცა ფინალი ნედვედისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა… ის ყვითელი ბარათების დაგროვების გამო დისკვალფიცირებულ იქნა და იძულებული გახდა ფინალი გამოეტოვებინა. მას ნახევარფინალში მადრიდის რეალის ფეხბურთელის სტივ მაკმანამანის წინააღმდეგ უხეშობა არ ეპატია.  იტალიაში მომხდარი კალჩოპოლის სკანდალის შემდეგ ნედვედის ბედი გაურკვეველი რჩებოდა. მის ირგვლივ უამრავი ჭორი დადიოდა, რომ ფეხბურთელი კლუბს დატოვებდა, თუმცა მან საბოლოოდ დაუსვა წერტილი ამ ჭორებს, როცა განაცხადა, რომ რჩებოდა “იუვენტუსში”, რათა კლუბს დახმარებოდა ძველი დიდების დაბრუნებაში. ნედვედმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. რითაც ფეხბურთის მესვეურებს გაუჩინა ეჭვი, რომ პაველი საფეხბურთო კარიერას ასრულებდა, თუმცა სეზონის მართლაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა და კლუბის სამმა ლეგენდამ, დავიდ ტრეზეგემ ალესანდრო დელ პიერომ და პაველ ნედვედმა საერთო ჯამში 47 გოლი გაიტანეს 82 ტურინული გოლიდან. რითაც გუნდმა სერია ბ მოიგო და უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდა. შემდეგ სეზონშიც ნედვედი “იუვენტუსის” ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო, თუმცა პრესა არც თუ ისე კარგი ჰქონდა, ჟურნალისტების წნეხი მას შემდეგ გაძლიერდა, როცა პაველმა მილანის “ინტერის” ლეგენდარულ ნახევარმცველს ლუიშ ფიგუს უხეში ვარდნით ფეხი მოტეხა. ჩეხი ფეხბურთელი უკავშირებდნენ იაპონურ კლუბს და ყველას ეგონა, რომ პაველი კარიერას “ამომავალი მზის” ქვეყანაში გააგრძელებდა, მაგრამ 2008-2009 სეზონის მიწურულს მან “იუვენტუსთან” კიდევ ერთ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ბოლო ტურინული სეზონი ნედვედმა ღირსეულად ჩაატარა, მან მიიღო ტრავმა ჩემპიონთა ლიგის მერვედ ფინალში ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ მატჩში და ეს აღმოჩნდა მისი ბოლო მატჩი ევროთასებზე. პაველმა უკანასკნელი შეხვედრა თავისი ყოფილი გუნდის ლაციოს წინააღმდეგ ჩაატარა და ის მართლაც დამსახურებულად გააცილეს დიდი ფეხბურთიდან. იმ მატჩში ნედვედი კაპიტნის სამკლაურით გამოვიდა და თავი საგოლე პასით გამოიჩინა. ნედვედი მატჩის დამთავრებამდე გავიდა მოედნიდან და ორივე კლუბის გულშემატკივარმა ის ფეხზე ადგომით და მხურვალე ოვაციით გააცილა. მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებმა ნედვედს ცოცხალი “ღირსების კორიდორი” მოუწყვეს, რომელშიც ჭეშმარიტმა “ბიანკონერომ” დამსახურებული სიამაყით გაიარა. “იუვენტუსის” კიდევ ერთმა ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ კი მას სამახსოვრო მაისური გადასცა… ლეგენდარული პაველი დღესდღეობით ტურინის “იუვენტუსის” სამეთაურო ბანაკში გადავიდა და იქ აგრძელებს საყვარელი კლუბისადმი სამსახურს.

მიღწევები:
(სპარტა პრაღა)

ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონი
ჩეხოსლოვაკიის თასი
ჩეხოსლოვაკიის გამბრუნუს ლიგა
(ლაციო)
სერია ა
იტალიის თასი
იტალიის სუპერ თასი
თასების თასი
უეფას თასის ფინალისტი
უეფას სუპერთასი
(იუვენტუსი)
სერია ა 4-ჯერ
იტალიის თასი 2-ჯერ
სერია ბ 1-ჯერ
ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი
პირადი მიღწევები:
ჩეხეთის რესპუბლიკის ოქროს ბურთი 6-ჯერ
ჩეხეთის წლის მოთამაშე 1-ჯერ
სერია ა-ს საკეთესო მოთამაშე 1-ჯერ
სერია ა-ს საუკეთესო უცხოელი მოთამაშე 1-ჯერ
ოქროს ბურთი 1-ჯერ
ოქროს ბუცი 1-ჯერ
უეფას წლის გუნდის წევრი
ფიფა 100

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

21
Leave a Reply

avatar
12 Comment threads
9 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
13 Comment authors
Vladdavid_davidimereliika..juve..10irakli boku Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
Vlad
იუვენტინო

ხოდა ნედვედი ვისაც მოგწონდათ და გულშემატკივრობდით, სულ მალე მაგის წიგნსაც დავდებ… კარგი წასაკითხია …

david_david
იუვენტინო
david_david

რაღაც გული ჩამეწვა,ასე არცერთ ლეგენდაზე არ მომსვლია,ნედვედი ყველასგან განსხვავებული იყო ჯიგრით და მონდომებით,რეალთან რომ გააყვითლეს მაშინ მეგონა ცხოვრება დამთავრდა,აცრემლებულმა რომ დაიჩოქა

imereli
იუვენტინო

ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი იუვენტინო,კაცი ლეგენდა !….ყველაფერი კარგი,მაგრამ ამ გუნდში ფერარას ადგილი რატომ არ მიძებნა? რომელ მცველზე ნაკლები ლეგენდა იყო???გული მწყდება მაგრად…

ika..juve..10
იუვენტინო

ვა რა კაციიი :love: მიყვარს პაველა… მეამაყება რო იუვენტუსში თამაშობდა.

ჩემთვის ეს ადამიანი სასწაულია. სხვას არავის შეუძლია 28 წლის გადავიდეს იუვენტუსში და ამხელა პატივისცემა მოიპოვოს, და გუნდის ლეგენდებში ჩაეწეროს.. ამ ადამიანმა ეს მოახერხა!!!

irakli boku
იუვენტინო
irakli boku

ძალიან გულდასმიტ ვკიტხულობ ყველას და მსიამოვნებს ჩემ საყვარელ გუნდში ასეთი Pეხბურტელები რო ტამაშობდნენ,,,, გაიხარე კარგია სტატიაა

Juve FC
იუვენტინო

უძლიერესი :juventus:

საბა შიოშვილი
იუვენტინო

აცადეთ მწერალს მუშაობა !!! ეს იყო მისი ძალიან კარგი იდეა !!! და ვინც ჩაწერა ნამდვილად იმსახურებს თამაშს და თქვენი უაზრო კრიტიკა კიდე თქვენთვის შეინახეთ ! … აქ 11 კაცზეა საუბარი და 90 წლებიდან ვინც თამაშობდა და აღარ თამაშობს … თქვენ კიდე იმ ხალხს ქექავთ ისტორიიდან ვინც ფეხბურთს ქვით თამაშობდა …

წაიკითხეთ მაინც სტატია და მერე დადეთ ეს კომენტარები რა არი ვერ გავიგე რა :|

OMAR SIVORI
იუვენტინო
OMAR SIVORI

ჯერ ეს ერთი არავინ უშლის მწერალს მუშაობას, მეორეს ერთი არაფერს ვქექავთ, არამედ ვიცით ბიანკონერის ისტორია მეტ-ნაკლებად ბევრისგან განსხვავებით, მესამეც არანაირი უაზრო კრიტიკა და საერთოდ კრიტიკა არ ყოფილა, მეოთხეც დაიდო რაღაც ინფო და პირადად მე ჩემებური ინტერპრეტცია გავაკეთე-ვისაც არ მოწონს არ მიაქციოს ყურადღება, დარწმუნებული ვარ რიგი იუვენტინოსთვის ბევრმა ახალმა სახელმა გაიჟღერა და შესაძლოა დაინტერესდეს უფრო ღრმად გაეცნოს გუნდის ისტორიას;
თხოვნა მაქვს-ვცეთ ერთმანეთს პატივი და კორექტულნი ვიყოთ.

Dutch
ადმინისტრატორი

MeMBeR

საბა დამშვიდდი , რა დღეში გაქვს ნერვები

საბა შიოშვილი
იუვენტინო

შენ არავინ არაფერს გეუბნება, საერთოდ შენი კომენტარი არც წამიკითხავს …


დათკა

აბა როგორ ტო ამდენი სტატიაა ვითმენ სტატიაა არ ააქვთ წაკითხული უკვე რაღაც უაზრო კომენტარები წერია … :|

საბა შიოშვილი
იუვენტინო

ავტორ … 1-ჯერ კი არა 1-ხელ ! შეასწორე

NEDVEDA11..
იუვენტინო

შენ აკეთებ ამ გუნდს თუ სადმე ნახე ?

მიკვირს რო ბუფონს პერუცი ამჯობინე : )

საბა შიოშვილი
იუვენტინო

ვინც აღარ თამაშობსო … ჯერ უნდა წაიკითხო სტატია და მერე უნდა დაწერო კომენტარი :loool:

NEDVEDA11..
იუვენტინო

უი, პირველი აბზაცია არ წამიკითხავს. სწორი შენიშვნაა, მარა ცოტა აგრესიულად გამოგივიდა :givi: :juvee:

საბა შიოშვილი
იუვენტინო

:kiss: :kiss: :kiss:

bero-juve10
იუვენტინო

მარჯვენა მხარეს უეჭველი კამორანეზი იქნება თავდასხმაში კი ტრეზეგე, დელ პიერო არადა აქედან სიმბოლურ იუვეში მხოლოდ ნედვედი და დელ პიერო არიან
აი იუვეს ყველა დროის საუკეთესო ნაკრები გაფართოებული შემადგენლობა
მეკარეები: დინო ძოფი, ჯანლუიჯი ბუფონი, გამპიერო კომბი.
მცველები: ჩირო ფერარა, ანტონიო კაბრინი, გაეტანო შირეა, კლაუდიო
ჯენტილე, ალესანდრო სალვადორე, ვირჯინიო როზეტა, ანტონელო კუკურედუ, კარლო პაროლა, ჯუზეპე ფურინო, ალფრედო ფონი.
ნახევარ მცველები: მარკო ტარდელი, პაველ ნედვედი, რობერტო ბაჯო, ფრანკო კაუზიო, ანტონიო კონტე, მიშელ პლატინი, ჯოვანი ვარლიენი, ჯამპიერო ბონიპერტი, ზბიგნევ ბონეკი.
თავდამსხმელები: დელ პიერო, ჯონ ჩარლზი, ენრიკე ომარ სივორი, რობერტო ბეტეგა, ფელიჩე ბორელი, პიეტრო ანასტაზი, ჯონი ჰანსენი, დავიდ ტრეზეგე, ფედერიკო მუნერატი, ჯანლუკა ვიალი.

OMAR SIVORI
იუვენტინო
OMAR SIVORI

აი, ვინ არის დასამატებელი შენს დიად ნაკრებში:

მეკარე:ჯიაკონე(პირველი ბიანკონერი, ვინც გახდა სკუადრა აძურას მეკარე);
დაცვა:ბარბერისი,ბიგატო,კალიგარისი,სპინნოზი, სერჯიო ბრიო-“გაუვალი კლდე”,შტეფან როიტერი, პაოლო მონტერო, პესოოტო, ბირინდელლი,ტიურამი;

ნახევარდაცვა:კარლ პრესტი,მაურო ხერმან კამორანეზი, ედგარ დავიდსი;

თავდასხმა:ხირცერი,რეიმუნდო ორსი(ზედმეტსახელად “მუმო”)-28 თამაშში 29 გოლი-უნიკალური შეუჩერებელი ფორვარდი – უნივერსალი, მირანდა-“მფრინავი ბიანკონერი”, ალტაფინი-“ბებერი მგელი”, ფაბრიციო რავანელი;

bero-juve10
იუვენტინო

შეიძლება აქ ბევრი იყოს გამომრჩენილი მაგრამ შენს მიერ ჩამოწერილ ვარსკვლავებს მაგალითად ჯაკონეს მე პირადად ტაკონი, პერუცი მირჩევნია ასევე მცველებიდან დეპეტრინი, ტორიჩელი, მარიო ვარლიენი, ფრანჩესკო მორინი, ჯანფრანკო ლეონჩინი, ენრიკო კასტანო, ჯანკარლო მაროკი, მასიმო კარერა, ჯანლუკა ძამბროტა, ლუჩიანო სპინოზი. ნახევარ მცველები დეშამი, ზიდანი, ლუის მონტი, რენატო ჩეზარინი, ვიტორიო სენტიმენტი, ერმეს მუჩინელი, სერჯიო მანენტე, ჯინო სტაჩინი, ლუის დელ სოლი, ჯანფრანკო ლეონჩინი, ჰელმუტ ჰალერი, ანჯელიო დი ლივიო.თავდამსხმელები ვალერიო ბონა, პიეტრო ფერარისი, ანტონიო ვოიაკი, ჯოვანი ფერარი, გილერმო გაბეტო, პაოლო როსი, მიქაელ ლაუდრუპი, პიერლუიჯი კაზირაგი, ფილიპო ინძაგი.
ყველას ვერ შევიყვანდი იქ მხოლოდ 32 კაცზე მქონდა გათვლილი სხვათაშორის იუვეს 50 ლეგენდაში არ არიან 3-4 სერიოზული იუვენტინო ლეგენდები.

საბა შიოშვილი
იუვენტინო

ეჰ როგორ მენატება ჩვენი ” ნედობედო “

Davids
იუვენტინო
Davids

პაშკა-პუშკა :achuu: :achuu:

x