ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბრწყინვალე 11 – რობერტო ბაჯო

მოგესალმებით ყველას! დღეს, ბრწყინვალე 11-ის შემადგენლობა საბოლოოდ დაკომპლექტდება. უკანასკნელი ფეხბურთელი ამ შემადგენლობაში არის რობერტო ბაჯო. ადამიანი, რომლითაც იტალიის საფეხბურთო სამყარომ შეუძლია მუდამ იამაყოს. რობერტო გახლდათ თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. თავდამსხმელი, რომელმაც შეძლო მოეპოვებინა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ტიტული ოქროს ბურთი. გახდა იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი 5-ჯერ და შეძლო 3 მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანა, რაც დღემდე დაუმხობელი რეკორდია იტალიელი ფეხბურთელებისათვის. “ღვთაებრივი კუდი”, როგორც მას ეძახდნენ თავისი ვარცხნილობისა და ბუდისტური რელიგიის გამო ერთ-ერთი დაუვიწყარი და ქარიზმატული ფიგურაა ფეხბურთის ისტორიაში. რობერტო ბაჯო, დაიბადა ვენეტოში. ბავშვობაში ის ყოველთვის გატაცებული იყო სპორტით, კერძოდ კი ფეხბურთით და ცხრა წლის განმავლობაში ასპარეზობდა ადგილობრივ კლუბებში. მას შემდეგ რაც მან 6 გოლი გაიტანა ერთ შეხვე-დრაში, ის შეამჩნია სკაუტმა ანტონიო მორამ და ამდაგვარად ბაჯო, ვიჩენცაში აღმოჩნდა.  ფეხბურთელის პროფესიონალური კარიერაც სწორედ ამ კლუბში დაიწყო, მაშინ “ვიჩენცა” სერია ც-ში გამოდიოდა. ამის შემდეგ, 1985 წელს რობერტო ფიორენტინამ შეიძინა. თავდამსხმელს დებიუტი “იისფრებში” 1986 წელს ჰქონდა. პირველი გოლი მან 1987 წლის 10 მაისს ნაპოლის კარში გაიტანა. ბაჯო ნელ-ნელა ხდებოდა გულშემატკივრების ფავორიტი და ყველა ხვდებოდა, რომ ამ კლუბში რობერტოზე უკეთესი ფეხბურთელი არც არასდროს ყოფილა და არც მაშინ იყო. ბაჯო ტიფოზებისათვის საკულტო ფეხბურთელად იქცა. ამ სიხარულს დიდი ხანი არ ეწერა და  1990 წელს გულშემატკივრებმა ცრემლებით გააცილეს “ღვთაებრივი კუდი” გუნდიდან… ბაჯო “იუვენტუსში” მიემგზავრებოდა! ლეგენდარული თავდამსხმელი გუნდს 10 მილიონი ევრო დაუჯდა. დღეს შეიძლება ეს თანხა სასაცილოდაც ჟღერდეს, თუმცა მაშინ ეს იყო რეკორდული თანხა, რომელიც ოდესმე ფეხბურთელში გადახდილა! ტრანსფერმა სხვადასხვაგვარი მოვლენები გამოიწვია იტალიის მაშტაბით, თუ ტურინში ყველა ზეიმობდა ბაჯოს შეძენას, ფლორენციის ქუჩებში მიტინგები მძვინვარებდა და პოლიციასთან შეტაკებაში 50 ადამიანი მძიმედ დაშავდა. რობერტო იძულებული იყო ფანებისთვის ეპასუხა და ის საკმაოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: “მე იძულებული ვიყავი დავთანხმებოდი ამ შემოთავაზებას”… და როდესაც 1990 წლის “იუვე” ფიორენტინას დაუპირისპირდა ბაჯომ უარი თქვა თერთმეტ-მეტრიანის შესრულებაზე, მატჩის მიწურულს ის შეცვალეს და როდესაც მოედანს ტოვებდა ფიორენტინას გულშემატკივრის გადმოგდებული იისფერი შარფი აიღო და აკოცა. მატჩის შემდეგ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ გულის სიღრმეში ის ყოველთვის “ფიორენტინოა”. 1993 წელს მან მოიგო ერთადერთი ევროპული საკლუბო ტურნირი თავის კარიერაში.  თავდამსხმელმა დიდი როლი ითამაშა, რომ “იუვე” უეფას თასის ფინალში გასულიყო და საფინალო მატჩშიც ბაჯომ დუბლი შეასრულა. მისმა ბრწყინვალე ასპარეზობამ “იუვეს” რიგებში  მსოფლიოს მასშტაბით არცერთი გულშემატკივარი არ დატოვა გულგრილი, რამაც ბაჯოს მოუტანა ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული. 1995 წელს ბაჯომ თავის კარიერაში პირველი სკუდეტო მოიგო და ეს მისი უკანასკნელი ტიტული აღმოჩნდა “შავ-თეთრების” რიგებში.  1995 წელს მილანის პრეზიდენტის სილვიო ბერლუსკონის დაჯინებული  სურვილი იყო, რომ ბაჯო საკუთარ კლუბში ენახა. მილანთან ერთად ფეხბურთელმა მეორე სკუდეტოც მოიგო და გახდა პირველი ფეხბურთელი ვინც ზედიზედ ორჯერ მოიგო სერია ა სხვადასხვა კლუბებით. შემდეგ სეზონში ბაჯო უკვე “ბოლონიის” ფეხბურთელი გახდა. აქაც ერთი სეზონი გაატარა და 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მან ხელი მოაწერა კონტრაქტს მილანის “ინტერთან”. თუმცა, როგორც შემდეგში აღმოჩნდა, ტრანსფერი წარუმატებელი იყო. ბაჯოს არ წყალობდა “ინტერის” იმდროინდელი მწვრთნელი მარჩელო ლიპი. როგორც ბაჯო თავის მემუარებში წერს, მწვრთვნელმა ის მხოლოდ იმიტომ აითვალწუნა, რომ ბაჯომ უარი უთხრა ლიპის იმ ფეხბურთელების დასმენაზე, რომლებიც მარჩელოს წინააღმდეგ იყვნენ განწყობილი. ერთი სიტყვით “ღვთაებრივი კუდი”  “ინტერში” არც ისე ღვთებრივი აღმოჩნდა და მწვრთნელის მხრიდან ასეთი წნეხის გამო მან გუნდი დატოვა.  “ინტერში” ამდენი წარუმატებლობის შედეგად ბაჯომ ადგილი ნაკრებშიც დაკარგა და სწორედ ამ სიტუაციის გამოსასწორებლად მან ორ წლიანი მილანური თავგადასავალი დაასრულა და მოკრძალებულ ბრეშაში წავიდა სათამაშოდ, რათა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ეთამაშა. პიველ 9 მატჩში მან 8 გოლის გატანა შეძლო, თუმცა, საუბედუროდ, რობერტომ მუხლის უმძიმესი  ტრავმა მიიღო და იძულებული გახდა შეესვენა. თუმცა ყველასათვის მოულედნელად სეზონის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე ის კვლავ დაუბრუნდა მოედანს და პირველი მატჩში დუბლი შეასრულა თავისი ყოფილი გუნდის “ფიორენტინას” წინააღმდეგ. შემდეგ ერთი გოლი მან კიდევ ერთი ყოფილი გუნდის, “ბოლონიის” წინააღმდეგაც გაიტანა. ბაჯო აგრძელებდა მაღალ დონეზე თამაშს მანამ სანამ არ დაამთავრა კარიერა. 2004 წელს მან უკანასკნელი მატჩი ჩაატარა. “ბრეშა” მილანს უპირისპირდებოდა… 88 წუთზე “ბრეშას” მწვრთნელმა ბაჯო შეცვალა და მოედანზე მოსული 80 000 გულშემატკივარი ფეხზე დამდგარი აპლოდირებდა ლეგენდარულ ფეხბურთელს. ბრეშას რიგებში მას შემდეგ 10 ნომრიანი მაისური აღარავის ცმია… ბაჯომ სერია ა-ში 205 გოლის გატანა შეძლო კარიერის განმავლობაში, ხოლო საერთო ჯამში მან თავისი მესამასე გოლი 2002 წლის 10 დეკემბერს გაიტანა და ბოლო 50 წლეულში პირველი ფეხბურთელი იყო ვინც ამ ნიშნულს მიაღწია. ბაჯომდე ეს მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა შეძლო: ჯუზეპე მეაცამ (338) და სილვიო პიოლამ(364).

სანაკრებო კარიერა:
რობერტო ბაჯო ნაკრებში საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობდა. გატანილი გოლების მიხედვით ის მესამე ადგილზე იმყოფება – მან 56 მატჩში 27 გოლი გაიტანა. ის ერთადერთი იტალიელი ფეხბურთელია, რომელმაც გოლი სამ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა. საერთო ჯამში კი ცხრა გოლი დააგროვა. ამაზე მეტი მხოლოდ კრისტიან ვიერიმ და პაოლო როსიმ გაიტანეს. 1994 წელს ბაჯოს კარიერაში ყველაზე გულდასაწყვეტი ფაქტი მოხდა, მან ბრაზილიის წინააღდეგ ისტორიული თერთმეტრიანი გააფუჭა, რის შედეგადაც “სკუადრა აძურამ” წააგო ფინალი და თასი ბრაზილიელებს დარჩათ… ბაჯომ ამის შემდეგ ყველა საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა სადაც იტალია გამოდიოდა, თუმცა 2000 წელს ის დინო ძოფის შემადგენლობაში ვერ მოხდა, ვერ 2002 წელს გაემგზავრა კორეა-იაპონიაში მუნდიალზე, მიუხედავად იმისა, რომ მან ტრაპატონის წერილიც მიწერა, სადაც ის თხოვდა მის ნაკრებში გამოძახებას. ამ ყველაფრის შემდეგ ბაჯოს სანაკრებო კარიერაც ავტომატურად დასრულდა…

ფეხბურთელის მიღწევები:
სერია ც1 (ვიჩენცა)
სერია ა (იუვე)
იტალიის თასი (იუვე)
უეფას თასი (იუვე)
სერია ა (მილანი)
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი

ფეხბურთელის პირადი მიღწევები იმდენად მდიდარია, რომ აქ მათი სრული ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, ამიტომ გთავაზობთ ყველაზე პრესტიჟულ პირად მიღწევებს.

ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი
მსოფლიოს ჩემპიონატის ვარსკვლავების გუნდი 1994
იტალიის ნაკრების საუკუნის გუნდი
ყველასათვის საყვარელი ფეხბურთელი (ინტერნეტ გამოკითხვა)
ფიფა 100
მე-20 საუკინის საუკეთესო ფეხბურთელი მე-16 ადგილი
იტალიის საუკეთესო 11 (football italy)
“იუვენტუსის” საუკეთესო 11  (football italy)

სულ ეს იყო რისი დაწერაც ლეგენდარულ ბაჯოზე მსურდა. ეს ფეხბურთელი ნამდვილად ღირსია იმის, რომ ეს სტატიების სერია სწორედ მისით დაგვირგვინებულიყო. იმედი მაქვს, ამ სტატიებს უკვალოდ არავისთვის ჩაუვლია. დარწმუნებული ვარ, თითოეულმა ჩვენგან მივიღეთ დადებითი ემოცია, ვიხსენებდით რა “იუვეს” ოქროს ხანასა და ოქროს ფეხბურთელებს. გავიგეთ იმათ შესახებ ვისზეც ნაკლები ვიცოდით და გავიხსენეთ ისინი ვისზეც ყველაფერი ვიცით… მე მსურდა ამ სტატიაში შესულიყვნენ ის ფეხბურთელები, რომლებიც ყველა თაობის “იუვენტინოს” გვახსოვს. არ მსურდა აქ დამეწერა იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ბურთს შავ-თეთრ ეპოქაში აგორებდნენ და საუკუნეების წინ ეცვათ “იუვეს” ფორმა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გენიალური ფეხბურთელი იყო მათ შორის… მე და ყველა ჩემი თაობის გულშემატკივარს ფეხბურთი არა კუკურედუმ, არამედ პაოლო მონტეროს აგრესიულმა ფეხბურთმა შეაყვარა, ჩვენ სულით “ბიანკონერი” არა მარკო ტარდელის თამაშით გავხდით, არამედ ალესიო ტაკინარდის ბოლო წუთამდე ბრძოლამ გვაქცია ასეთებათ, ჩვენ იმიტომ კი არ ვშეშდებოდით ტელევიზორთან, რომ იქ ფერიჩე ბორელის ვნახავდით არამედ იმიტომ, რომ ტრეზეგესა და ალეს გოლები გვინდოდა! მიუხედავად იმისა, რომ იმ ხალხმა დღემდე მოიტანა “იუვე”, ჩვენ “შავ-თეთრები” ამ ბრწყინვალე 11-მა შეგვაყვარა! დიდი მადლობა, ყველას ვინც ამ სტატიებს კითხულობდა  და აკომენტარებდა! წარმატებებს გისურვებთ და მინდა ყველამ ერთად წელს მონატრებული სკუდეტო ვიზეიმოთ!  ფორცა იუვე!!!

აქვე კი გუნდის საბოლოო სახე:

ბრწყინვალე 11

1. ანჯელო პერუცი; 4. პაოლო მონტერო; 21. ლილიან ტურამი; 15. ალესანდრო ბირინდელი; 7. ჯანლუკა პესოტო; 3 ალესიო ტაკინარდი; 26.ედგარ დავიდსი; 11პაველ ნედვედი; 16. მაურო კამორანეზი; 10 რობერტო ბაჯო; 17. დავიდ ტრეზეგე.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

23
Leave a Reply

avatar
21 Comment threads
2 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
18 Comment authors
Juvezazika95alesiotacchinardigiga-juveimereli Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
Juve
სტუმარი
Juve

პლატინი, ბუფონი და ზიდანი აუცილებლად უნდა იყვნენ იუვეს 11 კაცში

zazika95
იუვენტინო
zazika95

პლატინი და ბუფონიც უნდა იყოს :(

alesiotacchinardi
იუვენტინო
alesiotacchinardi

ავტორს მართლაც უღრმესი მადლობა.! ბაჯოზე საუბარი მშვიდად არ შემიძლია და ახლაც სიამაყის ცრემლი მომადგა თვალებზე..

alesiotacchinardi
იუვენტინო
alesiotacchinardi

დელ პიეროს ვერ ვხედავ. რაც შეეხება ზიზუს ის იუვეს ლეგენდად ნამდვილად არ ასოცირდება..

giga-juve
იუვენტინო

ტურკისჰას ვეთანხმები.პირველ რიგში პლატინი გამოგრჩათ) ვიეირა იბრა და ბევრია რა. მოკლედ გამოკიტხვა გააკეთეთ და ხმას მივცეთ ასე უFრო ობიექტური იქნება)

giga-juve
იუვენტინო

ბაჯო საუკეთესოა იტალიური ფეხბურთის ისტორიაში!!!!

imereli
იუვენტინო

პირველ რიგში დიდი მადლობა ავტორს,ბრწყინვალე სტატიაა,იუვეს ლეგენდები ხელახლა წარმოგვიდგა ტვალწინ,მეორეს მხრივ მინდა ვთქვა,რომ სტატიის კაზუსიდან გამომდინარე,აქ დელ პიეროს და პლატინის ვერ შეიყვანდა,მაგრამ მეც მაქვს ჩემი აზრი,რომ ამ გუნდში ფერარას,კონტეს,ზიდანის და რავანელის(კაცი,რომელმაც ჯერ-ჯერობით ბოლო ჩემპიონთა ლიგის თასი მოგვაგებინა)არ შეყვანა ამ გუნდში,არ შეიძლება….მოდი მეორე ნაკრებიც გავაკეთოთ თორე უკვე ბევრზე მწყდება გული :D ,იგივე დეშამი,ძამბროტა,იუგოვიჩი,თუნდაც ტორიჩელი,ვიალი,კანავარო

giodati
იუვენტინო
giodati

დელ პიერო? :)

betega
იუვენტინო
betega

ბაჯო ყველა დროის საუკეტესო იტალიელია :forza: :forza:

zura 3003
იუვენტინო
zura 3003

მართლა კარგი სტატიაა და თვითონ იდეა ,,ბრწყინვალე 11″ ძალიან კარგია, ზედმეტი შენიშვნების გამოთქმა ნამდვილად არ მიყვარს და არც ავტორის გაკრიტიკებას ვაპირებ, უბრალოდ ჩემი აზრით, ზიდანის ადგილი მაინც უნდა გამოგვენახა, შეიძლებოდა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზეც, ბაჯოს რაც შეეხება, ჩემი აზრით ის იტალიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, სხვადასხვა გამოკითხვებით ხან ჯანი რივერას ასახელებენ, ხან პაოლო როსის, ხან დინო ძოფს, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ბაჯო საუკეთესოა, უბრალოდ ტიტულების რაოდენობა არ ყოფნის, მსოფლიო მასშტაბით მისი კლასის ფეხბურთელები ძალიან ცოტა იყო, თავისუფლად შეიძლება პელეს, მარადონას, ზიდანის, პლატინის, კრუიფის, რონალდოს (კიჭას) გვერდით დაყენება, ნუ პელე და მარადონა მაინც შეიძლება ცალკე გამოვყოთ.

NEDVEDA11..
იუვენტინო

დავიდსის მაგივრად – კონტე

+ ზიდანი და პლატინი გამოგრჩათ :euf:

juventino_1897
იუვენტინო
juventino_1897

ჩემი აზრით ეს შემადგენლობა უფრო ოპტიმალურია ჩემი ბრწყინვალე 11 ასე გამოიყურება მეკარე_პერუცი მცველები_ ტურამი_მონტერო_ფერარა_ ძამბროტა ნახევარმცველები _ დავიდსი_კონტე _ ნედვედი_ზიდანი თავდამსხმელები _ბაჯო _ ტრეზეგე. სათადარიგოები: მეკარე_ვან დერ სარი: პესოტო_ ტორიჩელი_კამორანეზი_ტაკინარდი_ რავანელი_ ვიალი

irina......love nedved
იუვენტინო
irina......love nedved

11 ნომერი ბაჯომ და ნედვედმა ასახელა და ვნახოთ დე ჩელი რას იზამს………………… :juvee:

tsotne
იუვენტინო
tsotne

მართლაც კარგი სტატიებია :forza:

tifoza
მოდერატორი

კაი სტატია მაგრამ ჩემ აზრს დავწერ უბრალოდ და არ მოვახვევ არავის :)

ტურამი ცენტრში რატო გაუშვი? ტურამი ცენტრში გადაიყვანეს იმიტომ რომ მაშინ ძებინა მოვიდა და მარჯვნივ დააყენეს ის და ტურამი ცენტრში აწიეს ტურამი კრაინი მცველი იყო ბოდიში მაგრამ კამორანეზის აქ არაფერი არ ესაქმება აქ უფრო პირადი სიმპატიებით არის აგებული გუნდი :) სადა დაცვის ფლანგზე ტორიჩელი, თUნდაც ძამბროტა :) ასევე არ უნდა იყოს აქ ბირინდელი კამორანეზის ადგილას დავაყენებდი დილივიოს მერე რა რო მარცხენა ნახევარმცველი იყო ამპლუით ორივე კრაიზე თამაშობდა ან ზიდანს ჩავაბარებდი ფლანგს
რაც შეეხება ბაჯოს არც აქ ეღირსათ დელპიერო ბაჯოს ერთად ტამაში

LASHAJUVENTINO
იუვენტინო

მაგარია საღოლ :up: :up: :up: :up:

ioda28
იუვენტინო
ioda28

ყველაზე დიდი იტალიელი. იტალიას ორი დიდი ფეხბურტელი ყავდა, და ვამაყობ რომ ორივე ჩემს გუნდში თამაშობდა. :forza: :forza: :forza:

baggio.10
იუვენტინო
baggio.10

ისე ბაჯო კალდონოში დაიბადა და იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი არ ყოფილა ს ა მ წ უ ხ ა რ ო დ!!! თუმცა უეფას თასის ბომბარდირი კი იყო 1990-1991 წლების სეზონში.

baggio.10
იუვენტინო
baggio.10

ბაჯო ყველა დროის საუკეთესო იტალიელია

david_david
იუვენტინო
david_david

“ღვთაებრივი ცხენისკუდა”,ყველა დროის ერთ-ერთი და მე თუ მკითხავთ უძლიერესი ფეხბურთელი :euf:

juve_alex
იუვენტინო

კარგი სტატიაა, მომეწონა.

x