ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბრწყინვალე 11 – ჯანლუკა პესოტო

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი მცველი, რომელიც დღესაც დაკავშირებულია ტურინულ გრანდთან ყველა ტიფოზის უყვარდა და დღემდე უყვარს. ის მართლაც ჭეშმარიტი “იუვენტინო” იყო სულით და ხორცით. იყო და დღემდე ასეთად რჩება. საუბარია ლეგენდარულ იტალიურ მცველზე ჯანლუკა პესოტოზე. ის დაიბადა 1970 წლის 11 აგვისტოს  ქალაქ უდინეს პროვინციაში. ის თითქმის უნივერსალი ფეხბურთელი იყო, შეეძლო ეთამაშა ფლანგზე დაცვაშიც და ნახევარდაცვაშიც, მას ასევე ცენტრალურ მცველადაც უწევდა თამაში თავისი ხანგძლივი კარიერის განმავლობაში. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ის “იუვეში” დარჩა და დღესდღეობით “ბებერი სინიორას” ახალგაზრდულ სექტორს კურირებს.
საკლუბო კარიერა:
უდინეში დაბადებულმა მცველმა საკლუბო კარიერა “მილანში” დაიწყო. თავიდან ის ახალგაზრდულ გუნდში ირიცხებოდა. 1989 წელს მილანელებმა ის გაასხვისეს კლუბ “ვარეზე 1910”-ში ისე, რომ “მილანის” ძირითად გუნდში ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია. “ვარეზეში” გადასვლის შემდეგ მისი პროფესიონალური კარიერაც დაიწყო. მან 2 სეზონის განმავლობაში 64 დასამახსვორებელი მატჩი ჩაატარა და ერთხელ მეტოქე კარის დალაშქვრაც კი მოახერხა. 1991 წლის აგვისტოში ის მოკრძალებულ კლუბ “მასეზეში” გააქირავეს. მან იქ ერთი სეზონი დაჰყო, ჩაატარა 22 მატჩი და გაიტანა ერთი გოლი.  ორი დაბალი დონის კლუბის გამოცვლის შემდეგ ის “ბოლონიაში” გადავიდა, იმ დროს ბოლონიელები სერია ბ-ში გამოდიოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერი მოლოდინით აღსავსე იყო, კლუბის მესვეურები პესოტოთი კმაყოფილები არ იყვნენ და მისი გასხვისება გადაწყვიტეს. მისი შემდეგი ნავთსაყუდელი აღმოჩნდა “ვერონა” სწორედ აქ გაიბრწყინა ჯანლუკა პესოტომ კარიერაში პირველად. მან 34 მატჩი ჩაატარა და სეზონის განმავლობაში გატანილი გოლების მიხედვით საკუთარი რეკორდი მოხსნა, მან 3 გოლის გატანა შეძლო. მხოლოდ ამ ბრწყინვალე სეზონის შემდეგ გაიღო მისთვის სერია ა-ს კარი. ის ტურინულმა კლუბმა შეიძინა… ტურინის “ტორინომ”. აქაც ერთი მაღალი დონის სეზონი ჩაამთავრა, 32 მატჩი გამართა და, როგორც იქნა, თავის ბედისწერას მიაგნო… ახალი შემოთავაზება, ახალი შესაძლებლობები და შანსი გახდე ისტორიის ნაწილი… ამას ნიშნავდა პესოტოსათვის ტურინის “იუვენტუსიდან” მიღებული შემოთავაზება. სწორედ ამ გრძელი და შრომატევადი გზის გავლით 1995 წელს ის გახდა “ბიანკონერი”.  ჯანლუკა სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა და სხვა ბრწყინვალე მცველებთან ერთად იცავდა “იუვეს” ღირსებას. 12 წლის განმავლობაში ის ღირსეულად ემსახურა თავის კლუბს… წლები მიდიოდა და ეს ჯანლუკასაც ეტყობოდა. თავისი კარიერის ბოლო წლებში გამუდმებულმა ტრავმებმა მას ძირითადში ადგილი წაართვა და ის ლილიან ტურამისა და ჯონათან ძებინას რეზერვად იქცა. მან მოახერხა 250-ჯერ მოერგო “ბებერი სინიორას” მაისური და 2 გოლის გატანა. ის შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან მცველად “იუვეს” შემადგენლობაში. მან მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 4-ჯერ ითამაშა ამავე ტურნირის ფინალში და 6 ჯერ მოიგო სკუდეტო, ეს სრული ჩამონათვალი არ გახლავთ იმ ტიტულებისა, რომლებიც ხანგძლივი კარიერის განმვალობაში, მან “შავ-თეთრებთან” ერთად მოიპოვა.  კარიერა პესოტომ 2005-2006 სეზონის მიწურულს დაასრულა, და “იუვენტუსში” სამენეჯერო შტაბში გადაბარგდა.
სანაკრებო კარიერა:
“სკუადრა აძურას” მაისური ლეგენდარულმა მცველმა 22-ჯერ მოირგო. ის 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იცავდა საკუთარი სამშობლოს ღირსებას, ასევე ირიცხებოდა ნაკრებში 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე. მან ნახევარფინალში ჰოლანდიის წინააღმდეგ გამართულ თერთმეტმეტრიანების სერიაში საკუთარი დარტყმა ზუსტად შეასრულა. თუმცა ტურნირი მხოლოდ ვერცხლის მედალოსნად დაასრულა, რადგან ფინალში საფრანგეთის წინააღმდეგ ტრეზეგეს გატანილი გოლით ისინი დამარცხდნენ. მომდევნო სეზონიდან კი ტრეზეგე ჯანლუკას თანაგუნდელი გახდა.

მიღწევები:
სერია ა 4-ჯერ
II ადგილი 4-ჯერ
იტალიის თასი 2-ჯერ
II ადგილი 4-ჯერ
იტალიის სუპერთასი 4-ჯერ
ფინალისტი 1-ხელ
ჩემპიონთა ლიგა 1-ხელ
II ადგილი 3-ჯერ
უეფას სუპერ თასი 1-ხელ
საკონტინენტთაშორისო თასი 1-ხელ
ინტერტოტოს თასი 1-ხელ
ევროპის ჩემპიონატი ფინალისტი

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

1
Leave a Reply

avatar
1 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
1 Comment authors
Dutch Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
Dutch
ადმინისტრატორი

:forza:

მშვენიერი სტატია იყო :up:

x