ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

განახლებული ინფორმაცია ტრავმირებულებზე

კონტინასას საწვრთნელი ბაზიდან სასიამოვნო სიახლეები გავრცელდა:

გუშინ, მირალემ პიანიჩს სრული სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც ვერანაირი დაზიანება ვერ აღმოაჩინა.

შესაბამისად, ბოსნიელი მოახლოებულ შეხვედრას სრულ მზადყოფნაში შეხვდება და თუ მაურისიო სარი მას განცხადში არ შეიყვანს, ამის ერთადერთი მიზეზი ნახევარმცველისთვის დასვენების მიცემა იქნება.

დუგლას კოშტამ გუშინდელ საწვრთნელ სესიაში სრული დატვირთვით მიიღო მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, წესით სამხრეთ ამერიკელი შემტევი ჯენოასთან შეხვედრაში მინიმუმ განაცხადში მაინც უნდა მოხვდეს.

აარონ რემზიმ გუნდთთან ერთად კი ივარჯიშა, თუმცა მხოლოდ კონკრეტულ პროცესში.. აქედან გამომდინარე უცნობი რჩება უელსელის დაბრუნების ზუსტი ვადები.

კიდევ ერთი დაშავებული გონსალო იგუაინი, პიანიჩის მხარდამხარ ვარჯიშობდა და აქედან გამომდინარე, არგენტინელიც მზად არის მოახლოებული მატჩისთვის.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

4
Leave a Reply

avatar
4 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
0 Comment authors
ტრიდე Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

სანდროც დაასვენონ. რაც დაიწყო სეზონი, დარბის ცხენივით წინ და უკან)) მატუიდი დააყენოს მარცხენა მცველად და რაბიოს მისცეს 90 წუთი. ბოლო თამაშებში არ იყო ცუდი რაბიო. აშკარად გამოცოცხლებულია)

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

პიანიჩი უნდა დაასვენოს ეხლა უეჭველი. დაჟე ლეჩესთანაც არ უნდა გამოეყვანა წესით. ბონუჩის დასვენებაც საჭიროა, პროსტა ცოტა აპასნია))

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

კიელინიზე რა ისმის?

ტრიდე
სტუმარი
ტრიდე

ძალიან კარგია ეს ყველაფერი

x