ForzaJuve.Ge

გიორგი ქასრასშვილის იგივე ქართველი “მასიმო პავანის” სატრანსფერო მიმოხილვა

2016-2017 წლების სეზონი სულ რაღაც ერთ თვეში დაიწყება… სერია-A აგვისტოს 20-22 რიცხვებიდან აიღებს სტარტს, თუმცა მანამდე არ გვაქვს მოსაწყენად საქმე და ჩვენც არ ვდუნდებით… სატრანსფერო ციებ-ცხელების გარდა, შეგვიძლია თვალი ვადევნოთ იუვეს ამხანაგურ მატჩებს, რომლებიც სტარტს ავსტრალიის ტურნედან იღებს:


23 ივლისი- მელბურნი – იუვენტუსი – მელბურნი (ავსტრალია)

26 ივლისი- იუვენტუსი – ტოტენჰემი – მელბურნი (ავსტრალია)

რაც შეეხება გუნდის დაკომპლექტებას ვფიქრობ ჯერ 80-85%ზე ვართ ასული, სრულად დასაკომპლექტებლად კი გუნდს გარკვეულ პოზიციებზე ესაჭიროება შევსება. მოდი თანმიმდევრობით მივყვეთ თითოეულ რგოლს:

მეკარეები:

გუნდს როგორც ასე, ესაჭიროება 3 მეკარე… მართალია ნეტოს უამრავი შემოთავაზებები ჰქონდა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ბოლომდე გაუძლებს ცდუნებას და გუნდში დარჩება… იტალიის თასის მოგებაში ნეტოს წვლილი ძალზედ დიდი იყო, სწორედ მან დაიცვა ამ ტურნირზე იუვეს კარი.

რუბინიოს წასვლის შემდეგ კი ადგილი გათავისუფლდა და ვფიქრობ ეს კარგი შანსია ახალგაზრდა, აუდეროსათვის, რომელიც პრიმავერას ღირსებას იცავს…

საბოლოოდ კი: ბუფონი-ნეტო-აუდერო იქნება სავარაუდოდ მიმდინარე წელს იუვეს მეკარეები…

დაცვის ცენტრალური ზონა:

ბარძალი-კიელინიზე ხმაც არ დაძრულა, რასაც ვერ ვიტყვით ბონუჩისა და რუგანიზე…

ინგლისიდან ლეოზე მიღებული შტურმი, იუვემ ჯერ-ჯერობით მოიგერია და ვფიქრობ აღარ უნდა ველოდოთ მეტს. აი დანიელეზე კი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნებია, რაც პირადად მე მოსვენების საშუალებას არ მაძლევს… ხან მილანს და ხან ნაპოლის დაუკავშირეს 21 წლის მცველი, მაგრამ ალეგრის დიდი თხოვნაა მისი გუნდში დარჩენა და იმედია ასეც მოხდება…

მაგრამ ისმის კითხვა: რატომ დაიმატა იუვემ ბენატია? კასერესის შემცვლელად? მაშინ რუგანი მესამე ზამენად გადაინაცვლებს? თუ ეს ნიშნავს ლეოს ან დანიელეს გუნდიდან წასვლას? მაგრამ წინაც ხომ უნდა გავიხედოთ, რადგან ბარძალი გაისად ალბათ ბუცემს ლურსმებზე ჩამოკიდებს, რუგანი კი მისი სრულფასოვან შემცვლელად უნდა მოგვევლინოს, ამისათვის კი ყველა ,,ოფერზე” უარის თქმაა საჭირო…

თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა დაცვის ცენტრალური ზონა შემდეგნაირად დაკომპლექტდება: ბარძალი-კიელინი-ბონუჩი-რუგანი-ბენატია…

დაცვის განაპირა/ფლანგის მცველები:

სატრანსფერო ჭორები დაცხრა შვეიცარელ ექსპრესთან მიმართებაში და თუ იგი დარჩება დანი ალვეშთან ერთად მარჯვენა ფლანგის პრობლემა მოხსნილი იქნება, როგორც მარცხენა ფლანგზე. რამეთუ ევრასა და სანდროს სახით ალეგრი დიდ ფუფუნებასა და არჩევანშია.

დაცვის ფლანგები:

ალვეში-ლიხშტაინერი-ევრა-სანდრო…

ნახევარდაცვის ზონა:

როდესაც საუბარია ნახევარმცველზე, ისინიც გარკვეულ ფუნქცია/პოზიციებად იყოფიან, ერთი ფლანგიდან უტევს, გამთამაშებელია, ,,რეჯისტაზე” დგას და ეგრეთწოდებული ,,ჩამშლელი” რომელიც შავ სამუშაოს ასრულებს. შესაბამისად ფლანგებზე მხოლოდ პიაცა გვეყოლება, რომლის ტრანსფერი ხვალ-ზეგ გაოფიციალურდება.. გამთამაშებლად გვეყოლება ახალწვეული პიანიჩი, რომლისაგან უამრავ ასისტსა და შედეგიანად შესრულებულ სტანდარტულ დარტყმებს ველოდებით. ასევე გუნდში რჩება მარიო ლემინა, რომელიც მარსელიდან 10მლდ გამოვისყიდეთ.. პოგბას საკითხიც ჯერ-ჯერობით არ დახურულა, წინ კიდევ თვეზე მეტია და დაველოდოთ რა მოხდება, მეტი პროცენტია იმისა რომ წელს ფრანგი იუვენტუსში დარჩეს. ასევე გაურკვეველია ასამოას საკითხი, ფლანგების იდეალურად დაკომპლექტება ალეგრის აძლევს იმის საშუალებას, რომ ხედირა-სტურარო-მარკიზიოს დანაკლისი განელით შეავსოს, ის ხომ ერთნაირად ნაყოფიერია ფლანგზე 3-5-2 ტაკქტიკაში და ასევე ნახევარდაცვის ზონაში ,,ჩამშლელის” პოზიციაზე. კონტეს დიდი სურვილის მიუხედავად ალეგრიმ შეიძლება ის სწორედ ზემოთაღნიშნული მიზეზების გამო გუნდში დატოვოს. წასვლის პირასაა პერეირა და ჰერნანეში და ვფიქრობ რომ მართლაც არაა მათი ადგილი გუნდში, რადგან ტრამვირებული ფეხბურთელების დაბრუნების შემდეგ ისინი ღრმა რეზერვში გადაინაცვლებენ. ბრაზილიელს ბენფიკა, არგენტინელს კი ნაპოლი, ზენიტი და რამოდენიმე ინგლისური კლუბები ეპატიჟებიან. შესაბამისად ნახევარდაცვაში ვღებულობთ შემდეგ ფეხბურთელებს:

პოგბა-პიანიჩი-ლემინა-ასამოა და ტრამვირებულ მარკიზიო-სტურარო-ხედირას, ეს 2 უკანასკნელი ორ-ორ თვიან სარეაბილიტაციო კურს გაივლიან, პრინჩიპინოს დაბრუნების სავარაუდო თარიღი კი ნოემბერია. დამეთანხმებით ალბათ, რომ კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატების აუცილებლობის წინაშე ვდგავართ და სწორედ აქედანაა განპირობებული ის, რომ მაროტა მატიჩის შეძენას ცდილობს, ტრანსფერის განხორციელებას ისიც უწყობს ხელს, რომ ჩელსიმ მის პოზიციაზე კანტე დაიმატა. მის გარდა არსებობს ვარიანტი იმისა, რომ მანდრაგონა დარჩეს გუნდში.

თავდამსხმელები:

შეტევის ხაზი, რომელიც დღენდე დიდ პრობლემატურ რგოლად იქცა იუვენტუსათვის. ამ მომენტისათვის გუნდში დიბალა-მანჯუკიჩი-ძაძა და ახალგაზრდა ჩერი, რომელიც გასულ წელს კალიარიში იყო განათხოვრებული. დიბალას გარდა დიდი პატივისცემის მიუხედავად, არცერთი ფორვარდი ხელშეუხებელი არაა. შესაბამისად გუნდს მინიმუმ კიდევ ორი ფორვარდი ესაჭიროება, ერთი მორატას შემცვლელი, ერთიც კიდევ სავარაუდოდ ძაძასი, რომელიც სათამაშო დროის უქონლობას უჩივის და გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი, მისი მსურველი გერმანული ვოლსბურგია, რომელიც 25-30მლს ფარგლებში ეცდება იტალიელის გაფორმებას. მაგრამ ისმის კითხვა: თუ იუვე იგუაინში 94მლს გადაიხდის, ავტომატურად მანჯუკიჩიც დაფრთხება და გუნდიდან წასვლას მოისურვებს, ჩვენ კი ისევ 2 ფორვარდის ძიება მოგვიწევს. რაც შეეხება ჩერიც ალბათ მიზერული შანსია იმისა, რომ ალეგრიმ გუნდში დატოვოს. მაროტა მას სარფინი შემოთავაზების შემთხვევაში გაყიდის, ან ისევ რომელიმე კლუბში გაანათხოვრებს. რაც ხდება იგუაინის ირგვლივ ამის წერას არ დავიწყებ, რადგან დღეში 5-6 სტატიას ვეცნობით მის ტრანსფერთან დაკავშირებით, ვთქვათ რამოდენიმე სიტყვა სავარაუდო ვარიანტებზე:

კავანი? იბრაჰიმოვიჩის წასვლის შემდეგ ის პარიზელების მთავარ დამრტყმელ ძალად მოგვევლინება და ზღაპრული კონტრაქტით გუნდში დარჩება…

ბენზემა? ზიზუ მისი დიდი თაყვანისმცემელია, ასე რომ მისი კანდიდატურა, თავიდანვე ჭურნალისტების მონაჭორად შეგვიძლია ჩავთვალოთ…

სანჩესი? ვენგერი მას მანამ არ გაყიდის, სანამ მის შემცვლელს არ შეიძენა, მაგრამ რად გვინდა სანჩესი? ის 9-იანი არაა ხოლო დიბალა-მანძუკიჩი-სანჩესით არამგონია ალეგრიმ ათამაშოს გუნდი… მაგრამ ერთიც ვთქვათ, თუ სხვები არა, სანჩესი მოიყვანონ…

ლაკაზეტი-ლუკაკუ-იკარდი ამათზეც იწერება, მაგრამ არიან კი ტოპ ფორვარდები? არიან კი სალიგოთ შესაბამისი კანდიდატურები? ან ღირს კი ლუკაკუ 60მლ? ამ ინტერელი იკარდის მოყვანა? კითხვები ბევრია, პასუხები კი არავისგან გვესმის… დიდი დეფიციტია ბაზარზე და ვნახოთ რას მოიმიქმედებს მაროტა/პატარიჩის დუეტი. ასევე განვიხილოთ ძაძას შემცვლელები: იმობილე თუ ლორენტე? ან უკეთესი სანტოსელი ტალანტი გაბი-გოლი, რონლის ტრანსფერი პრიორიტეტულია მაროტასათვის…

მოკლედ სხვა ზემოთაღნიშნული პოზიციებისაგან განსხვავებით, თავდასხმის ხაზს, დაუკომპლექტებლად ვტოებ, რადგან ვარიანტი ბევრია და დალოდების გარდა არაფერი გვრჩება: დიბალა-მანჯუკიჩი-იგუაინი + იმობილე ან ლორენტე? გაბი-გოლი? თუ 94მლს ვერ შევწვდებით და სანჩესი? დაველოდოთ მოვლენების განვითარებას…

მოკლედ, ვფიქრობ რომ ცოტა სიახლოვეს მივიყვანე იუვეს 2016-2017 წლების სავარაუდო შემადგენლობა და იმედი მაქვს სტატია საინტერესო გამოდგება თქვენთვის…

კეთილი სურვილებით თქვები ქასრა

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

8
Leave a Reply

avatar
5 Comment threads
3 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
3 Comment authors
ცოტნე სამსონაშვილიQasra: დამიბრუნეთ ჯოვინკო)))რომაsnuff-juve Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
ცოტნე სამსონაშვილი
იუვენტინო

იმობილე მოიყვანონ :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love:
ნახევარ დაცვაში მე კიდე დიავარას მოვიყვანდი არაა დასაკარგი ბიჭი და ზამენაზეც დაჯდება წინ კიდე სანჩესი კავანიდან ერთერთს

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

მჭედლიზე დაიმატონ მჭედლიზე და გაიხსნება და გიფურჩქნება იუვეში:)))))))))))) აბა სხვა ბაზარზე არსებულები არ მაკმაყოფილებენ და…………ეს ქართველი მაინცაა:))

რომა
სტუმარი
რომა

ქასრა არ დამავიწყდება იუვე ჩელსი იყო მე მგონი ჯოვინკომ მესამე რო შეაგდო ლას ვეგასი დაანგრია ჯოვინკოს ძახილით და გულში გავიფიქრე მეთქი ეს ჩემზე მეტად გაგიჟებულია იუვეს სიყვარულში თქო

Qasra: დამიბრუნეთ ჯოვინკო)))
სტუმარი
Qasra: დამიბრუნეთ ჯოვინკო)))

კი ძმა მე ვიყავი :))) საღოლ სად გაგახსენდა ;))) იუვე და ჯოვინკო ეს ჩემი ემოცია იყო <3

Qasra: დამიბრუნეთ ჯოვინკო)))
სტუმარი
Qasra: დამიბრუნეთ ჯოვინკო)))

დამამატე ფეისბუქზე, გნახავ ქუთაისში ;)

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

გაიხარე მართლა საინტერესო სტატია მადლობა

giga-juve
იუვენტინო

higuaini gamoricxet. 1 forvardi gvchirdeba kargi da egaa ra meti guns aranairi problema ar aqvs yvela poziciaze konkurenciaa

snuff-juve
იუვენტინო
snuff-juve

მარტო ფორვარდი?ნახ დაცვაში ვისი იმედი გაქ სტურაროს და ჰერნანეშის?რომლებიც შეიძლება წავიდნენ გუნდიდან ან რომც დარჩენ მაგათზე ვერ იქნება იუვეს სახ დაცვა დამოკიდებული.თუ ხედირას?კი მაღალი დონის ფეხბურთელია მარა ძაან უნდა გაგვიმართლოს რო მარკიზიოს 100% დაბრუნებამდე მაგან ტრავმა არ აიკიდოს.იგივეა ასამოაზეც…მიდისო მარა რო დარჩეს რა მაგით?1 თამაშს ითამაშებს 5 გამოტოვებს.1 მაღალი დონის ფეხბურთელი გვჭირდება შუა ხაზში.ნუ კაი ზამენა მაინც

x