ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო : “ამაყი ვარ, როდესაც გამარჯვებულ იუვეს ვუყურებ”

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდარულ კაპიტანს, ალესანდრო დელ პიეროს გაზეტა დელო სპორტი დაუკავშირდა და რამდენიმე საინტერესო თემაზე დაუსვა შეკითხვა.გთავაზობთ ჩვენი ათიანის ინტერვიუს : “როდესაც თვალს ვადევნებ თამაშებს და იუვენტუსის გამარჯვებებს ვხედავ, ამაყი და ბედნიერი ვხდები.კოპა იტალიას ფინალს დავესწარი, რომში ვიმყოფებოდი, შესაძლოა, ჩვენი საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია, მაგრამ მომენტი გამოვიყენეთ და ჩემპიონებიც გავხდით.იუვენტუსმა ბოლო ორი წლის განმავლობაში საკუთარი სიძლიერე ევროპაშიც დაამტკიცა, გასულ სეზონში ფინალში ვითამაშეთ, წელს კი 30 წამი დაგვაკლდა 1/4 ფინალში გასასვლელად.იუვენტუსს შესანიშნავი სისტემა აქვს, გუნდი დაკომპლექტებულია უმაღლესი დონის მოთამაშეებით და მათ თითოეულ შეხვედრაში იციან, რა უნდა გააკეთონ, ევროასპარეზზე გამარჯვება კი ადვილი საქმე ნამდვილად არაა.”

როდესაც პინტურიკიოს იტალიის ნაკრების შესახებ თხოვეს აზრის გამოთქმა, ალემ იხუმრა და განაცხადა, რომ კონტესგან ნაკრებში მიწვევას ელოდა : “სირცხვილია, რომ ანტონიომ მე არ გამომიძახა.კარგი სეზონი მქონდა და ეროვნულ გუნდში თამაში მსურდა.სერიოზულად კი, სკუადრა აძურას ფავორიტად არავინ განიხილავს, თუმცა მათ იციან, როგორ უნდა იმოქმედონ.რაც მთავარია, გუნდმა უნდა გააკეთოს ის, რასაც მისგან მწვრთნელი ითხოვს, სწორად და ზუსტად დავალებების შესრულებას წარმატების მოტანა შეუძლია.არ დაგავიწყდეთ, თავის დროზე ფავორიტად არც დანიას და საფრანგეთს თვლიდნენ, თუმცა ისინი ჩემპიონები გახდნენ.”

41 წლის ფრანჩესკო ტოტიმ “რომასთან” კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა : “ვფიქრობ, მე და ტოტის ბევრი რამ საერთო გვაქვს, თუმცა ბევრი რამითაც განვსხვავდებით.სიახლე მისი კონტრაქტის შესახებ ძალიან გამიხარდა, იგი რომში უბედნიერესია.”

წყარო : Football Italia

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

1
Leave a Reply

avatar
1 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
1 Comment authors
lexo_delpi Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
lexo_delpi
იუვენტინო
lexo_delpi

დელ პიერო – ეს არის ცნება, რომელმაც ფეხბურთი შემაყვარა, ვინც ჩემთვის იქნებ იუვენტუსზე უფრო დიდი და მნიშვნელოვანიცაა :forza:

x