ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო: “შეტევა ყიდის ბილეთებს, ხოლო დაცვა იგებს ჩემპიონატს”

ალესანდრო დელ პიერომ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში იტალიის ნაკრების ევროპულ პერსპექტივებზე ისაუბრა და ტიაგო მოტას ათნომრიანი მაისურის თემასაც შეეხო:

“ეს პერიოდი მაგონებს 2006 და 1982 წლებს, როდესაც იტალია ფავორიტად არ განიხილებოდა და კრიტიკით იყო გარშემორტყმული. ეს მაძლევს იმედს. დიდ ტურნირებზე მოულოდნელობები ხდება ხოლმე. ჩემის აზრით, მთავარი ფავორიტი გერმანიის ნაკრებია, საფრანგეთი მასპინძელია და მე ბევრი დადებითი ნიშანი დავინახე მათში ორი წლის წინ, ახლა კი ბევრად გამოცდილები უნდა იყვნენ. ისინი პატრიოტები არიან და ეს გრძნობა პარიზულმა ტერაქტებმა კიდევ უფრო გააძლიერა. შემდეგ მოდის ესპანეთი. მათ ქვემოთ ვაყენებ იტალიას, ინგლისთან და ბელგიასთან ერთად. თუმცა ეს ხანმოკლე ტურნირია და სიურპრიზებს არ გამოვრიცხავ, როგორც 2004 წლის საბერძნეთი ან 1992 წლის დანია იყო.

იტალიის ნაკრები? ცენტრში ძალიან გვაკლია ვერატი და მარკიზიო, ისინი მსოფლიო დონის ფეხბურთელები არიან. მაგრამ კონტეს სტილი ყველა მოთამაშის თანაბარ მონაწილეობას გულისხმობს. შეტევაში ტალანტი შედარებითი მნიშვნელობისაა. მე იმედი მაქვს თავდამსხმელებს გოლის გატანა არ დავიწყებიათ ფინალურ დამაგვირგვინებელ ფაზაში. არ დაგვავიწყდეს, რომ შეტევა ყიდის ბილეთებს, ხოლო დაცვა იგებს ჩემპიონატს. ჩვენ 2006 წელს სულ ორი გოლი გავუშვით მთელს ტურნირზე.

მე ვხედავ კარგ პოტენციალს. ეს ბიჭები მოწყურებულები და ენთუზმიათ არიან სავსენი. კონტეს თამაში კი გუნდურობაზე და ერთიანობაზეა დამყარებული.

ტიაგო მოტას ათი ნომერი? როცა აძურიში ვთამაშობდი, ნომრები ანბანურად ან როლების მიხედვით იყო დანაწილებული. მაგალითად, ინგლისში მე 14 ნომერი მქონდა და ალბერტინი იყო ათი ნომერი, მე ცენტრში ვთამაშობდი, როგორც საკიმ გადაწყვიტა მაშინ. საერთოდ, ნომრების განაწილება ხშირად შეთანხმებით ხდებოდა და ამაზე არასოდეს მოგვსლია კონფლიქტი. როდესაც ნაკრებში ტოტისთან ერთად ვთამაშობდი, ჩვენ შეთანხმებულები ვიყავით ათიანის გაცვლაზე. მოტასთვის ათნომრიანი მაისურის მინიჭებაში მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.

კრიტიკას რაც შეეხება, ტურნირებზე ცუდი გამოსვლის შემდეგ ნაკრებს ყოველთვის ახასიათებდა ძლიერი ჩემპიონატის ჩატარება. რამდენადაც კონტეს ხასიათი ვიცი, დარწმუნებული ვარ, ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ. ასევე წავიკითხე თვითონ ფეხბურთელების ბევრი პოზიტიური აზრი და ეს კარგი ნიშანია.”

წყარო: Football Italia

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

1
Leave a Reply

avatar
1 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
0 Comment authors
Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

დადებს იტალია ჰედეგს დელპიერო

x