ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დემირალი:”მსურს იუვეში რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე”

დღეს კონტინასაზე მერიჰ დემირალი ჟურნალისტების წინაშე წარდგა:

“ჩემთვის აქ ყოფნა უდიდესი სტიმული და ბედნიერებაა! დიახ, ეს არის ახდენილი ოცნება, რომლისთვისაც ბევრი ვიშრომე..

კარგად მესმის, რომ ეს ყოველივე გრძელი და რთული გზის დასაწყისია..

მზად ვარ ძირითადი შემადგენლობისთვის ვიბრძოლო და მთავარ მწვრთნელს დავუმტკიცო, რომ ვიმსახურებ მოედანზე ყოფნას..

ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი ორი გამორჩეული მცველია, რომლებმაც გუნდთთან ადაპტაციაში დიდი დახმარება გამიწიეს..

განსაკუთრებული როლი ითამაშა ასევე ემრე ჯანმა რომელთანაც ჩინებული ურთიერთობა მაქვს, როგორც სამუშაო პროცესის დროს, ასევე მის მიღმაც..

იტალია დაცვითი მახასიათებლების პროგრესირებისთვის იდეალური ადგილია და მზად ვარ ბევრი ვიშრომო, რათა აქ რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე..

ბევრი საუბრობს მაურისიო სარის შემტევ ტაქტიკაზე, არადა არანაკლებ საინტერესოა მისი ფილოსოფია დაცვაში თამაშისას..

წლიდან წლამდე იუვენტუსის უმთავრესი მიზანი, არის თითოეულ ტურნირზე გამარჯვება.. დარწმუნებული ვარ, წლევანდელ სეზონში კლუბი საოცარ წარმატებას მიაღწევს და მაქსიმუმს გავიღებ, რომ გამარჯვებაში საკუთარი წვლილიც შევიტანო”.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

2
Leave a Reply

avatar
2 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
0 Comment authors
Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

:forza: :forza:

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

:forza:

x