ForzaJuve.Ge

დე ლიგტი:”იმედი მაქვს დაინახეთ, რომ შემიძლია გუნდისთვის წარმატების მოტანა”

გთავაზობთ მატაის დე ლიგტის მატჩისშემდგომ კომენტარს:

მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ინტერმა თავისი შეხვედრა წარმატებით დაასრულა და თუ ლიდერობის შენარჩუნება გვსურდა, მაშინ ფეხის დაცდენის უფლება არ გვქონდა.

შესაძლო 11 მეტრიანის ეპიზოდი? ბურთი უბრალოდ მომხვდა და წესების თანახმად, თუ ხელები ქვემოთ მაქვს დაშვებული ეს ჯარიმა არ არის.

ფაქტია, ახალ კლუბში გადასვლა ადაპტაციის პერიოდის გავლას გულისხმობს, რომლის მიმდინარეობისას სხვადასხვა სახის სირთულეებს აწყდები.

თუმცა, იმდენად კარგი გუნდი ვართ, სადაც უამრავი კარგი ადამიანი და პროფესიონალია შეკრებილი, რომ არაფერი გამჭირვებია.. მათგან მუდმივ თანადგომას ვგრძნობ!

იმედი მაქვს ამ საღამოს ყველამ დაინახა, რომ შემიძლია კლუბისთვის სარგებლის მოტანა.

ფანტასტიური მოთამაშეების გვერდით მიწევს თამაში.. გონსალო იგუაინმა საოცარი გადაცემა გამიკეთა, რის შემდეგაც გოლის გატანა აღარ გამჭირვებია.”

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

1
Leave a Reply

avatar
1 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
1 Comment authors
Del_Piero Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
Del_Piero
იუვენტინო

არ დაგვამადლა თავი?! :) მსაჯს უთხრას მადლობა რო პენალტი არ დაგვიდო. სასაცილოა უკვე ამის ხელით თამაში. ბუკმეკერები კუშს დაამატებენ მალე, მოხვდება თუ არა დე ლიხტს ბურთი ხელზე :)))

x