ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დე ლიგტი:”იმედი მქონდა, რომ ვითამაშებდი”

მატაის დე ლიგტს იმედი ჰქონდა, რომ მოახერხებდა პარმას წინააღმდეგ მოედანზე გამოსვლას:

“ბუნებრივია არჩევანის საშუალება რომ ყოფილიყო სათადარიგოთა სკამზე ყოფნას, თამაშს ვამჯობინებდი..

ორი აზრი არაა, რომ საწვრთნელი სესიის დროს ყველაფრის ათვისებას ვერ მოვასწრებდი, მაგრამ ველოდი პარმას წინააღმდეგ მოედანზე გამოსვლას.

მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივსცვემ.. მან უკეთ იცის თუ ვინ არის კონკრეტული მატჩისთვის მზად.

რეალისტი უნდა ვიყო.. იტალიაში იმ კლუბის რიგებში ვიმყოფები, სადაც მსოფლიოს ორი ერთ-ერთი საუკეთესო უკანახაზელი ირჯება..

ლეონარდო ბონუჩიმ და ჯორჯო კიელინიმ არაერთი სეზონის მანძილზე დაამტკიცეს, რომ უმაღლესი დონის მოთამაშეები არიან.

მომიწევს დავამტკიცო, რომ იუვენტუსის რიგებში ყოფნის ყოფნის ღირსი ვარ.

პირველმა ხუთმა კვირამ პოზიტიურად ჩაიარა და კმაყოფილი ვარ..

ფიზიკურად ეს იყო მძიმე სამუშაოები და ახლა უკვე თავს მეტად ძლიერად ვგრძნობ..

უშუალოდ დავალებების კუთხით, დიდი სხვაობა არ მაქვს.. აიაქსშიც მწვრთნელები მცველებისგან იგივეს ითხოვდნენ, რომ რაც შეიძლება მაღლა გვეთამაშა.

იტალიურ ენას ინტენსიურად ვსწავლობ.. სპეციალურ კურსებზე კვირაში ხუთჯერ დავდივარ და პროგრესით კმაყოფლი ვარ”.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

13
Leave a Reply

avatar
9 Comment threads
4 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
1 Comment authors
ALLENATORE Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

აქ რა შუაშია მარა მონაკო ყომარობს ამ წითელ ბარათებზე თუ რა მაფიაა…უეჭველი რაღაცა იმაზება თორე კაი რა მესამე ტური ზედიზედ

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

არ მომწონს ეს თავდასხმა რაა! ვაფშე დე ლიხტის მერე ძაან ცუდად იმუშავეს ბაზარზე. ჯერ ხო ვერ გაყიდეს ვერსად ღიპო და ეხლა იძახიან, რო თურმე ბედნიერები ვართ რო დაგვიბრუნდაო))) მოეყვანათ ბარემ იკარდი რაა. კაცი გაქცევაზეა) ნახევარდაცვა ხო ვაფშე რაა. მატუიდი-ხედირა იმენა უნდა გამორიცხო აწი და რაბიო კიდე რაც შემოვიდა აშკარად ვაფშე არ არის ფორმაში და რავი თუ ათამაშდა საერთოდ… გამოდის, რო ნახევარდაცვაში ისევ პრობლემებია)) მოკლედ ჯერ მანდამაინც ნათელ პერსპექტივებს ვერ ვხედავ)

ALLENATORE
იუვენტინო
ALLENATORE

დელიხტმა იცოდა მშვენივრად სად მოდიოდა ))) საკმარისი დრო ექნება )) კიელინი ვერ ითამაშებს ყველა თამაშსს ))) ტრავმები აქ ხშირად ))) დელიხტიც ისწავლის პოზიციურ თამაშსს )) მარტო სტანდარტებიდან გატანილ გოლებს თუ არ შევხედავთ ) პოზიციურად ბევრი შეცდომა აქვს )) ხოდა ბონუჩი კიელინის დონის ხალხი ბევრ გუნდში არ არის ) შესაბამისად ისწავლის ბევრ რამეს მაგათგან ))) ბონუჩი რატო უნდა წასულიყო ?? ))) ვის აქვს მაგაზე კარგი პასი ცენტრალურ მცველებში ) ბონუჩი ზუსტად სარის ფეხბურთისთვის არის იდეალური )) სარის კრიტიკას რაც შეეხება პირველივე ტურიდან :D:D ეგ არის აფსურდი ) ამ ეტაპზე მთავარი არის მოგება )) გუნდს აშკარად დრო დაჭირდება რო ითამაშოს ის ფეხბურთი… Read more »

ფიცხელა
სტუმარი
ფიცხელა

მართალი ხარ. რასაც 5 წელი აკეთებ 1 თვეში ვერ გადაეჩვევი. იანვრამდე იქნება ეპიზოდურად კარგი ეპიზოდურად ცუდი მატჩები მერე გაიშვებს ნელ ნელა სარის ხედვა

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

dges rac sastavi gvyavs ar yolia arasdros juves aseti shemadgenloba da aramarto juves bevr top klubs acadet da daideba yvelaferi… delixtic itamashebs da demiralic mtavaria remzi gamoketdes da udzlieresi naxevardacva iqneba maleve… deshilio matuidi da khedira wavides unda ogond

ფიცხელა
სტუმარი
ფიცხელა

აქ რას არ წაიკითხავ. ბონუჩი რატო უნდა გაუშვა??? ან ცენტრფორვარდის პოზიცია რატოა სუსტი იგუ მანჯუ რონალდო და დიბალა გვყავს რომლებიც 9 თამაშობენ რომელ გუნდს ყავს უკვეთესი შეტევა მართლა მაინტერესებს. ან რემზის და რაბიოს რას ერჩით თუ რადგან 80 მილიონი არ გადაიხადეს არ ვარგიან

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

რონალდო არ არის ცენტრალური თავდასხემლი, დიბალამ ბოლს როდის ითამაშა მემგონი თვითონაც არ ახსოვს და არც თვითონ და ტრენერმა იცის ვინგერია, ნეცტრალური თავდასხმელი, ცრუ ხრიანი თუ გამთამაშებელი…

რაც შეეხება ღიპოს და მანძუს – ყველა გრანდს უკეთესი ცენტრალური თავდასხმელი ყავს – მათ შორის რეალს ბენზემა – ბევრი აკრიტიკებს მაგრამ ყველა დროის ჩემპიონთა ლიგის მე-4 ბომბარდირია.

მსაგვსი შედეგი ღიპოს რომ ქონდეს ალბათ გასკდებოდა ღიპზე ტრაბახით…

ლაშა
სტუმარი
ლაშა

სავიჩი თუ მაღალი დონეა

OLD Juventus
სტუმარი
OLD Juventus

100 % იანი ეს კაცი, თუ იხდი მცველში 80 მილიონს უპიობოდ სასტავის კაცი უნდა იყოს და ამ შემთხვევაში ბონუჩი უნდა გაეშვათ ან თუ არ უშვებ იყიდე რა ის პოზიცია სადაც გიჭირს, წლებია ცენტრფორვარდი პრობლემაა გუნდში და წლებია მაღალი დონის ნახევარცველია მოსაყვანი – ამ თანხით სავიჩის ყიდვა შეიძლებოდა.

ყავთ ეხლა სამი მაღალი დონის ცენტრალური მცველი სკამზე…

წლებია მარჯვენა მცველი პრობლემაა, ძვლივს პერსპექტიული გამოჩნდა და გაყიდეს თუ გაცვალეს და მოიყვანეს ჟანგი, რომელმაც ვერცერთ გრანდში ფეხი ვერ მოიკიდა…

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

სავიჩი რატომ არის მაღალი დონის ნახევარმცველი? რემზიზე უკეთესი რითია მაგრად მაინტერესებს.

OLD Juventus
სტუმარი
OLD Juventus

რავი შარშანდელი სერია ა საუკეთოსო ნახვერცველად სავიჩი დაასახელეს…

მე არ დამისახელებია და მემგონი ბევრი რამეა ამით ნათქვამი და ამასთან ერთად სავიჩი ერთწლიანი ფეხბურთელი არაა, წლებია უკვე მაღალ დონეზე თამაშობს… :forza:

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ამან უკვე ბუტიაობა დაიწყო,ამის ფონზე წარმოიდგინეთ დემირალის სათამაშო დრო…არა რა სანამ ბონი კიელოა ვერ გაიხარებს მცველი იუვეში
ისე რუგანის დავტოვებდი და დემირალს გავალოანებდი სადმე,ცოდოა თურქი სათამაშო პრაქტიკის გარეშე

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ბონუჩის გაბენჩება შეიძლება ზოგჯერ და დელიგტის თამაში
ხედირა მატუიდი უნდა მოაშორო რა და ერთი ნორმალური ცენტრი თუნდაც სავიჩი მოიყვანონ რა

x