ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დე ლიხტისთვის ბრძოლა გრძელდება

მატიას დე ლიხტის საკითხი კვლავინდებურად აქტუალურია:

ტურინელები არ კარგავენ იმედს, რომ მოახერხებენ ნიჭიერი ჰოლანდიელი ცენტრალური მცველის გაფორმებას. ამ ეტაპზე აიაქსის კაპიტნის ღირებულება დაახლოებით 70 მილიონი ევროა.

საქმეში აქტიურად არის ჩართული კატალონიური ბარსელონა, რომლებიც დე იონგის გაფორმების შემდეგ აიაქსის მორიგ ვარსკვლავზე იწევენ..

თუმცა, როგორც იტალიური მედია იუწყება რაიოლასთან არსებული კარგი ურთიერთობის ფონზე, იუვენტუსი ესპანელთათვის სერიოზული კონკურენტია. ბიანკონერი ზაფხულისთვის დაცვის ცენტრალური ზონის გაძლიერებას პრიორიტეტულად მიიჩნევს.

შესაბამისად იტალიელები მაქსიმალურად ეცდებიან ამსტერდამელთა დაყოლიებას ზემოთხსენებულ ტრანსფერზე.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of

x