ForzaJuve.Ge

დუგლას კოშტა:”გოლამდე ბონუჩის და დიბალას დაველაპარაკე”

დუგლას კოშტა

ხვალ, იუვენტუსი მილანს დაუპირისპირდება.. მიუხედავად იმისა, რომ როსონერი ახლა იდეალურ პერიოდს არ გადის, ამ შეხვედრას აპენინებზე ყოველთვის განსაკუთრებულად ელიან:

ამ მოსაზრებას დუგლას კოშტაც იზიარებს, რომელიც ლოკომოტივთან მატჩის შემდეგ კარგ განწყობაზე იმყოფება:

“დიახ, ეს იმ ტიპის მატჩებში შედის, სადაც მოტივაცია არნახილად დიდია..

როსონერი უდიდესი ტრადიციების მქონე გუნდია და ახლა თუ პრობლემები აქვთ, ეს საერთოდ არაფერს არ ნიშნავს.

მილანთან შეხვედრა ყოველთვის საინტერესო და დინამიურია.

ლოკომოტივთან შეხვედრაში ტრეკუარტისტას პოზიციაზე გამოვედი და თავისუფალი სივრცის პოვნა გამიჭირდა.

მაგრამ შემდგომ ლეონარდო ბონუჩის და პაულო დიბალას დაველაპარაკე, რამაც შედეგი გამოიღო..

ფლანგზე გადაწეულს, მოვნახე თავისაუფალი დერეფენი, ხოლო გონსალო იგუაინმა არაჩვეულებრივი გადაცემა გამიკეთა, რომლის დახმარებითაც მიზნის მიღწევა უფრო იოლი გახდა.

ეს იყო ჩემი შესრულებით, ერთ-ერთი ულამაზესი გოლი და ბუნებრივია ემცოიების შეკავება გამიჭირდა.. ამიტომაც გავიხადე მაისური, რის შემდეგაც მთავარმა მსაჯმა დამსახურებული ყვითელი ბარათი მაჩვენა.”

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

1
Leave a Reply

avatar
1 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
1 Comment authors
იკა Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
იკა
სტუმარი
იკა

მართლა ფანტასტიური გოლი იყო, გაიარა მთელი ლოკომოტივი. უეფას საიტზეც მივეცი ხმა მაგ გოლს.
კოშტა არის მოთამაშე რომელიც სხვაობას ჰქმნის მოედანზე…

x