ForzaJuve.Ge

ევრა:”იუვე, დიდი მადლობა ყველაფრისთვის!”

“მეშინია იმ დღის, როდესაც ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება მომიწევს.. საბედნიეროდ ჯერჯერობით დრო მაქვს და სანამ ფიზიკურად შემეძლება გუნდისთვის სარგებლის მოტანა, საყვარელ საქმეს არ ჩამოვშორდები. ტურინში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, რადგან ჩემდამი დიდი პატივისცემა სუფევს.. ბუნებრივია ასეთი ყურადღება და მოპყრობა დადებით ემოციებს იწვევს.. მათ ორ წლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს, მაგრამ ჯერჯერობით სპორტულ შედეგზე ვარ კონცენტრირებული. სეზონის ბოლოს კი ერთად დავსხდებით მოლაპარაკებათა მაგიდაზე.. მერწმუნეთ რა სახის გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღოთ ეს 10 წუთზე მეტს არ მოითხოვს”..

ჩინეთი? აზია და მათი კულტურა მომწონს, მაგრამ საფეხბურთო არეალში იგი ჩემი მიზანი ნამდვილად არ არის.. ამბიციური ფეხბურთელისთვის სპორტულ მიღწევებს და მოტივაციას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ იუვესთან მორიგ სკუდეტოს მოვიპოვებ, მაშინ ეს იქნება ჩემს კარიერაში ბოლო 10 წელიწადში მეშვიდე ჩემპიონობა.. მსურს თავგადასავალი მაღალ ნოტაზე გაგრძელდეს.. ამიტომაც თუ ტურინიდან წასვლა მომიხდა, ისეთ გუნდს ავირჩევ, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

აღფრთოვანებით ვადევნებდი თვალს ძანეტის, გიგზის და მალდინის თამაშს.. მათ პრაქტიკულად 40 წლამდე იასპარეზეს. ჯერ კიდევ არის დრო და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ერთი რამ გადაჭრით შემიძლია განვაცხადო.. ევრო 2016-ის შემდეგ სანაკრებო კარიერას ნამდვილად არ დავასრულებ.. სანამ ქვეყანა თავად არ მეტყვის, რომ ჩემი სამსახური აღარ ჭირდება, მანამდე მსურს ეროვნული გუნდის ღირსების დაცვა”.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

6
Leave a Reply

avatar
5 Comment threads
1 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
3 Comment authors
რიკიforza bianconeriVIKINGბებერი ქალბატონი Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ბუფონის მერე ყველაზე დიდი ავტორიტეტი ამჟამინდელ იუვეში

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ევრე მაგარი კაცი ხარ

forza bianconeri
იუვენტინო
forza bianconeri

:love: სუარესის გოლზე უკეთესად შეეძლო თამაში, მაგრამ ბარძალის შეცდომა უფრო იყო მაგ ეპიზოდში. მე პატრისს უფრო ვენდობი ვიდრე სანდროს, დაცვაშიც მირჩევნია ევრა და შეტევაშიც. ამ ეტაპზე არ მომწონს ბრაზილიელი, იმედია მოუმატებს ეგეც და ევრას დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდება

რიკი
სტუმარი
რიკი

ხუმრობ ძმა , კი გამოცდილია და კლასია ევრა მარა სანდრო იმენა მონსტრია ტიპს ბურთი წაართვა პრაქტიკულად წარმოუდგენელია, ეგეთი ტექნიკური მარცხენა მცველი საუკუნეში ერთია, უძლიერესია, ძალიან ძლიერი დარტყმა, სასწაული ფიზიკური მონაცემები, გასაოცარი ტექნიკა და სისწრაფე, თან უნივერსალია რომელიც იდეალურად თამაშობს მარცხენა ვინგერადაც ბაიერნთანაც ეგრე იყო მარცხენა მცველი ევრას ეკავა და პრესინგიც იმიტო გამოდიოდა იდეალურად, ორივეს გამოყენება შეიძლება ერთად ფაქტია ამართლებს თან მაგრად, სანდროც ისეთივე მნიშვნელოვანი უნდა გახდეს გუნდისთვის როგორც პოგბა დიბალა და სხვები თან ძაან ახალგაზრდაა, მილანთანაც ძალიან მაგრად ითამაშა იმენა აწიოკებს ფლანგს განსაკუთრებით მაშინ თუ ვინგერად გადადის წინ არანაირ ფასად არ უნდა გაიყიდოს

VIKING
მოდერატორი

ევრა მაგარი კაცია.დელ პიერომაც აღნიშნა მისი როლი ბუფონთან ერთად მენტალიტეტის განსამტკიცებლად.სხვა თუ არაფერი,მარტო პოგბასთვის ღირს მისი დატოვება)) იმდენად დიდი ავტორიტეტია მისთვის.

ბებერი ქალბატონი
სტუმარი
ბებერი ქალბატონი

:forza: :forza: :forza:

x