ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ერთი სტატისტიკური ფაქტის შესახებ ‪(‎ავტორთა ბლოგი‬)

მიილია 2015–16 წლების „სერია A“–ს ზუსტად ნახევარი და ამ განვლილმა 19 ტურმა გარკვეული კონტურები მოხაზა იმისა, თუ რა შედეგები გვექნება 38 ტურის თავზე. ბუნებრივია, პროგნოზისტობა უმადური საქმეა და არც ჩვენ დავიჩემებთ ნოსტრადამუსობას, მაგრამ არის ერთი კონკრეტული სტატისტიკური ფაქტი და მსურს, თქვენი ყურადღებაც ამ
მომენტს მივაპყრო.

საქმე შემდეგშია…

1988–89 წლის „სერია A“–ს გათამაშებიდან მოყოლებული, ანუ მას შემდეგ, რაც იტალიის ჩემპიონატში მონაწილე კლუბთა რაოდენობა 16–დან 18–მდე გაიზარდა, სკუდეტო არასოდეს(ცხადია, არის გამონაკლისი და ამ გამონაკლისზე ქვემოთ ვისაუბრებ) მოუპოვებია გუნდს, რომელსაც სეზონის ბოლოს 4–ზე მეტი მარცხი ჰქონდა. ეს სტატისტიკა არც მას შემდეგ დარღვეულა, რაც კალჩოში წარმომადგენელთა რაოდენობა 2 ათეული გახდა. პირველი 20 გუნდიანი ჩემპიონატი 2004–05 წლებში გაიმართა.

თუ ამ სტატისტიკას ვერწმუნებით, აქედანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასკუდეტო მარათონს თავიდან მოაზრებული ლიდერებიდან „ფიორენტინა“ და „მილანი“ უკვე გამოკლებულია. პირველს 5 მარცხი მოეძევება ყულაბაში, ხოლო მილანელთა ანგარიშზე ექვსი დაშვებული ალამია. რაც შეეხება იმ გუნდების რაოდენობას, რომელთაც ჯერაც არ გადაულახავთ საკაპიტულაციო 4 მარცხიანი მიჯნა – 5 შეადგენს. ესენია: „ნაპოლი“(2 მარცხი), „იუვენტუსი“(4), „ინტერნაციონალე“(4), „რომა“(3) და კერკეტი „სასუოლო“(3).

აღნიშნული ხუთეულიდან ბოლო წარმომადგენლის საჩემპიონო ამბიციებზე მსჯელობა თქვენთვის მომინდვია. რაც შეეხება რომაელებს, მიუხედავად არადამაჯერებელი ასპარეზობისა, მათ მაინც შესწევთ ძალა გაიბრძოლონ. პირადად ჩემი აზრით, მათი მთავარი მტერი მათსავე მენტალიტეტში იმალება. თუ მათ შეძლეს ამ ნაკლის აღმოფხვრა, შეიძლება რამეს ელოდოს გულშემატკივარი, მაგრამ ვიცით რა მათი „სტაბილური ჩავარდნების“ შესახებ, შეგვიძლია ვთქვათ – ვერც რომაელთა ამბიციები ისახება ნათელ ფერებში.

რჩება 19 ტური და რეალური სამი პრეტენდენტი. აღნიშნული სამეულიდან, „ინტერი“ და „იუვე“ ზღვარზე დგანან. ერთი მარცხიც და სკუდეტო ჰორიზონტიდან იკარგება. მილანელები იმდენად ჩახლართულ ფეხბურთს გვთავაზობენ, რომ მათ შანსებზე საუბარი უმადური საქმეა. თითქოს დაცვის სიმტკიცით გამოირჩევიან, მაგრამ არის შემთხვევები, როცა სწორედ დაცვაა ყველაზე უმწეო რგოლი. თუმცა, ვერ იმას იტყვის ვინმე, რომ მანჩინის კრებული დაუმსახურებლად იყოფს მეორე–მესამე ადგილს ტურინულ გრანდთან. ამდენად, თავს შევიკავებ მათზე რაიმე ვთქვა. დაე, მკითხველმა თავად შეაფასოს მათი ავ–კარგიანობა.

სანამ განვიხილავთ „შავ–თეთრებს“ და მათ ასპარეზობას, მანამ ორიოდე სიტყვა ვთქვათ მაურუციო სარის სამწყსოზე. პირდაპირ ვიტყვი – მე ასეთი ძლიერი ნეაპოლიტანური კლუბი არასოდეს მინახავს. არ მოვსწრებივარ კონგენიალური ათიანის „ნაპოლს“ და მათ შესახებ მხოლოდ წაკითხულით ვიცი, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს თერთმეტეული ყველაზე ძლიერია იმ ლეგენდარული გუნდის შემდეგ. ის ორი მარცხიც ამას ადასტურებს. რაც ყველაზე ღირებულია, მობურთალებს აქვთ თავდაჯერება. ეს უპირველესად იგრძნობა საერთო გუნდურ მენტალიტეტში. ცხადია, ეს მათ თამაშშიც შესაბამის ასახვას ჰპოვებს; ძალიან პროდუქტიულ თავდასხმას ზურგს უმაგრებს შეთამაშებული ნახევარდაცვა და რაც ასე მნიშვნელოვანია, საკმაოდ კარგი დაცვა და საიმედო მეკარე. აქედან გამომდინარე, ქება და კვლავ ქება აქამდე არაფრით გამორჩეულ 57 წლის სპეციალისტს და მის „პატარა ვირებს“. ნეაპოლელთა მთავარი დაბრკოლება იქნება ევროარენა(რამდენად ეყოფათ ძალები ორივე ფრონტზე სათადარიგოთა სკამის გათვალისწინებით) და… „იუვენტუსი“! ყოველ შემთხვევაში, ამჟამინდელი მათი სატურნირო მდგომარეობა სრულიად დამსახურებულია და ეს გუნდი მიმაჩნია ჩვენს მთავარ კონკურენტად, ხოლო რა იქნება სეზონის ბოლოს, ამას ერთად ვნახავთ.

დადგა დრო ტურინელ „ქილერებზეც“ ვისაუბროთ. როგორც უკვე ავღნიშნე, „იუვეს“ წაგებათა ლიმიტი შევსებული აქვს. უდაოა, ურთულესი იქნება დარჩენილი ნახევარი სეზონის წაუგებლად ჩამთავრება. ამდენად, ერთი მარცხიც და „ბებერი ქალბატონის“ სასკუდეტო მიზანი ჩაილურის წყალს დალევს, მაგრამ ჩვენ გვახსოვს, რომ ამ სტატისტიკასაც აქვს გამონაკლისი… და ვინ დაარღვევდა იტალიაში რაიმე კანონზომიერებას თუ არა ტურინული გრანდი?! დიახ, სტატიის დასაწყისში აღნიშნული გამონაკლისი სწორედ ტურინელებს შეეხება. 1994–95 წლების გათამაშება, რომელშიც 18 გუნდი მონაწილეობდა, „იუვემ“ პირველ ადგილზე დაასრულა 73 ქულით. აღსანიშნავია ის დეტალი, რომ „ბებერ ქალბატონს“ საბოლოო სატურნირო ცხრილის წაგებათა გრაფაში 7(!!!) ეწერა. მსგავსი რამ, შემდეგ არათუ არ განმეორებულა, არამედ ყოფილა შემთხვევები, როცა გუნდს 2 ან 3 წაგება ჰქონდა და ჩემპიონი ვერ გამხდარა. ეს ყოველივე „სერია A“–ს სპეციფიურობაზე მიუთითებს.

მეორე გამონაკლისიც „ზებრებს“ ეხება. 2012–13 წლების სეზონში ტურინელებმა ხუთი მატჩი დათმეს და ისე იზეიმეს ჩემპიონობა, მაგრამ აქ ისაა მნიშვნელოვანი, რომ მეხუთე მარცხი უკვე გაჩემპიონებულმა კლუბმა განიცადა. ალბათ, ბევრს ემახსოვრება ბოლო ტურში კონტეს გუნდის საგარეო მარცხი „ლუიჯი ფერარისზე“ ანგარიშით 3–2. სხვათა შორის, იმ სეზონში „სამპდორიამ“ ორივე მატჩში მოახერხა ტურინელთა ძლევა. ფაქტია, თუ სტატისტიკა ირღვევა ისევ და ისევ „ბებერი ქალბატონის“ მიერ. ესაა კლუბი, რომელსაც იტალიაში ყველაფერი ხელეწიფება და არა მარტო აპენინებზე…

ამგვარად, ჩვენი მიმოხილვითი შინაარსის სტატია აგებული იყო სტატისტიკურ ფაქტებზე, რასაც შეიძლება ბევრმა უნდობლობაც გამოუცხადოს(როგორც მარკ ტვენი იტყოდა: „ტყუილი სამი სახისაა: ტყუილი, უსირცხვილო ტყუილი და სტატისტიკა“), მაგრამ ჩვენი მიზანი არც ყოფილა რაიმეს გადაჭრით მტკიცება. ერთი რამ კი უდაოა – წინ საკმაოდ დაძაბული და საინტერესო ცხრამეტი ტური გველის და დიდი იმედი გვაქვს, რომ სეზონის ფინიშზე კვლავინდებურად ვიხილავთ ჩვენს ჭარმაგ კაპიტანს სკუდეტოთი ხელდამშვენებულს.

სტატია მომზადებულია „იუვე–ლირის“ მიერ

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

18
Leave a Reply

avatar
13 Comment threads
5 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
2 Comment authors
თევზები1Di Francesco # 1Del_Pierojuventino ika Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
თევზები
სტუმარი
თევზები

კარგი სტატისტიკური მიმოხილვა შემოგვთავაზეთ…..მაგრამ არსებობს მეორე არანაკლებ საინტერესო სტატისტიკა:იტალიაში ზამთრის ჩემპიონი ვინც კი გამხდარა 70% სკუდეტოთი ხელში გვევლინება სეზონის ბოლოს!

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ხელფასები თუ არ მოუმატეს არასოდეს,სხვანაირად აზრი არ აქვს,ვიქნებით სულ ტოტენჰემი,არსენალი და ასე შემდეგ

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

მოკლედ პოგბა გვტოვებს ესეგი ზაფხულში :(((( ეჰ დავრჩებით ამ ხახანახირის შუახაზით :((( ბლინნნ …როდის გახდეაბა იუვე ვარსკვლავების გუნდი რაა დავიტანჯე

1
სტუმარი
1

კონდე მართლაც სასწაული მწვრთნელია და უმაგრესი ადამიანი. მაგრა ამ ალეგრისაც რას ერჩით? კი ბაზარი არაა წელს კარგი სტარტი არ ქონდა მაგრამ რომ ამოქაჩა ეგეც დასაფასებელია არაა მართლა ეგრე..

პ.ს. თუ ივე ბავარიას გასცდება გთხოვთ ალეგრი ცოტა მეტად დააფასოთ. :chuvak:

Di Francesco # 1
იუვენტინო
Di Francesco # 1

კონტეს გუნდია იუვე კონტეს მოსვლამდეც, კონტეს მოსვლის დროსაც და კონტეს წასვლის მერეც, შეხედეთ კონტეს და მერე შეხედეთ იუბვეს და მიხვდებით რო კონტე და იუვე ერთიდაიგივეა. ბოლომდე მებრძოლი, გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე, სამართლიანი, წარუმატებლობის დროს მთავარი ღირებულებების შემნარჩუნებელი და კიდე ბევრი მნიშვნელოვანი თვისებებია რაც კონტეს და იუვეს აერთიანებეს, იუვეს სახე თუ ვინეა ყოფილ იუვენტინეობს შორის ერთერთი პირველი არი კონტე, იუვე რო ადამიანი იყოს კონტე იქნებოდა :chuvak:

Del_Piero
იუვენტინო

ძალიან საინტერესო და კარგი ქართულით დაწერილი სტატიაა (რაც იშვიათობაა ჩვენს დროში). დიდი მადლობა ავტორს. თამაშის ხარისხით ნაპოლი ნამდვილად ძლიერი კონკურენტია, მაგრამ ერთ ფეხბურთელზეა დიდად დამოკიდებული. თან სარიც გამოუცდელია და რაღაც ეტაპზე უმტყუნებს ალბათ ნერვები. უეჭველი ექნება ჩავარდნა ნაპოლის და უნდა ვისარგებლოთ.

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ამ საიტზე შემოვდივარ დღეში მინიმუმ 20ჯერ,ძაან მაგარი საიტია და მადლობა ადმინებს! კომენტარებს ძაან იშვიათად ვწერ, მაგრამ ეხლა რო არ დამეწერა არ შემეძლო) ალეგრის და გვარდიოლას შედარებას მინდა გამოვეხმაურო. დავიწყებ იმით რო ეს კონტეს გუნდიაო რო ამბობს ზოგიერთი, სეზონის დასაწყისში არ იყო კონტეს გუნდიი? თუ მოგებები რო დაიწყო მაშინ გახდა ისევ კონტეს გუნდი?)) იუვემ რო ამოქაჩა პირველ რიგში ალეგრის დამსახურებაა. კონტე კონტეო გაიძახით და 3-5-2 ყელში ამოვიდაო და კონტემ რასაც მიაღწია,მიაღწია ამ ტაქტიკით,მთავარია გუნდი იგებს და როგორ,რანაირად და რა ტაქტიკით ეგ მეორე ხარისხოვანია! რაც შეეხება გვარდიოლას, გვარდიოლას პირადად მე ვაღიარებ მაშინ როცა სიტყვაზე რომას,ნაპოლის ან ინტერს გაწვრთნის და მოიგებს სერია ას,… Read more »

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ძალიან მართალი ხარ და გეთანხმები ყველაფერში,ძალიან მაინტერესებს გვარდიოლა რას იზავს იუვენტუსით სადაც ძლივს ყიდულობენ ფეხბურთელებს და ძირითადათ არენდით და დამთვარებული კონტრაქტენით მოყავთ ფეხბურთელები,რას იზავს მაგალითად მილანში სადაც ბაკა ყველაზე მაგარი ვარსკვლავია,ბაკა რომელიც პირლოს დრო მილანში სასტარტოში საერთოდ ვერ მოხვდებოდა,მაინტერესებს რას იზავს ინტერში სადაც თითქმის ყველა გვარი იჩით მთავრდება.ის გუნდები სადაც გვარდიოლა მუშაობს მეც მივაღწევ რაღაცას,მართლა შEეშვით ალეგრის და გვარდიოლას შედარებას,არაფრით არ ჩამოუვარდება ალეგრი გვარდიოლას ტაქტიკოსობაში და პირიქით იქნებ ჯობდეს კიდეც ერთნაირ გუნდებში რო ამუშაო

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

რა გალათარაია რაგაც ცრუ ინფორმაცია იქნება. ისე მაინც არ წავა ასე მგონია. :forza:

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

zazas galatasarayshi gadasvlis shesaxeb rame icit? turqetshi gazetebshi weren ukve modiso :)

1juve
სტუმარი
1juve

Padoini araa ligis ganacxadshi da varskvlavuri fexburteli vis magivrad gvinda? Markizios da pogbas magivrad? Bonuchi kielini? Lixshtaineri sandrodi? Xedirasi? Tu dibala manjukichis? Dibalaze me arafers AR vityvi, chemgan magis qeba araseriozuli iqneba Mara manjuka Kia varskvlavi, me radgan AR vqomagob AR nishnavs ro cudi fexburtelia, manjukichi bevr ramashshi seriozulad daexmareba iuves ligaze.
skamze kide varskvlavi AR dagbijdeba vinc gvizis barzali evra sturaro zaza esec sakmarisze metia skamistvis

juventino ika
სტუმარი
juventino ika

Reali barca bavariis sastavs rato adareb Ra xedira lixshta da Zaza Kai Ra manjukichi sashualo donisaa pogba droebitia kielini bonuchi jiji markizio bz araa dybalas bevri aqvs dasamtkicebeli morata Ro Kai yopiliyo aravin gamoushvebda bardzali daberda lemina da ernaneshi lijbi vinme eyidat eg pontia modit vagiarot I’m 3 eultan mainc shorsvart dzmao

1juve
სტუმარი
1juve

Im sameulamde misvlas etapobrivi ganvitareba wirdeba, 1 sezonshi da 2 sezonshi ver gaxdebi barsas donis, racarunda kargi fexburtelebi iyido. Tan vin gvazlevs mag karg fexburtelebs romc gvindodes yidva? Mag sameulidan varskvlavi iuveshi AR wamova da sxva klubis gapiarebul kide vitom varskvlavshi 50 milinis gadaxdad jobia Shen tviton agmoachino pogba, rugani, zaza, sturaro da inini gaxado 50 milioniani fexburtelis done.
barsa ro gaxda msoflios sauketeso klubi realis da bavariis wamyvani motamasheebis gadabirebit AR gamxdara

juventino ika
სტუმარი
juventino ika

Bz araa magram exla gadaxede barcas transferebs girseuli shevseba midis da chventan samwuxarod pirlo Vidal tevesi conani ver chaamacvles jmotobis gamo … Zaza da dybala gadawyvetili tema iyo alexaandros shemtxvevashi gagvimartla danarcheni lijbi transfer is pontshi gaketda

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

იმ სამეულამდე მართლა დრო ჭირდება რო მიხვიდე და მართლა უნდა აღმოაჩინო ფეხბურთელები თორე ვარსკვლავებს რეალი,ბარსა და ბავარია შენ არც მოგყიდის და არც არავინ გადმოვა,ჯერ ერთი იმიტომ რო დაბალი ხელფასები აქვთ აქ,მერე მეორე ერთს კაის დაითრევენ და მეორეს გაყიდვის საშიშროება ეგრევე დღის წესრიგში დგას,(მაგალითად,დიბალა მოიყვანეს პოგბას გაყიდიან)აი ამეებით მაგ სამეულს ვერ დავეწევით,ეგენი თუ ვინმეს გაყიდიან მხოლოდ იმიტომ რომ იმაზე უკეთესი მოყავთ და არა იმიტომ რო იუვეს ეხლა რეჯისტა და ფანტაზისტა ჭირდება და მაგის ხარჯზე პოგბა გაყიდიან.აი ეს პრობლემებია იუვეს წინაშე და ჩემი აზრი არის ის რომ უნდა ავიდნენ ჯერ მაგ სამეულის სტანდარტებზე,ანუ ხელფასები გაადიდონ რო ფეხბურთელები არ გაგვექცნენ და მეორე,მოიყვანენ ყოველ… Read more »

იკა ჯუვენტინო
სტუმარი
იკა ჯუვენტინო

შესანიშნავი სტატიაა ,, რაგაცას დავამატებდი იქნებ მეგობრებო ერთხელ 2 ადგილზე გავიდეთ იქნებ ეგ ისეთი სტიმული გახდეს გუნდის ხელმზგვანელობისტვის რომ გაიგონ ერთხელ და სამუდამოდ პადოინებით ლიგას ვერ მოიგებ და ეს სკუდეტოტი გამოწვეული თვითკმაყოფილება რო აგარ ეკნებათ შეიძლება 2-3 ტოპ ტრანსფერი გაჩარხონ ვივუსის და განვადებების გარეშე

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

კაი სტატია :forza:

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ძმაო გაიხერე მაგარი სტატია იმედიც არის და ჰანსიც. წარმტებებები იუვესთან ერთად. და დიდი მადლობა კიდე ასეთი კარგი სტატისთვის. :forza: :forza:

x