ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური პრესა: “ალეგრი ნედვედმა დაითხოვა”

იტალიელმა ჟურნალისტებმა ალეგრის წასვლის შემდეგ დაიწყეს გამოძიება თუ ვინ იყო “შეშლილის” გაშვების ინიციატორი. Corriere della Sera-ს თუ დავუჯერებთ კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა შეძლო ანიელის და გარემოცვის დარწმუნება იმაში, რომ გუნდს ახალი მწვრთნელი ესაჭიროება და ცვლილებების დრო დადგა.

გამომცემლობას თუ დავუჯერებთ ნედვედსა და ალეგრის შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბული ყოფილა რიგი მიზეზების გამო.

“იუვენტუსის” ვიცე-პრეზიდენტი თვლიდა, რომ ალეგრიმ გუნდში თავისი თავი ამოწურა და გუნდს მეტ სარგებელს ვერ მოუტანდა.

უთანხმოება იყო იგივე პაოლო დიბალას საკითხზე, მაქსს არგენტინელის გასხვისება სურდა, ხოლო ნედვედი მიიჩნევს რომ “ლა ჯოია” იუვეს მომავალია.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალეგრის კიდევ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გასხვისება სურდა, რასაც ჩეხი კატეგორიულად არ ეთანხმებოდა, ამიტომაც მან ანიელის მსგავსი სახის ულტიმატუმი წაუყენა – “გუნდში ან ალეგრი დარჩება, ან მე”. 

ნედვედს, რომ “იუვენტუსში” დიდი გავლენა აქვს სეზონის დასაწყისშიც ვიხილეთ, როდესაც კლუბის გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ “იუვედან” წასვლის შესახებ გამოაცხადა.  მაშინაც აღნიშნული ფაქტი გარკვეულწილად ნედვედთან კონფლიქტს მიაწერეს.


გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

5
Leave a Reply

avatar
5 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
0 Comment authors
Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

კონტე იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი.

შურა ბალაგანოვი
სტუმარი
შურა ბალაგანოვი

და კონტეს მოყვანას ჩალიჩობს. საღოლ პავლუშა საღოლ. არც ისეთი ასაკოვანია, რო თქვა რო ბებრული მარაზმი დაეწყოო. :blin: :blin:

ტრიდე
სტუმარი
ტრიდე

ეე ნედვედ თავში ხო არ გივარდება უფროსობა

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ანიელიც არ გაუშვას ამან :დდდდდდ

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

საღოლ ნედვედ! ტყუილად არ მევასება თურმე ეს კაცი. საღმა აზრმა გაიმარჯვა. ვერ აიტანა კაცმა ამ იუვენტუსის ყურება. იცის და გამოცდილი აქვს რას ნიშნავს ვარსკვლავურ იუვეში თამაში, ნამდვილი მეომრების გარემოცვაში. :forza: