ForzaJuve.Ge

პაოლო როსი

პაოლო როსი – მეოცე საუკუნის ერთ ერთი საუკეთესო ფორვარდი , ფეხბურთისადმი სიყვარულმა მამისმა გაუჩინა , ვიტორიომ – რომელიც ფლორენციული ფიორენტინის თავგადაკლული გულშემატკივარი იყო . სწორედ მან შეიყვანა 10 წლის ბიჭუნა ჯერ „ ამბროზიანა „ -ში ადგილობრივ საფეხბურთო კლუბში , ხოლო შემდეგ „ კათოლიკა ვირტუსში „ .

დაბადების ადგილი და თარიღი : 23 სექტემბერი 1956 წელი . სანტა ლუჩია ( იტალია )
ამპლუა – ფორვარდი
კარიერა ( იუვენტუსი ( 1973 – 75 , 1981 – 95 )
კომო ( 1975 – 76 )
პერუჯა ( 1979 – 81 )
მილანი ( 1985 – 86 )
ვერონა ( 1986 – 87 )
დებიუტი იუვენტუსში ჰქონდა 1973 წელს .
ტიტულები
იტალიის ჩემპიონი – 2 ჯერ ( 1982 , 1984 – იუვენტუსი )
იტალიის თასი – 1 ( 1983 – იუვენტუსი )
თასების თასი – 1 ( 1984 – იუვენტუსი )
ევროპის ჩემპიონტა თასი – 1 ( 1985 – იუვენტუსი )
ევროპის სუპერ თასი – 1 ( 1984 იუვენტუსი )
მსოფლიო ჩემპიონი – 1 ( 1982 – იტალიის ნაკრები )
პირადი ჯილდოები
საუკეთესო ბომბარდირის წოდება – 1 ( 1977 – 78 – იუვენტუსი )
მსოფლიო ჩემპიონატის საუკთესო ბომბარდირი – 1 ( 1982 – იტალიის ნაკრები )
ოქროს ბურთი (France Football ) – 1 ( 1982 – იუვენტუსი )
ოქროს ბურთი ( FIFA ) – 1 ( 1982 – იუვენტუსი )
ოქროს ბუცი (FIFA ) – 1 ( 1982 – იუვენტუსი )
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი – 1 ( 1982 – იუვენტუსი )
გოლები
იტალიის ჩემპიონატი – 82 ( აქედან 24 იუვენტუსის შემადგენლობაში ) – 215შეხვედრაში
იტალიის ნაკრები – 20 – 48 შეხვედრაში .
” ბომბარდირად იბადებიან , თუმცა შემდეგ არის აუცილებელი პროფესიონალური ზრდა , რათა ტალანტი არ დაიკარგოს შენში . აუცილებელია თავიდანვე გქონდეს ერთი თვისება „ გაჩნდე იქ სადაც არ ელოდებიან და გაიტანო გოლი „ .
პაოლო როსი
არარის იშვიათი ის რომ მშობლებს სურთ საკუთარი აუხდენელი ოცნება მათი შვილების დახმარებით აიხდინონ . თუმცა ეს ხშირად არ გამოდის . თუმცა დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარი – ნამდვილად რომ გამორჩეულია .
პაოლო როსი – მეოცე საუკუნის ერთ ერთი საუკეთესო ფორვარდი , ფეხბურთისადმი სიყვარულმა მამისმა გაუჩინა , ვიტორიომ – რომელიც ფლორენციული ფიორენტინის თავგადაკლული გულშემატკივარი იყო . სწორედ მან შეიყვანა 10 წლის ბიჭუნა ჯერ „ ამბროზიანა „ -ში ადგილობრივ საფეხბურთო კლუბში , ხოლო შემდეგ „ კათოლიკა ვირტუსში „ .
უკვე 15 წლის როსის აღარ ჭირდებოდა , არანაირი კლუბის გამოცვლა და სადმე მორგება , მისმა ბედმა როგორც ჩანს ინება დაკავშირებოდა ბებერ ქალბატონს . თუმცა პირველი ცდა იუვეში წარმატებით არ დასრულებულა . 2 წლის შემდეგ მისი გადასვლიდან ბიანკონერიში , იგი ტრავმები გაიტანჯა . საბოლოო ჯამში მას გაუკეთდა სამი ოპერაცია და ერთი ფეხიდან ორი ძარღვი ამოუღეს , ხოლო მეორედან ერთი . მისი მომავალი კარიერა ნისლიან ბურუსში გაეხვა .
1975 წელს 19 წლის როსი განათხოვრებულ იქნა იუვეს მიერ კომოში . გათვლილი იყო რომ ეს გუნდი სეზონის ბოლომდე გამოცდიდა ფეხბურთელს ბრძოლაში , ხოლო უკვე ამის შემდეგ დააბრუნებდა უკან . ასეთ შემთვევაში კი რათქმაუნდა ფული იუვემ გადაიხადა და არა კომომ .
შედეგი საკმაოდ არადამაჯერებელი იყო . როსი 6 შეხვედრაში გამოვიდა მოედანზე თუმცა მნიშვნელოვანი არაფერი არ გაუკეთებია .
ერთადერთი ადამიანი რომელიც განაგრძობდა რწმენას მისდამი იყო მხოლოდ და მხოლოდ მისი მამა , შემდეგ პაოლო არაერთხელ განაცხადებს რომ სწორედ ეს ფაქტორი დაეხმარა მას გაეგრძელებინა საკუთარი ბედის ძიება .
მან ეს შეძლო . თავდაპირველად მწვრთნელი სახით . იმიტომ რომ ყველა სპორტსმენისათვის აუცილებელია შეხვდეს საკუთარ დამრიგებელს . იტალიელი გოლეადორისათვის კი ეს გახდა ჯანბატისტა ფაბრი .
მან პაოლო მიუხედავად ძლიერი ფიზიკური მონაცემების არ ქონია , დააყენა ცენტრ ფორვარდათ , თუმცა მანამდე მწვრთნელები მას მარჯვენა ან მარცხენა შემტევ ფეხბურთელად მიიჩნედნენ .
პირველი სეზონში როსი არამარტო მეორე დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა , არამედ დაეხმარა საკუთარ გუნდს ამოსულიყო სერია ა-ში .
ამ დროს კი იუვენტუსი აქტიურად ეძებდა იმ მომენტში გაბრწყინებული ბონინსენიეს შემცვლელს . როსის არ ივიწყებდნენ , თუმცა არჩევანი საბოლოო ჯამში პრუცოსა ან ვირდისონს შორის უნდა გაეკეთებინათ . უკვე ნახევარი წლის გასვლის შემდეგ ნათელი გახდა რომ იუვეს მესვეურებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს .
გავიხსენოთ რომ , ვიჩენცამ ფეხბურთელზე თანამფლობელობის ნახევარი იუვესთან გაიყო , სეზონის მეორე ნახევარში კი ბიანკონერიმ თხოვნით მიმართა მათ რათა ფეხბურთელი სეზონის მეორე ნახევარში დაეთმოთ , თუმცა საქმე ასე ადვილად არ იყო . შედგა საიდუმლო გაყიდვა ფეხბურთელის . ეს კი ითვალისწინებს შემდეგ რამეს , იდება ორი კონვერტი გუნდებისა რომელიც უფრო მეტ თანხას ჩადებს ფეხბურთელი სწორედ მას ერგება . ვიჩენცას კონვერტში 3 მილიონი აღმოჩნდა , ტურინელებმა კი მხოლოდ და მხოლოდ 1.5 მილიონი გაიმეტეს .
იმ სეზონში ბებერმა ქალბატომა კი გაიმარჯვა და გახდა იტალიის ჩემპიონი , თუმცა ვიცე ჩემპიონი სწორედ ვიჩენცა გახდა , ხოლო ჩემპიონატის საუკთესო ბომბარდირი 21 წლის როსი რომელიც უფრო და უფრო შორდებოდა იუვეს .
იმავე სეზონში ფეხბურთელს დებიუტი ჰქონდა იტალიის ნაკრებში , სწორედ მაშინ მოხდა მისი და სკუადრა აძურის ლეგენდარული მწვრთნელის ენცო ბეარზოტის პირველი შეხვედრა . ისე ჩანდა რომ მას არ ეღირსებოდა 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება რომელიც არგენტინაში უნდა ჩატარებულიყო . თვითონ ფეხბურთელსაც არ ჰქონდა იმედი იმის გამო რომ მაშინ ნაკრებში ასპარეზობდნენ პრუცო , ნოველინო , სავოლდი და გრაციანი . მაგრამ ადამიანები ხშირად ცდებიან . შეცდა ასევე ჩვენი გმირიც .
უკვე პირველსავე შეხვედრაში ვერ გამოიჩინა ვერაფრით თავი ფრანგების წინააღმდეგ გრაციანიმ და მის ნაცვლად მოედანზე პაოლო როსი გამოვიდა . სწორედ მან გაიტანა გაამრჯვების გოლი მეორე შეხვედრაში რომელმაც გამარჯვება მოუტანა ნაკრებს . სულ მან 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა , შეძლო გაეტანა 3 გოლი და ასევე გახდა მსოფლიო ჩემპიონატის აღმოჩენა .
ასეთ დროს ვარსკვლავი უნდა ციმ ციმებდეს და ციმციმებდეს , მაგრამ … შემდეგ სეზონში გუნდი იკავებს 15 ადგილს , მიუხედავად იმისა რომ 15 გოლის გატანა შეძლო , გუნდი კვლავ სერია ბ-ს დაუბრუნდა . ხოლო საკუთარი მარგალიტი პერუჯაში გაანათხოვრა . აი იქ დაიწყო ცნობილი „ ტოტონეროს „ სკანდალი , რომელმაც კინაღამ ჯვარი დაასვა ფეხბურთელის კარიერას .თუმცა არის კარგი გამოთქმა „ არ იყო ბედნიერება , თუმცა უბედურებამ უშველა „ . საქმე ტოტალიზატორს და შეთანხმებულ შეხვედრებს ეხებოდა . როსი შეთქმულებაში დაადანაშაულეს . ლაპარაკი პერუჯა აველინოს დაპირისპირებას ეხებოდ , მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა , მოლაპარაკების გზით .
იტალიის ფედერაციის ვერდიქტით , პაოლო ფეხბურთს 3 წლით ჩამოაშორეს . თუმცა შემდეგ გაახსენდათ რომ 1982 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოდიოდა და სასჯელი 1 წელზე დაიყვანეს , 1982 წლის 30 აპრილამდე . თუმცა ერთი რამ მაინც გაუგებარი რჩება , რაში ჭირდებოდა ამ ადამიანს ამ გარიგებაში მონაწილეობა , როცა ქრთამი მის 1 კვირის ხელფასზე მეტი არ იყო . საქმე მეტად ბნელი იყო .
რაღაცა დროის გასვლის შემდეგ თავად ფეხბურთელი ასეთ შეფასებას უკეთებდა ამ ყველაფერს „ მე არაფერი ცუდი არ გამიკეთებია , მაგრამ საუბედუროდ იმ დროისათვის მე ერთ ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურა ვიყავი იტალიაში , ფედერაციას კი ზუსტად ასეთი კაშკაშა ვარსკვლავი ჭირდებოდა , რომ ყველასათვის დაენახებინათ „ საჭიროების შემთხვევაში არავის დავინდობთ „ . ერთი სიტყვით ასეთი ჩემი ბედისწერა „ .
იქნებოდა გასაკვირი რომ იუვენტუს არ ემოქმედა ბოძებული შანსით . ბიანკონერიმ სულ რაღაც 1 მილიონ დოლარად შესძლო ვერონადან მისი გამოსყიდვა . როსიმ მოასწრო კიდევაც 1981-82 წლის სეზონის ბოლოს სამი შეხვედრის გამართვა .
თუმცა , გზად ესპანეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი იდგა . . .
დასაწყისში ფაქტიურად მთელი ქვეყანა გაიყო მომხრეებად იმისა რომ როსი ყოფილიყო მთავარი დამრტყმელი ძალა იტალიის ნაკრების შემადგენლობაში . ვინც წინააღმდეგი იყო ისინი უპირატესობას პრუცოს , გრაციანის და ალტობელის ანიჭებდნენ . მეტად ავტორიტეტელი პერსონა ელენიო ერერა თვლიდა : „ მას ფეხები ეხლა უფრო მსუბუქად ექნებათ , მაშინ როდესაც სხვა ფორვარდები უფრო მძიმედ იქნებიან მომქანცველი სეზონის შემდეგ „ .
თუმცა , ენცო ბეარზოტმა ძალიან კარგად იცოდა ყველა მათთაგანის დამსახურება და პაოლო როსი ჯერ 40 ფეხბურთელა რიცხვში შეიყვანა , ხოლო უკვე დისკვალიფიკაციის გასვლის შემდეგ საბოლოო სიაში შეიყვანა რომლებიც მიიღებდნენ მონაწილეობას ფინალურ სტადიაზე .
აღსანიშნავია რომ ჯგუფური ეტაპი ისევე როგორც როსიმ , ასევე ნაკრებმა მეტად არადამაჯერებლად ითამაშეს . იტალია 0-0 პოლონეთი , იტალია 1-1 პერუ , იტალია 1-1 კამერუნი . მთავარი მწვრთნელის მისამართით კრიტიკის ქარ-ცეცხლი გაჩნდა . მაგრამ ჯიუტი ბეარზოტი განაგრძობდა საკუთარი არჩეული გზით სიარულს . მიუხედავად იმისა რომ როსიმ გოლი არ გაიტანა , მისმა და კონტის გარღვევებმა ქანცი გაუწყვიტა „ ალბისელესტეს „ დაცვას.
შემდეგნი იყვნენ ბრაზილიელები რომლებიც 3-2 -ზე იყვნენ დამარცხებულნი . სახელებითაც კი მივხვდებოდით რა ნაკრები ჰყავდა მაშინ სელესაოს : ზიკო , ფალკაო , სოკრატესი , ლუიზაო და სხვები . მაგრამ იტალიელებმა შეძლეს მათი დაჩოქება . სწორედ ამ შეხვედრიდან დაიწყო გოლების კასკადი როსის შესრულებით , მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატზე .
გოლი ნომერი პირველი – ის შეუმჩნევლად დაუსხლტა ლუიზაოს და განუმეორებელი დარტყმით ხსნის ანგარიშს .
გოლი ნომერი ორი – კიდევ ერთხელ აძინებს ბრაზილიელთა დაცვას და ყუმბარისებული დარტყმით დუბლს იფორმებს .
გოლი ნომერი სამი – ამას ალბათ პოეტიც კი ვერ ასახავდა , ეს იყო რაღაც საოცარი აკრობატული ნახტომის შემდეგ გატანილი შედევრი . ტაბლოზე კი სამი გოლი როსის სახელით არის ამოტიფრული .
ჯგუფური შეხვედრისაგან გასხვავებით , პოლონელები არადამაჯერებლად ასპარეზობდნენ იტალიელებთან , თუმცა როსიმ ისინი დაინდო ბრაზილიელებისაგან გასხვავებით და მხოლოდ ორი გოლი გაუტანა .
და როგორც იქნა ფინალი – ამ შეხვედრას არამარტო „ ოქროს ქალღმერთის „ ბედი უნდა გადაეწყვიტა , არამედ საუკეთესო ბომბარდირის წოდებაც . როსი – კარლ ჰაინც რუმინიგეს წინააღმდეგ . იტალიელებმა სულ სამი გოლის გატან შესძლეს გერმანელების კარში . პირველი აქედან კი როსის ანგარიშზეა . საბოლოო ჯამში სკუადრა აძურამ მეტოქე 3-1 დაამარცხა . იტალიელები სამ გზის მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ , ხოლო როსი რომელმაც 6 ბურთის გატანა შესძლო 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერი . რუმინიგე კი მეორე ადგილს დასჯერდა 5 გოლით .
როსი ეხლა საკუთარ მიღწევაზე ასე საუბრობს : „ აბსოლიტურად ყველა ბურთი 82-ში იყო მნიშვნელოვანი . ფინალშიდაც 3 ბურთიდან გერმანელთა კარში რომელიც ჩვენ გავიტანეთ , ერთი ჩემს ანგარიშზეა . და რაც შეეხება ბურთებს რომელიც მე ბრაზილიელთა კარში გავიტანე არასოდეს არ დამავიწყდება . მაშინ ჩვენ 3-2 გავიმარჯვეთ . „
და დადგა დრო მისი დიდებისა !!!
იტალია 1982-83 , თასების თასის მფლობელი 1983-84 , ევროპის სუპერთასი 1984 , ჩემპიონთა თასი 1984-1985 .
მაგრამ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ის უკვე აღარ გამხდარა . ნატკენი მუხლები არ ავიწყებდნენ დიდი ხნით მას თავს . და 1985 წელს იუვე საბოლოოდ შეელია და დაემშვიდობა როსის . როცა ის მილანში გადავიდა , პაოლომ მხოლოდ ორი გოლის გატანა შეძლო მაგრამ რა გოლების !!! ორივე გოლი დერბიში როსონერის დაუძინებელი მტერის კარებში იქნა მოთავსებული – ინტერის .
ბეარზოტმა წარსულში გაწეული ღვაწლისათვის ის ნაკრების განაცხადშიც კი შეიყვანა , თუმცა მისი ფეხები მექსიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მაინც არ შეხებია .
ასე უბრალოდ წასვლა კი ფეხბურთელს დიდი ფეხბურთიდან არ შეეძლო . როდესაც ის ბოლო სეზონს ატარებდა ვერონას რიგებში 1986-87 წლებში , მან გოლის გატანა შეძლო იმ დროისათვის ყველაზე ხმაურიან შეიძლება ითქვას შეხვედრაში ნაპოლისთან , მაშინ მომავალი ჩემპიონები სამხრეთიდან დამარცხებულნი იყვნენ და უფრო სწორედ განადგურებულნი იყვნენ ანგარიშით 3-0 .
ოფიციალურად მან ფეხბურთს თავი 1987 წელს დაანება .
და წავიდა ბიზენსში .
ეხლა ეს არაჩვეულებრივი პიროვნება , არის იტალიაში ღვინის ფირმის პატრონი . ასევე ის საშმენებლო ბიზნესითაც არის დაინტერესებული . მაგრამ ! ყოფილი ფეხბურთელები არ არსებობენ . რათქმაუნდა არა . როსიც არ არის გამონაკლისი . ის არის კომენტატორი რომელსაც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები მიჰყავს Sky Tv-ზე.
თანამედროვე ფეხბურთის შესახებ ის შემდეგს საუბრობს : „ ის უფრო მეტად პროფესიონალური გახდა აბსოლიტურად ყველა კუთხიდან . ტაქტიკურადაც და სისწრაფითაც . ფეხბურთელები არნახულად ემზადებიან მომავალი მატჩებისათვის . ფეხბურთელებიც და მწვრთნელებიც ეხლა უფრო კვალიფიცირებულები არიან . ყველაზე მთავარი კი არის ის რომ ფეხბურთში გაჩნდა ფული , საკმაოდ დიდი ფული . აქედან გაჩნდა ეს არნახული ინტერესი რომელიც არამარტო ინგლისში ,იტალიაში და ესპანეთშია .
როსიმ ასევე იუვენტუსის შესახებაც ისაუბრა ოქტომბრის პერიოდში შარშან .
„ იუვენტუსი მე მაკვირვებს , მათ ფაქტიურად ამაურის გარდა არ გაუკეთებიათ არაფერი ტრანსფერი . მაგალითად პოულსენი და მელბერგი , მათ არ ძალუძთ კლუბს მოუტანონ რაიმე ახალი . მაგრამ არანაირად ვეთანხმები მოსაზრებას რომ ყველაფერში დამნაშავე არის კლაუდიო რანიერი . სამწუხაროდ დღევანდელ იუვენტუს აკლია ხარისხიანი ასპარეზობა მოედნის ცენტრში , არადა ისინი ხომ ახლოს იყვნენ ვან დერ ვაარტის და ხაბი ალონსოს ტრანსფერებთან . ასე რომ , თუ მათ ვერ შეძლეს ამ ყველაფრის გაკეთება ეს ხელმძღვანელობის სინდისზეა . „
მისი ჰობი ამ მომენტისათვის არის ცხენზე ჯირითი .
და ის რათქმაუნდა ისევ და ისევ საკუთარი ოჯახის
ერთგული რჩება .

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

4
Leave a Reply

avatar
4 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
4 Comment authors
DarjagvasaMAFIOZსაბა შიოშვილი Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
გიო დარჯანია
მოდერატორი

:!:

gvasa
მოდერატორი

;-)

MAFIOZ
იუვენტინო
MAFIOZ

კაია გვასა ჯიგარი ხარ

საბა შიოშვილი
იუვენტინო

ეს არი ძმაო ძაან მაგარი კაციიი ცხენზეც ზის და ბურთსაც ურტყავს :D

x