ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსის სავარაუდო ლეჩესთან

გთავაზობთ ტურინელთა საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობას:

ტუტოსპორტი ტრადიციულად იმ 11 ფეხბურთელის ვინაობას გვიზიარებს, რომლებიც მათი მოსაზრებით მოახლოებულ დაპირისპირებაში სასტარტოში იქნებიან..

კარს ვოიცეხ შესნი დაიცავს..

დაცვის მარჯვენა ფლანგზე გრძელვადიანი პაუზის შემდეგ ბრაზილილი დანილო ბრუნდება..

ცენტრალურ ზონაში კითხვის ნიშნებია, რადგან მაურისიო სარიმ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ლეონარდო ბონუჩისთან დაკავშირებით ორაზროვანი კომენტარი გააკეთა..

აქედან გამომდინარე ძირითადში ბევრი დანიელე რუგანის ელის, რომლისთვისაც ეს მატჩი შესაძლოა პირველი გამოდგეს წლევანდელ სეზონში.. მის მხარდამხარ მატაის დე ლიგტი იქნება..

აი რაც კითხვებს არ ბადებს მარცხენა ფლანგია სადაც ალექს სანდრო უკვე დიდი ხანია რაც ყოველგვარი კონკურენციის გარეშეა.

შუახაზში როდრიგო ბენტანკურის გვერდით ბლეზ მატუიდი და ძალიან კარგ ფორმაში მყოფ მირალემ პიანიჩს უნდა ველოდოთ.

თავდასხმაში კრიშტიანო რონალდუს არყოფნაში სარის მაინც და მაინც დიდი არჩევანი არც აქვს..

გამთამაშებლად ფედერიკო ბერნარდესკი გაირჯება, რომელიც ეცდება პაულო დიბალას და გონსალო იგუაინის საგოლე ეპიზოდების შექმნაში დაეხმაროს.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

3
Leave a Reply

avatar
3 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
0 Comment authors
კარა Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
კარა
სტუმარი
კარა

ისვენებს რონალდუ

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

კრისწინა რატო არაა? :forza:

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

:forza:

x