ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსის” სამადლობელი წერილი მორატას (+ ვიდეო)

ტურინის “იუვენტუსმა” თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა მადლობის წერილი ალვარო მორატას მისამართით:


“ტურინის “იუვენტუსს” დღეს შეუძლია დაადასტუროს, რომ ალვარო მორატა ბრუნდება მადრიდის “რეალში” ტურინში გარტარებული ორი სეზონის შემდეგ.

27 გოლი 93 ჩატარებულ მატჩში, აქედან მათი უმრავლესობა უდიდესი მნიშვნელობის – აი ასეთი შედეგით ტოვებს მორატა კლუბს ტიფოზების ფავორიტის რანგში.

მას შემდეგ, რაც პირველად წარსდგა ტიფოზების წინაშე თავისი არაჩვეულებრივი გოლით “ატალანტასთან” გასვლით მატჩში, 2014 წლის 27 სექტემბერს, ცოტა თუ შეედრებოდა მორატას თამაშის შემოტრიალების ჟინით, როცა ეს გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

დაუვიწყარია დარტყმები ალვაროს შესრულებით “დორტმუნდის”, “რეალის” და “ბარსელონას” კარში ჩემპიონთა ლიგის დამასრულებელ ფაზაში, ხოლო შემდეგ სეზონში შემოდგომაზე “სევილიას” და “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ გატანილმა გოლებმა ის გახადა პირველი იუვენტინო ალესანდრო დელ პიეროს შემდეგ, რომელმაც მოახერხა გოლების გატანა ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 5 შეხვედრაში.

ცოტათი გვიან, ალვარომ ისევ გაიბრწყინა ალიანს არენაზე, როდესაც დრიბლინგით უკან ჩამოიტოვა “ბაიერნის” დაცვა და საგოლე გადაცემა გაუკეთა კუადრადოს.

მიუნხენში მისმა გაბრწყინებამ, ასევე სამმა გოლმა მიმდინარე ევროპის ჩემიონატზე, ნათლად აჩვენა, რომ მას აქვს ყველა ის თვისება, რაც სჭირდება სრულყოფილ თანამედროვე თავდამსხმელს და როდესაც ის თავის საუკეთესო ფორმაშია, ფაქტიურად შეუძლებელია მისი შეჩერება.

სწორედ “იუვეტუსის” 9 ნომერმა დასვა გადამწყვეტი წერტილი სტადიო ოლიმპიკოზე “მილანის” წინააღმდეგ გამართულ ფინალურ მატჩში და თავის გუნდს ზედიზედ მეორე იტალიის თასი მოაგებინა.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით, “იუვენტუსის” საფეხბურთო კლუბი ალვარო მორატას წარმატებებს უსურვებს მომავალში, სადაც ან როგორც არ უნდა განავითაროს თავისი კარიერა, და მადლობას უხდის ორი მართლაც არაჩვეულებრივი სეზონისთვის, რაც კლუბის სამსახურში გაატარა.

გრასიას, ალვარო!”

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური გვერდი

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

6
Leave a Reply

avatar
6 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
1 Comment authors
მიშოცოტნე სამსონაშვილიSoni Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
მიშო
სტუმარი
მიშო

ვიდეოს რო ვუყურე გული დამწყდა :)) ცუდი მომენტებიც დავდოთ რა ცოტა რო დავმშვიდდეთ ხალხი :)) ისე როგორ უყვარს შორეულ ძელთან ჩასაფრება და იქედან შეგორება :)))

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

namdvili juventinoebi shens asakshi juves ar toveben wadi wadi she arasworoo :-)

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ჰენთვის კარი ღია იქნება იუვეჰი ყოველთვის ალბათ

ცოტნე სამსონაშვილი
იუვენტინო

ეს და დიაბალა ერთად…)))) იფ იფ…. იმედია დაბრუნდება ოდესმე))

Soni
სტუმარი
Soni

Messis pirobiti aqvs :lool:

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ოდესმე დაბრუნდება ტურინსჰი :juvee:

x