ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” – “ბოლონია” ( წინასამატჩო )


იუვენტუსი – ბოლონია ( წინასამატჩო )

მთავარია კონცენტრაციის შენარჩუნება. ეს მხოლოდ დასაწყისია ყველაფერი წინ არის !

აბსოლუტურად განსხვავებული სტარტების შემდეგ “იუვენტუსი” და “ბოლონია” ხვალ, ტურინში, “იუვენტუს არენაზე” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გასულ კვირას “იუვემ” მიჯრით მეორე გამარჯვება მიითვალა და 100% -იანი შედეგით ცხრილის ლიდერადაც გვევლინება. მიუხედავად “სიენასთან” აღებული სამი ქულისა, “ბებერმა ქალბატონმა” აშკარად მეორე ტურისგან განსხვავებული თამაში აჩვენა, იგრძნობოდა, რომ კონტეს გუნდს გაუჭირდა.

გუნდს საკუთარი ძალების რწმენა არ უნდა აკლდეს, თუმცა მთავარი მწვრთნელი და მისი შეგირდები მუდმივად აღნიშნავენ მოვლენების რეალურად შეფასების აუცილებლობას. ეს არცაა გასაკვირი, “ბიანკონერებს” კონცენტრაციის დაკარგვის ეშინიათ, ამის შედეგები კი უკვე უწვნევია “იუვენტუსს”. მაგალითისთვის, ორი სეზონის წინ “იუვემ” ჩემპიონატის პირველი ოთხი შეხვედრა ზედიზედ მოიგო და ამასთან, მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, თუმცა იმ სეზონის დასრულება კი მეშვიდე პოზიციაზე მოუწია.

“როსობლუ” დიდი პრობლემების წინაშე დგას …

“ბოლონიას” შემთხვევაში საქმე პირიქითაა, ბისოლის გუნდს თვითდარწმუნება აკლია, თუმცა, იმავეს მოტივაციაზე ვერ ვიტყვით. სტუმრები პრესტიჟის აღდგენასა და ამით სეზონში პირველი ქულების აღებას ეცდებიან. აღსანიშნავია, გასულ ჩემპიონატში საშინაო არენაზე განცდილი ხუთი მარცხიდან ერთი ტურინელებს სწორედ ბოლონიელებმა აწვნიეს. თუმცა არაწარმატებული სტარტის გათვალისწინებით, ნაკლებ სავარაუდო ჩანს, “როსობლუმ” მასპინძლებს ისეთივე წინააღმდეგობა გაუწიოს, როგორც თებერვალში.

ამასთან “ბოლონიას” წინ, შესაძლოა, წარმოუდგენლად უშედეგო თვე ელოდოს, რადგან “ფიორენტინასა” და “ლეჩესთან” დამარცხების შემდეგ, გუნდს ჯერ “იუვენტუსთან”, შემდეგ კი “უდინეზესა” და მილანის “ინტერთან” უწევს დაპირისპირება. პრეზიდენტმა ჯირარდიმ კლუბის ახალ მწვრთნელს უკვე გამოუცხადა თანადგომა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ბისოლის გუნდისგან უკეთეს თამაშსა და ნაჩვენებ შედეგს ელის.

ლაზარეთი …

” იუვენტუსი ”

იაკინტა ინდივიდუალურ ვარჯიშებს განაგრძობს. სხვა დანაკარგი კონტეს არ აქვს.

ბოლონია”

“როსობლუს ” შემთხვევაში დანაკარგი გაცილებით დიდია, ბისოლის გუნდს ტრავმის გამო ხიმენეზი, ლაჯი, ლორია, კერუბინი და ტაიდერი ვერ დაეხმარება.

ბოლო 5 შეხვედრა :

14 მარტი 2009 ” იუვენტუსი” 4-1 “ბოლონია” (სერია ა )

27 სექტემბერი 2009 ” იუვენტუსი” 1-1 “ბოლონია” (სერია ა )

21 თებერვალი 2010 “ბოლონია” 1-2 “იუვენტუსი ” ( სერია ა )

24 ოქტომბერი 2010 “ბოლონია” 0-0 ” იუვენტუსი ” (სერია ა)

26 თებერვალი 2011 ” იუვენტუსი” 0-2 ” ბოლონია” (სერია ა)

მთავარი გმირები :

” იუვენტუსი”

მილოშ კრასიჩმა ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები. პირველი ორი შეხვედრის შემდეგ პრესაში კონტესა და ფეხბურთელს შორის უთანხმოების შესახებ სულ უფრო და უფრო ბევრი იწერება და ეს კვირა სერბისთვის მნიშვნელოვანი უნდა გამოდგეს. ასეა თუ ისე, საიდუმლოს აღარავისთვის წარმოადგენს, რომ ნახევარმცველის კანდიდატურით სერ ალექს ფერგინონის გუნდი ინტერესდება. მანჩესტერელები ფეხბურთელს ყურადღებით ადევნებენ თვალს.

“ბოლონია”

მარკო დი ვაიო – სწორედ ამ ფეხბურთელმა გააწამა გასულ სეზონში ბებერი ქალბატონი. მან თავის ყოფილ კლუბს 2 ძალიან ლამაზი ბურთი გაუტანა და ამით დელ ნერის ექს -გუნდს ოცნების კოშკები დაუნგრია. ვეტერანი გოლს მოწყურებულია, რადგან მას უკვე ძალიან დიდი ხანია არ დაულაშქრავს მეტოქის კარი.

სავარაუდო შემადგენლობა :

“ბიანკონერი “

ბუფონი,ლიხშტაინერი,ბარძალი,კიელინი,დე ჩელიე, ვიდალი, პირლო, ელია, კრასიჩი, ვუჩინიჩი, მატრი

“როსობლუ”

ჟილე, პულცეტი,პორანოვა,ანტონსონი, მორლეო, პერეზი, მუდინგაი, კონე, დიამანტი, პამირეზი, დი ვაიო

საბოლოო ვერდიქტი :

საუცხოო სტარტი და იმედი, რომელიც ” იუვემ ” თავის ქომაგებს ჩაუსახა. ” იუვენტუს არენაზე ” “ბიანკონერი” ვალდებულია გაიმარჯვოს და ყველას დაუმტკიცოს, რომ სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ხოლო “ბოლონია” ეცდება ხელი შეუშალოს კონტეს ამ მიზნის მიღწევაში.  ამ წყვილში ” იუვენტუსი ”  ცალსახა ფავორიტია და მემგონი შედეგიც ლოგიკური იქნება : 2-0


ტვ- ტრანსლიაციები :

ntv+sport – 22:40 (თბილისის დროით )

GMG სპორტ 2 – 22:40 ( თბილისის დროით)


გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

580
Leave a Reply

avatar
502 Comment threads
78 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
78 Comment authors
Don zoLaika1993juventino_1897BuFFoN. . . ! ! !vako-10 Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
david_david
იუვენტინო
david_david

KoBeSha..
შენ რომ თქვი კუშზე მახსოვს,შარშანდელი თამაშები ამოვყაროთ და 1.4 სადაც გვქონდა უმეტესი გავტეხეთ,დამპალი კუშია მაგარი,მითუმეტეს იუვეს ტამაშებზე როცა ერთიანშია

vako-10
იუვენტინო
vako-10

აუ პირლომ რა გაუჭიმა რა მაგრად დამევასა

kod999
იუვენტინო
kod999

კრასიჩი და მარკიზიო გასაგდებია ორივე! ჯაკერინიმ დგეს კრასიჩი საბოლოოდ ამოგდო სასტავიდან!

Di Francesco # 1
იუვენტინო
Di Francesco # 1

მარკიზიოსგან მეტს ველოდი, დაცვა კაი იყო,
და საერთოდ ჯობია არავინ არ ჩაერიოს კონტეს გადაწყვეტილებებში, ან ჟურნალისტებს ვინ აკითხებს, რო შეუჩდნენ კრასიჩს რატო არ ათამაშებო, არ იმსახურებდა და მიტო.
ყველაზე სუსტი იყო დღეს კრასიჩი
ჯაკერინი შეეჩვევა და ახეხიებს მაგას სკამს, პეპეც და ესტიგარიბიაც.
შეიგდებს ბურთს იმხელაზე რო, მერე ვეღარ ეწევა
კონტე კვალი სასტავში და სკუდეტო ჩვენია

pinturichio
იუვენტინო
pinturichio

ძაან კარგი ცივი შხაპი მიიღეს ბიჭებმა,რასაც კონტე ამბობდა ის მოხდა,არ უნდა ჩავარდნენ ეიფორიაში,ეხლა მთავარია კატანიასთან ქულები ავიღოთ,კიდე რასაც ვფიქრობ კაროჩე ეგრე შვება უეჭველი კონტე რა,ძალების მინიმალური დახარჯვით უნდა რომ მოიგოს თამაშები,თორე იგივე გუნდმა თან 10 კაცით ასე მაგად ასწიოს თამაშის დონე სახუმარო არაა,მაგარი სტრატეგია ჩვენი ანტონიო რააა.

suxumski89
იუვენტინო
suxumski89

შემოვა და ყოველთვის კარგად ჩაერთვება ეგეთი ფეხბურთელები ბევრია რომლებიც გრანდებში ზამენაზე ცეცხლს ანტებენ მარა ძირითადისთვის შეუფერებელი ფეხბურთელია,არსებობს რამდენიმე კატეგორია ფებურრთელების,ჯაკერინი საშუალო დონის გუნდში ძლიერი იქნება მარა იუვეში ძაან მაგარი იქნება ზამენაზე,ეს შეურაცხყოფა კი არაა ზამენას დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდისთვის მარა როცა ელია გყავს ნაყიდი და 3 თაამაშია კლაავ ყურებით და არ შეგყავს,ეგ უკვე ცუდია ჩემი აზრით.ვიდალი ძირითადში უნდა იყოს,ისეთი მგელია რო ეეგეთი უნდა გყავდეს მოედანზე….რაც შეეხება კრიტიკას,ინგლისში ფერგიუსონი რო ფერგიუსონია ყველა წაგებული თამაშის მერე არიტიკებენ და ყველა თავის აზრს გამოხატავს,რაარი ამაში ცუდი???? თუ კონტე ხელშეუხებელია და კრიტიკა არ შეიძლება???

kod999
იუვენტინო
kod999

:forza: :forza: :forza:

To2nik3
იუვენტინო

მეტი ყვითელი წამოვიდა 9 ყვითელი და 1 წითელი დახოცეს ერთმანეთიი არა ვისიამოვნე იმენა მეორე ტაიმით რა საღოოლ ბიჭეებს

albertoaquilani
იუვენტინო

ერთია რაა წელს რომ იუვემ იმედები არ გაამართლოს რავი ეგ იქნება ყველაზე დიდი სირთულე ფანებსა და გუნდს შორის.. ამიტომ ჩვენც ავიშენეთ ოცნების კოშკები და რავი რაზე აღარ ვიფიქრეთ ფაქტია რომ გუნდი თამაშს აუმჯობესებს და ერთი რამ უნდა შევიგნოთ რომ ამ ტუღსი ვიქნებით პირველზე თU წინა ტურში ვიყავით არაფერს წყვეტს არ გვინდა მოთმინება მარა გვინდა თუ არა ჩვენზე არ არის დამოკიდებული წლის ბოლოს ყველაფერს ფარდა აეხდება ასე რომ ცხრილს უბრალოდ არ შEვხედოთ და თამაშ თამაშ ვისიამოვნოთ…

pavel nedved11
იუვენტინო
pavel nedved11

ვუჩინიჩმა გამოავლინა არაპროფესიონალიზმი და ეგაა რა. გუნდს უღალატა. მოსაგები თამაში იყო და მაგიტო წყდება გული. გუნდმა კარგად ითამაშა და 2 კონკრეტული ფეხბურტელის გამო ვერ მოვიგეთ

Dutch
ადმინისტრატორი

იუვე !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ცუდად ვარ !!!! :forza: სულ ასე ბიჭებო , სულ ასე და მივაღწევთ წარმატებას ! ეხლა კიდე უფრო დამუხტავს კონტე ! წაგებაა მაგისთვის ფაქტიურად ეხლა ეს ანგარიში და ერთ ამბავს დაატეხავს იმათ თავზე ! შემდეგ თამაშზე კიდევ უფრო უკეთესი იუვე გამოვა !!

NEDVEDA11..
იუვენტინო

პლიუსი დავით :forza:

bibobibo
იუვენტინო
bibobibo

minc pirvelzee rom vart L:D DLdL mdaa araa jeneoaa atrakebs :D :D imena vicodii rom napolii caagebdaa

Juve FC
იუვენტინო

ციგლერასგან რა უნდოდათ :D :D დეჩელიეზე კარგად მაინც არ ითამაშებდა იმ ეპიზოდში? :D :D

OMAR SIVORI
იუვენტინო
OMAR SIVORI

დღეს გაზეთში ეწერა, რომ შეიძლება კრასიჩი და ბონუჩი წავიდნენ ზამთრის სატრანსფეროზე, ასევე კონტეს უნდა ჯოვინკოს დაბრუნება მაგრად

NEDVEDA11..
იუვენტინო

მივესალმები…
კრასიჩი გასაგდებია

LASHAJUVENTINO
იუვენტინო

ასეთი რამ რაც დე ჩელიემ ქნა ეგ მხოლოდ მაგას მოტას და ლენჩ გრიგერას შეეძლო, გროსო ანგელოზია მაგათთან !!!! კონტეს გროსოს უპატივცემულობაში ვადანაშაულებ! როცა ჭირდება მაშინ იძახებს არა!!!!!
ელიას ისე ექცევა გეგონება პრიმავერას ფეხბურთელი იყოს!!!!! :mad:
პირლომ ფანტასტიკა ჩაატარა დაუჯერებელი ფეხბურთელი, ბურთის ფლობა აქ უმაგრესი !!!! მგონი პირველზე ვართ :buhee:

საბა შიოშვილი
იუვენტინო

bakomo
1 ყვითელი შელაპარაკება
1 ყვითელი პატკატი

ვიდალმა ითამაშა თუ ითამაშა ტიპი მარცხენა დაცვაში დადგა და დედა უტირა ყველაფერს :lool:


ყოჩაღ !

BIANCO
იუვენტინო
BIANCO

მადლობა..:smile:

რა ყოჩაღ? :givi:

LEVANKA
იუვენტინო
LEVANKA

მილანმა ნიჩია ითამაშა სახლში მესამე თამაშია ვერ იგებენ, ინტერზე ლაპარაკიც ზედმეტია. ნაპოლიმ წააგო. იუვეც ყველა თმაშს ვერ მოიგებს. ეს ფეხბურთია სადაც ყველაფერი ხდება ამიტომ ძალიან უკმაყოფილოებიც ნუ ვიქნებით. თამაშით ცუდად არ უთმაშიათ 10 კაცით

shot10
იუვენტინო
shot10

არ უნდა დაკმაყოფილდე მინიმუმით! ყოველთვის წინ! სამი კიარა, თუ საწირო იქნება ოთხი ქულაც უნდა დავიწეროთ ერთ თამაშში.
მერე ხო ვიცი —>>> _აი ის ერთი ქულა რომ გქვონოდა, _აი ის თამაში რომ მოგვეგო.

P.S “კრასიჩის გოლი ლაციოსთან”

KoBeSha...
იუვენტინო
KoBeSha...

BuFFoN. . . ! ! ! says:
სექტემბერი 22, 2011 at 00:44

კაცურად ბეთქლიქის კუშებზე სტატია აღარ დადოთ რაა, იმ სტატიაშიც ავღნიშნე, რამდენჯერაც ეგეთი სტატია ვნახე იმდენი ვერ მოვიგეთ. და 2:0-ებიდან დაგვიტრიალეს თამაშები
პასუხი
მეც მაგას ვამუღამებ :D

juve_alex
იუვენტინო

აი ძმაო მართალი ხარ რა. რამდენჯერაც ფავორიტი ვიყავით, იმდენჯერ გავმაზეთ მოგება

tifosi
იუვენტინო
tifosi

აუუუ კონტეს თავი დაანებეთ სერია ა-ს გუნდებში ყველაზე მაგარი მწვრთნელია :forza:

Dutch
ადმინისტრატორი

მართლა არ ველოდი ჯიაკერინისგან ასეთ თამაშს და ვფიქრობდი რომ უფრო სხვა ტიპის იგროკი უნდა შემოეყვანა ., მაგრამ როჟამ ძალიან ძალიან კარგად ითამაშა კრაიზე . მეორე საკითხია პეპე … შემდეგ თამაშზე მაგას სკამზე დასვას 100 % . ელია გამოვა კატანიასთან . ამ შეხვედრაში კიდე უბრალოდ აი მართლა არ გაგვიმართლა ! ნუ დემაგოგობს აქ ზოგიერთი , უკვე ნერვების მომშლელია ეს საუბარი

vako-10
იუვენტინო
vako-10

მართლაიხარ ეს საერთოდ არაფელს არ ნიშნავს უბრალოდ არ გაგვიმართლა თამაშით ნამდვილად არ წაგვიგია

bero-juve10
იუვენტინო

დათკა ტყუილად ნერვებს ნუ მოიშლი არაუშავს ჩავთვალოდ რომ არ გაგვიმართლა ამაზე ნუ ავიღებთ ხელს მართალია თამაშს ნორმალურად ვერ ვუყურე მაგრამ მაინც მინდა რომ ბიჭებს მადლობა გადავუხადო ბოლომდე ბრძოლისთვის აი ამ დეჩელიესი კი რა მოგახსენო არ ვიცი ფაქტია რომ ყველაზე სუსტი წერტილია მარცხენა მცველი ამ ეტაპზე.

evil_dead89
იუვენტინო
evil_dead89

2 ქულსი დაკარგვაზე არ ვბრაზდები მე..ელიას თამაში მაინტერესებდა მაგრად პროსტა :D თორე წინ მთელი ჩემპიონატია..მთავარია სკუდეტო მოვიგოთ და თუ გინდა ჩეზენასთან წავაგოთ სახლში…ჯერ გუნდს შეწყობა უნდა..დარწმუენბული ვარ ისე ათამაშდებიან დაადედის…. ყველას:)აი ნახავთ

To2nik3
იუვენტინო

საღოოოლ ჯაკერინიის მაგრად ითამაშა ნაღდად არ მოველოდი მაგისგან ეგეთ თამაშს, მართალია ტექნიკა აკლია მაგრამ მაინც საღოოლ : ) და აი პეპემ ცოტა ჩაწოდება ისწავლოს და კანფეეტ : )))) მაგრად გული დამწდა ელიამ და კვალიმ რო არ ითამაშეს რა :(

x