ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი რონალდუს გაშვებას არ აპირებს

კრიშტიანო რონალდუ

სარისა და რონალდუს შორის მომხდარი „კონფლიქტის“ შემდეგ, დაიწერა ინფორმაცია რომ რონალდუ ბებერი ქალბატონის დატოვებას 2020 წლის ზაფხულში გეგმავდა.

თუმცა, კრიშტიანუმ ინტერვიუში უკვე უარყო რამენაირი დაძაბულობის არსებობა და როგორც La gazetta dello sport წერს, ტურინელებს პორტუგალიელი ვარსკვლავის გუნდში დატოვება 2023-24 წლებამდე სურთ.

იუვენტუსი დასუსტებას არ აპირებს და მეტიც, მომდევნო წლებში მხოლოდ კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავენ.

იტალიური კლუბი კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერის გაჩარხვას და ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე უფრო დიდი პრეტენზიის გაცხადებას აპირებს.

კრიშტიანუ რონალდუს ტურინელთა მაისურით 41 მატჩში უკვე 26 გოლი აქვს და მიუხედავად იმისა რომ მიმდინარე სეზონის პირველ წრეში 34 წლის ვარსკვლავი ბევრი გოლით არ გამოირჩევა, ყველა შეჩვეულია იმ ფაქტს რომ კრიშტიანუს გამოღვიძება სეზონის დასკვნით ნაწილში უყვარს.

გაწევრიანდით adjarabet.com-ის ოფიციალურ ჯგუფში და მიიღეთ სპეციალური შეთავაზებები ფეისბუქზე!

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of

x