ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვეს ხელმძღვანელობის სააშკარაოზე – By Qasra

როდესაც საიტზე მწერლის სტატუსი გაქვს, არ გაქვს უფლება ცენზურა დაარღვიო, საჭიროა ნაკლები კრიტიკა გააკეთო და დაიცვა გუნდის თითოეული წევრი, მწვრთნელი თუ ხელმძღვანელობა.


მატჩის მიმოხილვას, გატანილი გოლებით, სახიფათო მომენტებითა და ცვლილებებით არ ვაპირებ…

არ ვაპირებ ალეგრის გაკრიტიკებას:

1. დაგვიანებული ცვლილებების გამო
2. კუადრადოს არ შემოყვანის გამო
3. ასამოას გამო

არ დავბრუნდები ცხელ აგვისტოში და არ დავიწყებ რატომ 90მლ იგუაინში და არა ლუკაკუთქო, რატომ არ მოიყვანეს პოგბას შემცვლელითქო და ა.შ.

მე, ჩემს დღევანდელ სტატიაში, გავაკეთებ ანალიზს იმისას, თუ რა მოხდა გუშინ.

მილანის ინტერმა ჩემპიონატის პირველ ტურში მოულოდნელი მარცხი იწვნია ვერონაში, ადგილობრივ კიევოსთან.

შემდეგ შინ დაუხვდა პალერმოს და წაგებული მატჩი ფრედ დაასრულა.

უკვე მესამე ტურში პესკარასთან წაგებული მატჩი შემოაბრუმნა და პირველი 3 ქულა იზეიმა.

ევრპულ ასპარეზზე კი 0-2 დათმო მატჩი ისრაელული კლუბის წინააღმდეგ.

და რა მოხდა გუშინ???

გუნდი რომელიც მარცხდება კიევოსთან, ბერშივასთან და ქულას იღებს პალერმოსთან, 0-1ის შემდეგ ამარცხებს იუვენტუსს!!!

სად არის ლოგიკა? ალბათ მეტყვით, მოტივაციის ნაკლებობა ჰქონდაო, სუსტ გუნდებთან კონცენტრაცია არ ჰქონდათ, რადგან 3 ქულა ჯიბეში ედოთო, აი იუვენტუსთან კი მოინდომეს და მაგიტომ მოიგესო.

ა ბ ს უ რ დ ი ა!!!

ბასტა!!!

ბასტა ფულის კეთება, მატჩების ,,ძალით” ვერ მოგებებით!!! როგორც ფოკუსებს აქვს შემდეგ ახსნები და გამოაშკარავება, ასევე მინდა ანიელისა და მაროტას მახინაციებზე მოგიყვეთ!!!

# იუვენტუსი – ბენფიკა

გუნდს, 15 წლიანი პაუზის შემდეგ, აქვს იმის შანსი რომ, ევროპა ლიგის გათამაშება მოიგოს, ამას ემატება ისიც, რომ ფინალი ,,იუვენტუს სთედიუმზეა”

ბენფიკა – იუვენტუსი # პოპულარული ფსონი იყო X2 და იუვენტუსი მარცხდება, მაგრამ მარცხდება იმ ანგარიშით, რომ შინ მოგება საკმარისია.

იუვენტუსი – ბენფიკა # რათქმაუნდა ყველანი იუვენტუსის მოგებას ელოდება, პოპულარული ფსონი იყო 1-იანი. ჰოი საოცრებავ, იუვენტუსი არათუ ვერ იგებს, არამედ გოლსაც კი ვერ უტანს ბენფიკას უძლიერეს დაცვას. კონტეს გოლი სჭირდება მაგამ მაინც 5 მცველით და 3 ნახევარმცველით აგრძელებს თამაშს და ცვლილება უკვე დაგვიანებულია.

—>>> ეს სასაცილოა!!! იტყვით ალბათ, დიდ გუნდებს ჰკიდიათ ეს თასიო, თუ ეგრეა რატომ შეაკლეს თავი ლიონსა და ფიორენტინას? გამოვარდნილიყვნენ მანამდე, მაგრამ არა! როდესაც ,,დაიგრუზა” იუვეს ფინალში გასვლა 1/2 ფინალიდან, აი სწორედ მაგ დროს ,,გატეხა” იუვენტუსმა.

# გალათასარაი – იუვენტუსი

იუვენტუსმა არ უნდა წააგოს, რა უნდა დააკლოს იუვენტუსს დროგბა-სნეიდერმა და კომპანიამ? შესაბამისად, პოპულარული ფსონია X2.
რა ხდება? თოვლ/ჭყაპი, თუ უსამართლობა, იუვენტუსი აგებს, ტოტალიზატორი იგებს, ანიელის ჯიბეც ივსება!

# სევილია – იუვენტუსი

იუვენტუსი, 2-ვე მატჩს უგებს ჯგუფის ფავორიტს, მანჩესტერ სიტის, 2 ფრეს თამაშობს ჯგუფის აუტსაიდერთან და მარცხდება ბოლო მატჩში, სადაც X2 სჭირდება, რომ 1/8 ფინალში გრანდები აიცილოს. იუვენტუსი აგებს, სევილია უეფას თასს იგებს, ანიელი ფულს აკეთებს, ბავარია 1/4 ფინალში გადის და ჩვენ ვტირით, ვიგინებით და იმ მომენტებს მივტიით, როცა კუადრადომ ვერ გაიტანა, ევრამ იევრა…

მოკლედ: ჩვენი გუნდი ფულს აკეთებს, არამარტო ჩვენი, რადგან ბარსელონა ალავესთან აგებს, ატლეტიკო ლეგანესს და ალავესს ფრეებს ეთამაშება და მერე პსვ-ში იგებს, პსჟ შინ სტ.ეტიენთან თამაშობს ფრეს. მანჩესტერი ფეენორდსა და უოტფორდში აგებს.

მაგრამ, მე ჩემი გუნდის საქციელზე მტკივა გული! ასე როგორ გვაფურთხებენ სულში, აფურთხებენ იმ ხალხს, რომლებიც ფულს ფეხბურთის ყურებაში იხდიან, ესენი კიდევ დადგმულ სპეკტაკლს აყურებიებენ!!!

რომელი ნორმალური მწვრთნელი გაიყვანს გუნდს, სევილიასთან 5 მცველით და 3 ჩამშლელით?????

ასე, რომ ნუ წერთ ალეგრი წასასვლელიაო, დიბალა ვერ თამაშობსო, იუვე სუსტიაო, იუვე უბრალოდ ფულს აკეთებს! აცადეთ კიდევ, ბევრ მოულოდბნელ ფრესა და მარცხს შემოგვთავაზებს, მერე კი როცა დასჭირდებათ ,,დააყრიან” მოგებების სერიას და ფინიშის ხაზთანაც პირველები მივლენ.

მაპატიეთ, რომ დღევანდელი მატჩის შემდგომი მიმოხილვის ფორმატი დავარღვიე, მაგრამ არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელსაც სჯერა, რომ იუვენტუსმა სევილიას და ინტერს ვერ მოუგო!!!

შემდეგ ტურები შუა კვირაში გაიმართება, ოთხშაბათს, საქართველოს დროით 22:45 საათზე, ორი ჩემპიონი, სერია-Aს და სერია-Bს გამარჯვებულები წარსდგებიან ერთმანეთის პირისპირ. ტურინში გრაფი პადოინი, მარკო სტორარი და ისლა ბრუნდებიან.

კეთილი სურვილებით, თქვენი Qasra

იუვეს ხელმძღვანელობის სააშკარაოზე – By Qasra

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

43
Leave a Reply

avatar
33 Comment threads
10 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
19 Comment authors
Di Francesco # 1vincxajuve-10falconGEALLENATORE Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
falconGE
იუვენტინო
falconGE

1juve
მუსოლინისი რა ხარ შენ?
იმენა ნაციზმია შენი “ბალეშიკობა” მეტი კი არაფერი.

ოღონდ იტალიელი იყოს და დეჩელიე-იმობილეების მსგავს უნიჭოებს ისურვებდი გუნდში.

ვინ ჩემი ფეხებია ბერარდი ან რა გაუკეთებია.
მაგაზე მაგარი სეზონი იმობილემ დადო ერთხელ. რა მერე მაგით.
შარშან ტავისი თავისი აჩრდილი იყო ტიპი, როცა ყველა პონტში პროგრესი უნდა ქონოდა თუ რაიმის დრაქი აქვს საერთოდ.
ახლა ძირითადშიც აღარაა სასუოლოში და დიბალას ადარებენ.

მარაზმია შენი ყოველი პოსტი

Di Francesco # 1
იუვენტინო
Di Francesco # 1

5 tamasshi 6 goli sheagdo da mere travma miigo, xo berardi araa sastavshi da dibalaa mesi :lool:

ale100
იუვენტინო
ale100
Di Francesco # 1
იუვენტინო
Di Francesco # 1

vincxa
sharshan Tu tamashobda shetevashi xo dabrdgvna yvelaferi ligaze, dibala wels 10 golsac ver sheagdebs

juve-10
იუვენტინო
juve-10

კარგით რაა) ბოდიში ავტორთან, მარა ეს არის დღევანდელი არასტაბილური გუნდის გაპრავება! აი ეს არის ანიელის და ხელმძღვანელობის ბრალი და არა ის. რო შეილება ხანდახან ვერ მოუგო ვინმეს) მითუმეტეს სევილიას და ინტერს. სევილიას რეალი და ბარსელონა ვერ უგებს არც თუ ისე იშვიათად და რა გასაკვირია ერთი ლემინა ასამოას დუეტით რო ვერ მოგვეგო? ან ინტერი რაა გადახედეთ შემადგენლობას და სევილიაზე 3-ჯერ კაი სასტავი ყავთ, პროსტა შეუთამაშებელი გუნდია და ჰაპოელ რაღაცასთან რო წააგო თავისი პრობლემაა ეგ. ინტერიც კაი არასტაბილური გუნდი იყო მაშინაც ვარსკვლავებით როცა იყო გადაძეძგილი. აბა სულ ძლიერმა თუ მოიგო რაღა მუღამი ექნება ფეხბურთს)) და ყველაზე სამწუხარი ოს არის, რო არ არის… Read more »

falconGE
იუვენტინო
falconGE

აღარ ცხელა მგონი გარეთ და რამ დააწერინა ავტორს ასეთი სტატია.
გადამკვდარი იუვეს ფანი ვარ, ეს კლუბი ჩემი ცხოვრების ნაწილია…

ჰო და ისეთი რაღაცეები იწერება ამ საიტზე, რომ მე იუვეს ფანსაც კი მაღიზიანებს.
ძალიან ტენდენციურები და სუბიექტურები გახდით.

ყველაფერში აპრავებთ უფროსობას. დიბალაც რომ გაყიდონ და მის ადგილას ბერარდი ან ვინმე სხვა შეშა მოიყვანონ, იმასაც გააპრავებთ.

ეს 1ჯუვე კიდე დაბლოკეთ, რამე უქენით. ტიპი არის მოსიარულე პაზორი და ფეისპალმი.

Di Francesco # 1
იუვენტინო
Di Francesco # 1

Me Ra unda miqnan imaze meti rac shen gwirs, berardi shesha ggonia da dibala mesi :lool: amis mere vin Ra mosiarule arsebaa kargad chans

Di Francesco # 1
იუვენტინო
Di Francesco # 1

დიბალას რო გოლი ვერ გააქ ტოტალიზატორს დააბრალე ახლა :chuvak: მაგი სხვა რამის ბრალია

vincxa
იუვენტინო
vincxa

Dybalas goli imitom ver gaaq ro dgas chamshlelis poziciaze rasac qvia ro burti amoitanos egaa shuaxazis brali da alegris asamoas ro atamashebs.. Unda gadavides 4-4-2 taqtikaze buffoni, chielini bonuci sandro dani, cuadrado khedira pjanic pjaca, igu da dybala sanam marchisio dabrundeba 4-4-2 ia gamosavali chemi azrit

Di Francesco # 1
იუვენტინო
Di Francesco # 1

ტოტალიზატორი რა შუაშია? ტოტალიზატორის ფაქტორი ტუ არსებობს მაშინ მარტო 1 ვარიანტია, დანარჩენი გამორიცხულია, ეს 1 ვარიანტი არის ის რო ყველა კლუბის პრეზიდენტი იღებს შეტყობინებას ტოტალიზატორიდან რო რომელიმე თამაში ვერუნდა მოიგონ და მერე პრეზიდენტის დავალებას ასრულებს კლუბი. ესაა ერთადერთი ვარიანტი რა სეხებაც სეიძლება ტოტალიზატორს ქონდეს კლუბებთან არა მარტო იუვესთან, ზოგადად რაც კლუბი არსებობს ყველას უნდა მაქრთავდეს ტოტალიზატორი, ამისი კიდე მე არ მჯერა, ანიელის ვერ დაურეკავს ვერავინ და ვერ ეტყვის იუვეს მოგებაზე უდევს მთელ მსოფლიოს და ახლა უნდა წააგოთო, გამორიცხული მგონია მასეთი რამე, თვითონ ანიელისაც დაეკარგებოდა ყველანაირი მოტივაცია და შეეშვებოდა ვაფშე ფეხბურთს მასე რო ხდებოდეს, კაცი მთელი წელი იბრძვის ლიგის ფინალში გადის… Read more »

ALLENATORE
იუვენტინო
ALLENATORE

ვერანაირად ვერ დავეთანხმები ავტორს ) ტოტალიზატორს დააბრალო ყველაფერი აფსურდია )) ტოტალიზატორი თუ უნდათ და ფულის კეთება სეზონში 2 თამაში წააგეე სახლში პესკარა , კალიარისთან და ეგ არისს :D:D )) რა არის დაუჯერებელი სევილიას რო ვერ მოუგეთ ? სევილია რეალს და ბარსას უტრაკებს ხანდახან )) და პლიუს სევილია ევროპული გუნდია ) იუვე კიდე ევროპაში არანაირი ძალაა არ არისს ) და სულაც არ არის გასაკვირი სევილიას თუ ვერ მოვუგეთ )) იგივეს დაწერას არ დავიწყებ უკვე მილიონჯერ დავწერე და აქ ბევრი ადვოკატიაა ხელმძღვანლობის , მე არანირად არ ვარ ჩასაფრებული და არავიზე ნაკლებად არ გამიხარდება იუვეს წარმატება )) უბრალოდ ერაა ეგ ის გზა რითაც… Read more »

x