ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კალჩიოპოლი : ანიელი აგრძელებს სკუდეტოსთვის ბრძოლას

გთავაზობთ ანდრეა ანიელის დღევანდელ პრესკონფერენციას , რომელიც იუვენტუსის პრეზიდენტმა კალჩიოპოლის მოვლენებს მიუძღვნა …

Андреа Аньелли


” იუვენტუსი მოედანზე ყოველთვის ერთადერთი მიზნით – გამარჯვებისთვის გამოდის . ვფიქრობ დადგა დრო , საკუთარი სტრატეგია გაგაცნოთ , რისი მიხედვითაც ვიმოქმედებთ მომავალში . მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა იფფ-ს მიერ გამოტანილი ვერდიქტი , ჩვენ დავავალეთ იურისტებს , რომ მათ ახალი გეგმა შეემუშავებინათ , რისი მიხედვითაც გაგრძელდებოდა ბრძოლა ” – ამ სიტყვებით დაიწყო პრესკონფერენცია ანდრეა ანიელიმ .

Андреа Аньелли

ახალგაზრდა პრეზიდენტმა ,საკმაოდ მარტივად ისაუბრა , იმაზე რომ გუნდი არ შეეგუება ამ უსამართლობას და ბოლომდე იბრძოლებს საკუთარი უფლებების დასაცავად …
” იუვენტუსს იმედი აქვს რომ სპორტული სამართლიანობა აღსდგება. ჩვენ სამწუხაროდ ვერ მივიღეთ ვერანაირი ლოგიკური პასუხი იფფ-დან და იძულებულნი ვართ სხვა გზებს მივმართოთ . მათი ბოლო დროინდელი განცხადებები , აბსურდულია და გაუაზრებელი ” .

Андреа Аньелли
ბოლო პერიოდში , გარკვეული პერსონები დიალოგისკენ მოუწოდებდნენ მხარეებს : ” სრულებითაც არ ვართ წინააღმდეგი დიალოგის , მაგრამ კარგად უნდა გაიაზროს ყველამ , რომ ამის უკან არ უნდა იმალებოდეს სინდისის გაწმენდა , იმის გამო რაც მოხდა . იუვენტუსი მაშინ სულ რაღაც ორ თვეში , დაჩქარებული ტემპით იქნა დასჯილი და ამის დავიწყება შეუძლებელია . მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდებით , თუმცა ჩვენი ინტერესები მაქსიმალურად უნდა იქნას დაცული ” .


Андреа Аньелли

სამომავლო სტრატეგია …

” ვაპირებთ აპელაციის შეტანას ნაციონალურ საარბიტრაჟო სპორტულ სასამართლოში , გავუგზავნით პრეტენზიებს აუდიტორის პალატის გენერალურ პროკურორს , რომის პრეფეკტს , შინაგან საქმეთა სამინისტროს , იტალიის ოლიმპიური კომიტეტის შესაბამის უწყებებს . ეს ჯერ კიდევ დასაწყისია , რომელიც განაპირობებს კიდევაც ჩვენს სამომავლო ნაბიჯებს ” .

” სამწუხაროდ , ამ ეტაპზე შეუძლებელია ორივე ტიტულის მოთხოვნა , რადგან გარკვეული ფაქტები ჯერ კიდევ უნდა გამოაშკარავდეს და გაირკვეს . მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ , 2005/06 სკუდეტოს საქმე არ იყო გამოძიებული ძირეულად . იუვენტუსი დაქვეითდა სერია ბ-ში , არადა მაშინ ჩემპიონობა იზეიმა 91 ქულით , მაგრამ გვიდო როსის გადაწყვეტილებით , სკუდეტო ვიღაც სხვას გადასცეს . გვიდომ მაშინ განაცხადა , რომ სკუდეტო დაიმსახურა იმ გუნდმა , რომელიც პატიოსნად
იქცეოდა , მაგრამ ბოლო დროინდელმა ფაქტებმა ამას ბზარი გაუჩინა , ტიტული არ მიუღია იმ კლუბს რომლისთვისაც იყო ის განკუთვნილი “.

წყარო : ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

26
Leave a Reply

avatar
13 Comment threads
13 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
7 Comment authors
OMAR SIVORIBIANCOგიო დარჯანიაDutchfalconGE Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
OMAR SIVORI
იუვენტინო
OMAR SIVORI

ბრავო ანიელი-ბრძოლა ბოლომდე, არანაირი დათმობა….ძირს ინტერი!!
:juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

გიო დარჯანია
მოდერატორი

Datka

დღემდე მჯერა რომ მაგ დროს დააშინეს იუვენტუსი, სასამართლო თითქოს უკან იხევდა და მესამე აპელაციის შემდეგ შეილება დავებრუნებინეთ და მინუსებში დაგვეწყო სეზონი, მაგრამ იქ მაღალი ფული გადააგდო ვიღაცამ :X:X:X

FalconGe

არა ისე პოსტავდი მეთქი იქნებ არ იცის თქო, თუ იცი გაიხარე ძმა, შენნაირი ძირძველი იუვენტინოსთვის ღიაა ჩვენი კარი სულ..თითქოს მეცნობა ეგ ნიკი, იქნებ ადრეც იყავი..

falconGE
იუვენტინო
falconGE

ამ ნიკით არა, ძაან ადრე ვიყავი Don_Corleone მერქვა :D დათკა მახსოვს :D ადრე ფორუმ.გე ზე ვპოსტავდი :D იუვენტუს.რუ ზე ვიყავი ადრე ასე 5 წლის წინ მოდერატორად მარა შევეშვი დრო არ მრჩებოდა საერთოდ.))

falconGE
იუვენტინო
falconGE

მაგრად მჯეროდა რომ უცებ დავბრუნდებოდით ელიტაში… მის მერე აგერ უკვე 5 წელი გავიდა და დეგრადაცია და დეგრადაცია… დაბრუნებისთანავე პირველი წელი იყო წარმატებული და ნაწილობრივ მეორეც. რეალურად რომ ვიმსჯელოთ უფრო უნდა გვუკეთესებულიყავით და რა ხდება ახლა… სულ უკან და უკან ვიხევთ მესამე წელია.

BIANCO
იუვენტინო
BIANCO

აუ საიტს რომ ვხსნი იტალია ესპანეთის ლინკები და კომენტარები რომ იყო იმ გვერდს საერთოდ არ აჩვენებს და ეგ რისი ბრალია ხომ არ იცით?….

გიო დარჯანია
მოდერატორი

წავშალეთ ეგ სტატია ძმა ;) მორჩა თამაში და..

გიო დარჯანია
მოდერატორი

falconGE

შენ კალჩიოპოლის მერე რამდენჯერ შეიცვალა ხელმძღვანელობა ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობ ? ანდრეა ანიელი გუნდში 1 წლის წინ მოვიდა, მანამ კობოლი ჯილი იყო პრეზიდენტი არაფრის მაქნისი, ანდრეამ კი ჩამორთმეული სკუდეტოსთვის ბრძოლა სერიოზულად დაიწყო..

falconGE
იუვენტინო
falconGE

შენ შემტხვევით მე ხო არ მეუბნები ამას? კალჩიოპოლი კი არა 80იანი წლებიდან მოყოლებული ვიცი ზეპირად ვინ რა იყო იუვეში :D გადაობპრიკოლია რა…. ) კობოლი ჯილიც და ბლანიც დაინტერესებულები უნდა ყოფილიყვნენ მაგ საქმით… უბრალოდ ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარეც კი…

გიო დარჯანია
მოდერატორი

შენ გენაცვალე ანდრეა :forza:

falconGE
იუვენტინო
falconGE

ამდენი ხანი რას აკეტებდნენ ეს იდიოტები… 5 წელი გავიდა მის მერე და აპელაციას იურიდიულად ვადა გაუვიდა

falconGE
იუვენტინო
falconGE

ფედერაციამ უნდა დაუბრუნოს მაგ შემთხვევაში ფული ხო? თუ ასეა მთელი იტალიური ფედერაცია გადაეკიდება იუვეს…

falconGE
იუვენტინო
falconGE

აქ მარტო სკუდეტოზე არაა საუბარი… თუ დაიბრუნეს სკუდეტო, მაშინ სერიოზულ ფულზე დაიწყება ლაპარაკი.. იუვე მოითხოვს ზარალის ანაზგაურებას და აქ უკვე მინიმუმ 8 ნოლიან რიცხვზე იქნება საუბარი… მოკლედ თუ დაგვინრუნეს სკუდეტოები მაგრად ვიხეირებთ ;)

ika..juve..10
იუვენტინო

ნელ ნელა იზრდება და ღვინდება ჩვენი ანიელი!!! მალე ვიამაყებთ ჩვენი კლუბის პრეზიდენტით :forza: :forza: :forza:

david_david
იუვენტინო
david_david

მიდი გენაცვალე! ჯიგარი ხარ! :forza: