ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კალჩომერკატო ფედერიკო კიეზაზე..

კალჩომერკატოს ცნობით ფედერიკო კიეზას მომავალი მალე გაირკვევა:

თუ დელა ვალეს ოჯახი მის გაყიდვაზე თანახმა იყო და თავად კიეზასაც იუვესთან 5 წლიანი კონტრაქტი შეთანხმებული ჰქონდა, ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა..

მას შემდეგ რაც კლუბის სათავეში როკო კომისო მოექცა, მისი მიზანი ფედერიკოს გუნდში შენარჩუნება გახდა..

რამდენიმე დღეში ნიუ იორკში ერთმანეთს ფეხბურთელის აგენტი და კლუბის მესვეურები შეხვდებიან, სადაც გადაწყდება კიდევაც ახალგაზრდა შემტევის მომავალი. ფლორენციელები თანახმანი არიან, მოთამაშეს გაუმჯობესებული კონტრაქტი შეთავაზონ.

იუვენტუსი თავის მხრივ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და თუ კიეზას სურვილი ამ შეხვედრის შემდეგაც არ შეიცვალა, მაშინ კონკრეტულ ნაბიჯს გადადგამს.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of

x