ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კაპელო:”იუვე ამ ტრანსფერით ჩემპიონატს ნაადრევად დაასრულებს”

ფაბიო კაპელომ საინტერესო კომენტარი გააკეთა იუვეში მატიას დე ლიგტის შესაძლო ტრანსფერზე:

მერწმუნეთ თუ ჰოლანდიელი ტურინში გადაბარგდება, შეგიძლიათ ჩემპიონატი ჯერ კიდევ მის დაწყებამდე დაამთავაროთ!

ჩვენ ახლა უდაოდ საუკეთესო ცენტრალურ მცველზე ვსაუბრობთ, რომლის მონაცემები იძლევა საშუალებას გუნდმა თავი ორი უკანახაზელით დაიცვას და განაპირა მცველებს წინ ასვლის საშუალება მიცეს.

ამიტომაც ვფიქრობ, რომ იუვე მისი გაფორმებით დიდ კოეფიციენტს მოხსნის! ყველაფერთან ერთად, იტალიაში მატიასი მეტად დაიხვეწება და ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი მცველი გახდება..

ნაპოლი? დიახ, კოსტას მანოლასზეც წავიკითხე და სხვა შესაძლო ტრანსფერებზე, რომელსაც აურელიო დე ლაურენტისის გუნდს უკავშირებენ..

სეიდუ კულიბალი დარჩება თუ არა ეგ ჯერ არავინ იცის, მაგრამ თუ სენეგალელი კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით განაგრძობს კარიერას, მაშინ ეს კლუბი კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გახდება.”

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of

x