ForzaJuve.Ge

კაპელო დე ლიხტზე, სარიზე და რონალდუზე

ფაბიო კაპელო

ფაბიო კაპელოს მატეის დე ლიხტზე მოუხდა საუბარი, რომელსაც ბოლო პერიოდში ყველა აკრიტიკებს..

იუვენტუსის ექს მთავარი მწვრთნელი კრიშტიანო რონალდუს თემასაც შეეხო, რომელიც მაურისიო სარის მოსვლის შემდეგ რეგრეს განიცდის:

“უმჯობესი იქნება თუ მოთმინებას გამოვიჩენთ და ამ ბიჭს მუშაობის მშვიდად საშუალებას მივცემთ.

მე ეჭვიც არ მეპარება, რომ მატეისი ბრწყინვალე მახასიათებლებით არის დაჯილდოებული, უბრალოდ მას ადაპტაციისთვის მეტი დრო ჭირდება.

ერთი მნიშვნელოვანი დეტალი.. მის გვერდით ახლა ლეონარდო ბონუჩის ნაცვლად ჯორჯო კიელინი რომ ყოფილიყო, ჰოლანდიელის საქმე უკეთ წარიმართებოდა.

მაურისიოს მუშაობის სტილი ძალიან მომწონს. იგი მაქსიმალურად ეცდება საკუთარი სათამაშო ფილოსოფიის ჩანერგვას და გუნდის მახასიათებლებზე მორგებას.

მაქს ალეგრის რომ ლოკომოტივთან ასეთ სტილში მოეგო, მას აუცილებლად გააკრიტიკებდნენ, მაგრამ სარის შექებას არ დავიშურებ.. მან იცის ამ შედეგის ფასი!

კრიშტიანო რონალდუ მეტოქის საჯარიმოში კვლავინდებურად ყველაზე სახიფათო ფორვარდია, მაგრამ ჩვეულ ფიზიკურ კონდიციებში მასსში უკვე ვეღარ ვამჩნევ.. 

სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი რის გამოც მწვრთნელს მისი შეცვლა მოუხდა. იყო 34 წლის მოთამაშის მწვრთნელი არის დიდი პასუხისმგებლობა და ყველაფერს ყურადღებით უნდა მოეკიდო.”

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of

x