ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კასანო:”სარის და რონალდუს შორის ცუდი ურთიერთობა სუფევს”

ანტონიო კასანო

ანტონიო კასანომ იუვენტუსის სასუოლოსთან მატჩში განდილ წარუმატებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაურისიო სარის კრიშტიანო რონალდუსთან პრობლემები აქვს:

ვფიქრობ, სარის პორტუგალიელთან ურთიერთობა მას შემდეგ გაუფუჭდა, რაც ზედიზედ ორჯერ მოედნიდან ნაადრევად გაიყვანა.

იუვენტუსი თავის მხრივ ძალზედ ძლიერია მასმედიაში საქმეების მიყუჩებით. ანალოგიური რამ მოხდა რონალდუს შემთხვევაშიც.

ჯანლუიჯი ბუფონი უნდა თამაშობდეს, რადგან იგი დღესაც ვოიცეხ შესნიზე ძლიერი კარის დარაჯია.. არსენალში პოლონელი ალმუნიას და ფაბიანსკის ცვლიდა.. რომაში კი ნამდვილად კარგი წელიწადი გაატარა, ხოლო იუვეში ეს მისი პირველი სეზონია სასტარტოში..

ნებისმიერ შემთხვევაში ჯიჯიმ შეცდომა დაუშვა, მაგრამ მატეის დე ლიხტიც განსაკუთრებულ მადლობას რომ იმსახურებს ამასაც ვერ გავექცევით.”

ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ანტონიომ ფატალური შეცდომა დაუშვა, რადგან შესნისთვის იუვეში ეს მეორე სეზონია პირველ ნომრად.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of

x