ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი მოედანს ნახევარი წლით ჩამოშორდა

კონტინასადან ცუდი ამბები გავრცელდა:

დღევანდელ საწვრთნელ სესიაზე ბიანკონერის კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ მარჯვენა მუხლზე ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და ოპერაციას საჭიროებს.

დეტალური ინფორმაცია სარეაბილიტაციო კურსთან დაკავშირებით, უშუალოდ ოპერაციის შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა ფაქტია აღნიშნული დაზიანება დაახლოებით 5-6 თვეს ტოვებს მოთამაშეს მოედნის მიღმა.

ბუნებრივია აღნიშნული ინფორმაცია იტალიის მოქმედი ჩემპიონებისთვის საკმაოდ სერიოზული დარტყმაა.. ჯორჯოს არაერთხელ ჰქონდა პრობლემა კუნთებთან დაკავშირებით, მაგრამ მის კარიერაში ჯვარედინი მყესი პირველად გაიწყვიტა.

აღნიშნულმა ინციდენტმა დანიელე რუგანი ტურინში დატოვა, ისევე როგორც მერიჰ დემირალი.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

8
Leave a Reply

avatar
8 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
3 Comment authors
ALLENATOREჯონი77Del_Piero Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

კიელინის ამბავი ძაან ცუდია … მაინცდამაინც ვერ იტყვი იუვე გაძლიერდაო რავი … ამ ყველაფერს მახევარმცველზე უნდა ეფიქრათ (მხედველობაში მაქვს ტოპ ნახევარმხცველი) მანამდე ვერ მოიგებენ ლიგას სანამ თავისუფალ აგენტებს დასდევენ და სეზონის გასვლას ელოდებიან .. მაგ : თუ იყო შანსი რომ წელს ერიქსენი მოეყვანათ , მაშინ უნდა გადაიხადო ის თანხა რაც ამ მდგონარეობით ღირს (40-50 მილ) და შტურმი მიიტანო უფრო დიდი ძალებით და არა ელოდო მომავალ წელს როდის გახდება თავისუფალი აგენტი … რომ ვაკვირდები ვერც პიანიჩი ვერაა მაესტრო … ერთი პიანიჩის დაკეტვა და მთელი ნახევარდაცვა და კრეატოულობა მოშლილია და რჩება ნაჯახი სტილი , ჯერ ისეც რაარის … პირლო , ვიდალი, პოგბა… Read more »

ALLENATORE
იუვენტინო
ALLENATORE

დელიხტმა იმდენი იტირა აჰა ეხლა იქნება სასტარტოში :D )))) ჰოლანდიაში ნამდვილი პანიკა იყო როგორ დასვეს სკამზე დელიხტიო :D ) კუმანმა თქვა ეგრე თუ გაგძელდა ნაკრებშიც დაკარგავს ადგილსო ))) მოკლედ ძაან გაუკვირდათ ტიპებს ))) არადა დელიხტს ჯერ ბევრი აქვს სასწავლი ბონუჩი კიელინის დონემდე რო ავიდეს ))) ეხლა უკვე აღარ იტირებენ :D ))) სასტარტოში ადგილი გარანტირებული აქ ))) ვნახოთ რას იზავს )))

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

Ciao capitano

ჯონი77
სტუმარი
ჯონი77

შეიძლება ასეც შევაფასოთ-ზოგი ჭირი მარგებელიაო

Del_Piero
იუვენტინო

დელიხტმა და რუგანიმ ჯადო გაუკეთეს ალბათ. ამ რუგანის მაინც რა ბედი აქ, ვერასდროს ვერ მოვიცილებთ ალბათ.

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

აბა აწი ალბათ ევროპაზეც ვეღარ ითამაშებს ნაკრებში( შეილება დაასრულოს კიდეც კარიერა წელსვე ან მაქსიმუმ გაისად

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ბონუჩი-დელიხტი ძირითადი და დემირელი-რუგანი ზამენა აბა ვნახოთ რა შეუძლიათ ახალგაზრდებს მე მაგრად მჯერა დემირელის მხეცია ეგ ბიჭი დელიხტზე მაგარ ფუტბოლსაც ითამაშებს ისეთი შემართება აქვს ამ იგროკს :up: :up: :up: ვნახოთ………

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ამის ხრუსტალობამ ხო ტვინი მოდგნაა

x