ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კინის მამა:”მე შენ ძალიან მიყვარხარ”

კინის ოჯახის დიალოგი პრესის ფურცლებზე გრძელდება:

მოიზმა ცოტახნისწინ გამოაქვეყნდა სოციალურ ქსელში ტექსტი, სადაც მამამის ტრაქტორებთან დაკავშირებით ეკითხებოდა თუ რაზე იყო საუბარი.. და მას არ უნდა დავიწყებოდა ის თუ ვინ უვლიდა..

სიმართლე გითხრათ წავიკითხე რაც მან დაწერა და ვერ ამოვხსენი მიზეზი.. შესაძლოა ეს მისი სიტყვები არც იყოს და უკან ვიღაც რაღაცეებს ხლართავს..

ჩემი სინდისი სუფთაა.. სწორედ მე მივიყვანე იგი ტურინელთა საწვრთნელ ბაზაზე. ვიცი, რომ მას ძალიან ვუყვარვარ და ისიც კარგად იცის, რომ მეც ძალიან მიყვარს! შვიდი წელია იგი არ მინახავს.. მხოლოდ ტელევიზორის საშუალებით..

ჩვენ ოჯახური კატასტროფა გვქონდა, მაგრამ ასეთი რამეები პირადულია. ფულს მხოლოდ იმიტომ არ ვაძლევდი, რომ უკვე იუვენტუსის რიგებში იმყოფებოდა და მე ჯერ კიდევ არ ვიყავი ოჯახიდან წასული.

რაც შეეხება ტრაქტორებთან დაკავშირებულ ისტორიას.. დიახ, მან ამაზე არაფერი იცის.. როდესაც დედამის მოიზის ინგლისში გაშვება სურდა, ტურინელებმა დამირეკეს და შვილის აპენინებზე დატოვებაში დახმარება მთხოვეს.. ვკითხე თავად სანაცვლოდ რას მივიღებდი და მათი პასუხი იყო რასაც მოვისურვებდი..

ვუთხარი რომ აგრონომი ვარ და გარკვეულ პროექტზე ვაპირებდი მუშაობას, რისთვისაც ტრაქტორი ან კომბაინი დამჭირდებოდა.. მითხრეს რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენდა!

ახლა მეგობარი გოგო მყავს და ტელევიზორიც შევიძინე და მომავალში შვილი უკვე აღარ მეყოლება.. არადა იმდენი შვილი მყავდა სანამ ტელევიზორი მექნებოდა.. ფული არაფერში არ მჭირდება.. მჭირდება ტრაქტორი რომ მიწაზე ვიმუშაო..

მსურს შვილს შეტყობინება გავუგზავნო. შვილო, ძალიან მიყვარხარ და მენატრები.. ეს ყველაფერი თავადაც კარგად იცი. გელოდები სახლში რათა იტალიის ნაკრებში გატანილი გოლები აღვნიშნოთ!”


გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of

x