ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლა სტამპამ შეფასებები გამოაქვეყნა

გთავაზობთ ლა სტამპას მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებს:

შესნი – 6 – პირველ ნახევარში გუნდი უეჭველი გოლისგან იხსნა, როდესაც მერტენსი მასთან პირისპირ დარჩა. მეორე ტაიმში ბადიდან სამი ბურთის გამოღება მოუწია, თუმცა მისი დადანაშაულება რომელიმეში არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, მის ანგარიშზე სამი კარგი სეივი ფიქსირდება.

დე შილიო – 6 – იწყებს ნორმალურად, მაგრამ მალევე ტრავმას ღებულობს და მოედანს ტოვებს

დანილო – 16 წუთზე – 6.5 – 29 წამი გოლისთვის! პირველ ნახევარში საიმედოა და ზუსტი. მეორე ტაიმში გუნდთთან ერთად შოკში ვარდება.

ბონუჩი – 5.5 – პირველი 45 წუთი კარგი იყო, რის შემდეგაც გაქრა და გამოიწვია უკანა ხაზის მთლიანად ჩავარდნა.. ბონუჩიმ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა, რამაც გუნდს სამი ბურთი მოუტანა.

დე ლიგტი – 5 – ცალკეულად რომ ავიღოთ ყველა გაშვებულ ბურთში აქვს მონაწილეობა მიღებული.. ცუდი სტარტი იუვე არენაზე..

ალექს სანდრო – 6 – ცენტრალური მცველების უზუსტობისას სწორედ ის ცდილობდა მათ დაზღვევას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში აქედან სახეირო არაფერი გამოდიოდა. მეორე ნახევარში შეტევაშიც არაფერი გამოსდიოდა.

ხედირა – 6.5 – მისი ასპარეზობა, ცივ-სისხლიანობა და საიმედო გარჯა არის დღევანდელი იუვენტუსისთვის ფასდაუდებელი. სწორედ ის აზღვევს ყველას, როდესაც პარტნიორები ამას საჭიროებენ.. ჩნდება იქ სადაც გუნდს ყველაზე მეტად ჭირდება.. ასე მხოლოდ გამორჩეული ფეხბურთელები მოქმედებენ, რომელთაც განსაკუთრებული საფეხბურთო ინტელექტი გააჩნიათ.

ემრე ჯანი – 60 წუთიდან – 5.5 – გარკვეულ ეპიზოდებში გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მან იცის გუნდის მოთხოვნების შესახებ.. მაგრამ არის მომენტები, როდესაც თითქოს არაფერი ესმის.

მატუიდი – 6 – შესაძლოა იგი არ ჯდება მთელი 100%-ით სარის საფეხბურთო ფილოსოფიაში, მაგრამ ახლა მისი მოედნიდან გაყვანა ურთულესი მისიაა, რადგან პირველი წუთიდან ბოლო წამამდე დაუღლელად გადაადგილდება მოედანზე..

პიანიჩი – 6.5 – პერიოდული ჩავარდნა-გამონათებებით.. არის მომენტები, როდესაც ვერ იცნობთ, მაგრამ უმეტესწილად იუვენტუსის კომბინაცია სწორედ ბოსნიელის გავლით ვითარდება და პირველ ნახევარში ასეთი უამრავი იყო.

დუგლას კოშტა – 7.5 – სუპერ რეაქტიული, რომელიც მზად არის ყველანაირი თავსატეხი ამოხსნას და მეტოქის კარისკენ მიმავალი გზა წამის მეასედში გადალახოს. ოდნავ რომ გამართლებოდა მერეტის კარს შორეული დარტყმითაც აიღებდა.. ბევრს მუშაობს გუნდზე და ამ მხრივ იგი ნამდვილად შეიცვალა.

იგუაინი – 7 – ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ნაპოლისთვის.. იტანს სუპერ გოლს და მონაწილეობს უამრავ კომბინაციაში.. არგენტინელის ფანტასტიურმა ასპარეზობამ ალიანც სტედიუმზე შეკრებილი ტიფოზერია არაერთხელ ააფეთქა სიხარულისგან.

დიბალა – 6 – პერიოდული გამონათებით, მაგრამ უმეტესწილად ნაპოლის კედელს ეჯახებოდა..

რონალდუ – 7 – ელოდეთ და დარწმუნებული იყავით, რომ საკუთარ შანს აუცილებლად გამოიყენებს.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

3
Leave a Reply

avatar
2 Comment threads
1 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
0 Comment authors
Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

მოკლედ ბევრჯერ ვუყურე უკვე გამეორებას გაშვებული გოლების და დელიგთის სუსტი თამაში რომ იყო გასაგებია და ყველა ვთანხმდებით
მაგრამ შესნი ძალიან სუსტია გამოსვლებზე განსაკუთრებით სტანდარტულების და ჩაწოდებების დროს 3-დან მინიმუმ ორი გოლის თავიდან აცილება შეიძლებოდა მეკარის თამაშით რომელმაც კარიდან გამოსვლა და ბურთის მოგერიება იცის ეს კიდევ დგას კარის ხაზზე და ელოდება :blin: :blin: :blin:

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ეგ მეც ვიფიქრე ძმა მაგრამ კარგად თუ დააკვირდები იდეალური პასები იყო გაკეთებული … დელიგტი მოერგება აიაქსში კედელი იყო უბრალოდ იუვეს ფილოსოფიასაც უნდა გაუგოს და შეთამაშდეს ბონუჩისთან იცოდეს ბონუჩის გადაადგილებებიც რა დროს როგორ …

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

დაგლასა ძაან მგელია. ააწიოკა ფლანგები.

x