ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლემინა: ” ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს “

“იუვენტუსს” უმძიმესი 5 სასტარტო შეხვედრის შემდეგ მხოლოდ ხუთი ქულა აქვს. იტალიის ჩემპიონების გუნდში არსებულ პრობლემებზე ამჯერად ახალწვეული მარიო ლემინა საუბრობს, რომელიც “ფროსინონესთან” მატჩში მოედნის ცენტრში პირველი წუთებიდანვე ირჯებოდა…

” ვიცით, ძალიან ბევრი ქულა დავკარგეთ. მართალია, ჩვენს გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს, მაგრამ მეტი სიმწიფე გვმართებს, ბოლო წუთზე გოლი არ უნდა გავუშვათ. ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს. პირადად მე, ვეცდები მეტი მობილობა შევმატო გუნდს, ჩემი ფიზიკური მონაცემებით დავეხმარო თანაგუნდელებს და დაცვის ხაზს, მოვიგო რაც შეიძლება მეტი ბურთი და შევაჩერო მეტოქეთა შეტევები. მწვრთნელმა მთხოვა მალე შევწყობოდი გუნდს, რადგან დაცვის წინ მნიშვნელოვან როლი მაკისრია, მეტად ყურადღებიანი და მობილიზებული უნდა ვიყო. ”

” შეიძლება ბევრს ვლაპარაკობ, მაგრამ ასეთ დიდ გუნდში სიტყვა “დამარცხების” ხსენება არ მინდა. ამ ზაფხულს, როცა “მარსელის” შემადგენლობაში ვეთამაშე “იუვენტუსს”, ვერც წარმოვიდგენდი, რომ შეიძლება აქ მოვხვედრილიყავი და ახლა მინდა მაქსიმალურად დიდ ხანს დავრჩე ტურინში. როცა პირველად მოვედი, ძალიან გავოცდი, ეს იტალიის უდიდესი კლუბია, რომელშიც დიდი ჩემპიონები თამაშობენ. ”

” ევრა და პოგბა? ეს ორი ადამიანი მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან ინტეგრაციაში მეხმარებიან. ბევრი ადამიანი ცდილობს რჩევა მომცეს, მაგრამ ენობრივი ბარიერის გამო მიჭირს ყველას გაგება. პოლი და პატრისი მითარგმნიან ხოლმე ნათქვამს. კონკრეტულად ევრა ძალიან მეხმარება ამ თვალსაზრისით. ” -აცხადებს ლემინა.

წყარო: football italia

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

14
Leave a Reply

avatar
9 Comment threads
5 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
7 Comment authors
snuff-juvepintu-ricchioDi Francesco # 1maldini3ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
snuff-juve
იუვენტინო
snuff-juve

ყოველ წელს 10 ქულის სხვაობით ვერ მოვიგებს სკუდეტოს ცავარდნა რო იქნებოდა ფაქტია ტაქტიკას რაც შეეხება ალეგრის არაფერი ბრალი არაა 1223423 მომენტი ვქმნით და გოლი ვერ გააქვთ ალეგრი ვერ გამოვარდება მოედანზე და ვერ გაიტანს

Di Francesco # 1
იუვენტინო
Di Francesco # 1

Realurad cudad Kia Mara, gardamavali etapia, logikuri chavardna gvaq, rac ufro bevrs vilaparakebt ro yvelaferi cudadaa MIT ufro gvian gamovalt krizisidan, yvelam vicit ro iuve dges Tu xval gamova krizisidan Da ratoga vlanzgavt gunds? Tu karg perspeqtivas ver vxedavt mashin vlansgot Mara me vxedav

Di Francesco # 1
იუვენტინო
Di Francesco # 1

Cudi mashin arunda damalo roca sxvebi ver xedaven, chven vxedavt cuds ubralod Av vagiarebt :chuvak: yvelas mier agiareba cud atmosferos qmnis Da cudi aura kide cudi saqmis sawyisi etapia.

pintu-ricchio
იუვენტინო

საქმე იმაშია, რომ ამ საიტზე დაწერილი ცუდი და კარგი, იუვეს რეალურ შედეგებზე გავლენას არ ახდენს… და ჩვენუი ხმა რჩება ხმად მღაღადებლისა, უდაბნოსა შინა :lool:

Di Francesco # 1
იუვენტინო
Di Francesco # 1

Am saitze radgan cuds fiqroben eseigi sxva qveynis saitebzec cudad afaseben iuves. Xoda chemi azrit zogadad fanebshi sheqmnili uaryofiti damokidebuleba gavlenas axdens gundis tamashze

pintu-ricchio
იუვენტინო

ამ საიტზე და იმ სხვა საიტებზეც თუ იგივეს ამბობენ და ცუდი დამოკიდებულება და განწყობაა, ესეიგი რეალურად ცუდადაა საქმე… იმიტომ რომ არ შეიძლება 50 მილიონიანი საგულშემატკივროდან 49 მილიონი ცდებოდეს და 1 მილიონი იყოს მართალი თავის ზედმეტ ოპტიმიზმში… შეიძლება ერთი თამაში გატეხოს გუნდმა, მარა როცა ტურინში 3 საშინაო თამაშიდან (უდინე, კიევო, ფროსინონე) 2 ფრეს ითამაშებ და 1 წააგებ,მაშინ რომ გჭირდება წყალივით მოგება და ვერ იგებ, არ მგონია საქმე კარგად იყოს…
ხელმძღვანელობა, ალეგრი და თუნდაც ბიჭები რომ აზრზე მოვლენ უკვე ძაან გვიან იქნება და სეზონი ჩავარდნილი… :blin:

Di Francesco # 1
იუვენტინო
Di Francesco # 1

Me მწვრთნელის მხრიდან დაშვებული ტაქტიკური შეცდომები vupasuxe.
ki travmebmac gavlena iqonia Mara frosinones Da udinezes isedac unda mougo meore sastavit, tan shedegs ro tavi davanebot, isedac iyo ramodenime gamokvetili shecdoma + yvelaze cudia roca treineri chamoyalibebuli araa arc taqtikaze Da arc shemadgenlobaze, an taqtikas unda moargo sastavi an sastavs taqtika Da es jer arafers arafers argebs.

pintu-ricchio
იუვენტინო

საიტზე დადებული გამოკითხვის კითხვა: ვისი ან რისი ბრალია გუნდის წლევანდელი სტარტი? პასუხები: 1. ხელმძღვანელობის მხრიდან გატარებული სატრანსფერო პოლიტიკა 2. მწვრთნელის მხრიდან დაშვებული ტაქტიკური შეცდომები 3. ფეხბურთელების შეუთამაშებლობა 4. ტრავმები პირველ რიგში სატრანსფერო პოლიტიკა გატარდა არა ისეთი როგორიც იუვეს და სახელს რომ თავი დავანებოთ, წინა სეზონში ლიგის ფინალში მყოფი გუნდს არ შეეფერება. მაგრამ მიუხედავად ამისა, სატრანსფერო პოლიტიკა ისეთი “ბანძიც” არ ყოფილა, რომ ტურინში იუვე უდინეზესთან აგებდეს და კიევო ფროსინონესთან ფრეს თამაშობდეს. შესაბამისად აქ უკვე მიზეზი მწვრთნელია, რომელიც იმის მაგივრად რომ ხალხი ფორმაში შეიყვანოს, ფეხბურთელებს ასვენებს სექტებერში, სეზონის პორველსავე თვეს… სატრანსფერო პოლიტიკა შეფასდება სეზონის ბოლოს, ხოლო სეზონის სტარტის მიხედვით წარუმატებლობის მთავარი მიზეზი… Read more »

pintu-ricchio
იუვენტინო

გავკადნიერდები:

ჩემზედ ამბობენ ის “იუვეს” სიავეს ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს, ეს ხომ ცხადი სიძულვილია,
ბრიყვნი ამბობენ… კარგი გული კი მაშინვე ცნობს,
ამ “სიძულვილში”, რაოდენიც სიყვარულია… :forza:

maldini3
იუვენტინო
maldini3

გაუმარჯოს ბიჩებს,ლიგაზე იუვეს იმედზე ვარ

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane
იუვენტინო
ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Pედულამ ელკანი მოიკითხეთო დახვეტოსგუნდი ამ ელკანმა ბრუცო პარატიჩ გადადექით!!!

lexo_delpi
იუვენტინო
lexo_delpi

ერთი ატალანტასი გავიდა 4,5 გოლზე მეტი და მეორე ძაძა გახდება ახალი ვიერი

Di Francesco # 1
იუვენტინო
Di Francesco # 1

Da mesame seriozul pararelebs avleb :lool: :blin:

la bella signora
იუვენტინო
la bella signora

როგორ მომწონს ეს ბიჭი <3 :* :forza: :love: :love: :love: :love:

x