ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლეონარდო ბონუჩი სომხების განადგურების შემდეგ

ლეონარდო ბონუჩი

ლეონარდო ბონუჩი კმაყოფილია ნაკრების ასპარეზობით, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საკუთარ ქვე-ჯგუფში 10-დან 10 მატჩი მოიგო..

გუშინ, აძურიმ საკუთარ კედლებში სომხეთის ნაკრები 9-1 გაანადგურა:

“სიმართლე გითხრათ, აქამდე ნაკრებში უშუალოდ თამაშის თვალსაზრისით ასეთი დოზით სიამოვნება არ მიმიღია..

ეს არის ახალი ერა იტალიის ეროვნული ნაკრებისთვის, აბსოლუტურად ყველა ნიუანსით..

თუმცა, თუ ჩვენ აღებული ტემპი მომავალ ზაფხულშიც არ შევინარჩუნეთ, მაშინ ამ ყველაფერს აზრი დაეკარგება..

ახლა მთავარია, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა საუკეთესო კუთხით შევინარჩუნოთ, რომ გუნდის სულიკვეთება არ შემცირდეს..

თითოეულ თამაშს სწორი მიდგომით შევხვდით, მაგრამ იმისათვის რომ წამყვან 4 ევროპულ ნაკრებს დავეწიოთ, მორიგი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.. 

დღეს, ყველამ საკუთარი თვალით იხილეთ როტაცია, მაგრამ გუნდმა ერთიანობა შეინარჩუნა და შედეგიც სახეზეა.. ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი იდეა, რომლისკენაც ვისწრაფვით.”

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of

x