ForzaJuve.Ge

ლუჩიანო მოჯი – „დიდი ლუჩიანო“

ლუჩიანო მოჯი დაიბადა 1937 წლის 10 ივლისს სიენის ერთ ერთ პროვინციაში – მონტიჩიანოში. 1970-იანი წლების დასაწყისამდე, ის მუშაობდა რკინიგზის სადგურში მეთვალყურედ, რა დროსაც მან გაიცნო ვინმე იტალო ალოდი, რომელსაც იმ დროისათვის ეკავა ტურინის იუვენტუსის ერთ-ერთი მმართველი დირექტორის თანამდებობა. სწორედ ალოდის უკავშირდება ლუჩიანოს მოიყვანა საფეხბურთო სამყაროში, დანიშნა რა ის კლუბში თავდაპირველად არც თუ ისე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. 1994 წლამდე, სანამ ლუჩიანო მოჯი გახდებოდა ბოლო დროინდელი დიდი იუვენტუსის წარმატებების ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი და მმართველი დირექტორი, ის მუშაობდა და თანამშრომლობდა სხვადასხვა იტალიურ გუნდთან, კერძოდ: რომა (1979-1980; 1993-1994), ლაციო (1980-1982) ტორინო (1982-1987;1991-1993), ნაპოლი (1987-1991).

ტორინოში მუშაობისას მოჯის სახელს უკავშირდება 1 იტალიის თასი და 1 მიტროპას თასი.

ნაპოლიში მოჯისთან ერთად გუნდმა მოიპოვა 1 სკუდეტო, 1 უეფას თასი და 1 იტალიის სუპერ თასი.

რაც შეეხება ტურინის იუვეტუსში მოჯის საქმიანობას, აქ მისი შედეგი გაცილებით თვალში საცემია. 5 სკუდეტო (+ 2 ჩამორთმეული), 1 იტალიის თასი, 4 იტალიის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა ლიგის თასი, 1 ევრპის სუპერ თასი, 1 საკონტინენტთაშორისო თასი და 1 უეფას ინტერტოტოს თასი.

ლუჩიანო მოჯის ჰყავს ვაჟიშვილი – ალესანდრო, რომელიც არის რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელის და მწვრთნელის საფეხბურთო აგენტი და ამავდროულად არის მმართველი GEA World კონსორციუმის (საფეხბურთო აგენტებისა და მენეჯერების კონსორციუმი).

იტალიელმა ჟურნალისტმა მარკო ტრავალიომ მოჯის ზედმეტსახელად შეარქვა “Lucky Luciano” (ლაკი ლუჩიანო), რაც ალბათ არის არაპირდაპირი მინიშნება მოჯის კავშირებზე და სხვადასხვა არაკანონიერ საქმიანობაზე. თუმცა ზოგი ჟურნალისტი მას როგორც “Lucianone“ ანუ „დიდი ლუჩიანო“ ასე მოიხსენიებს.

ლუჩიანო მოჯის იტალიის საფეხბურთო სამყაროში ცნობილია, როგორც ყველაზე უფრო წინააღმდეგობრივ და მებრძოლ პიროვნებად, რომელის საქმე და შედეგი ყოველთვის აღიზიანებდა მოწინააღმდეგე გუნდებს. ის ყოველთვის გამოირჩეოდა წინააღმდეგობრივი განცხადებებით. მოჯიმ „გაილაშქრა“ იტალიაში ჰომოსექსუალი ფეხბურთელების წინააღმდეგ და განაცხადა რომ: “გეი ფეხბურთელს არ შეუძლია შეასრულოს კაცური სამუშაო გუნდში და არასოდეს მათთან კონტრაქტს არ გავაფორმებთ, და თუკი ჩვენს გუნდში შემთხვევით რომელიმე ფეხბურთელი აღმოჩნდება არატრადიციული ორიენტაციის, მას დაუყოვნებლივ დავატოვებინებთ გუნდს.”

ლუჩიანო მოჯის განსაკუთრებული ნდობა ჰქონდა ტურინის იუვენტუსის მფლობელის ჯანი ანიელისგან, რომელმაც ფაქტიურად კლუბი „ტრიუმვირატს“ (მოჯი, ჯირაუდო, ბეტეგა) ჩააბარა და შედეგმაც არ დააყოვნა. მოჯის სატრანსფერო პოლიტიკის დამსახურებაა იუვენტუსში ისეთი ფეხბურთელების თამაში, როგორებიც იყვენენ და არიან: ჩირო ფერარა, დიდიე დეშამი, ზინედინ ზიდანი, ედგარ დავიდსი, ფილიპო ინძაგი, ტიერი ანრი, ედვინ ვან დერსარი, ჯანლუკა ძამბროტა, ჯანლუიჯი ბუფონი, ლილიან ტურამი, პაველ ნედვედი, მაურო კამორანეზი, დევიდ ტრეზეგე, ფაბიო კანავარო, ემერსონ ფერეირა და როსა, ზლატან იბრაგიმოვიჩი, პატრიკ ვიეირა, ადრიან მუტუ, ჯორჯო კიელინი და იუვენტუსისათვის კიდევ ბევრი სხვადასხვა დროს მნიშვნელოვანი ფეხბურთელი და მწვრთნელი – მარჩელო ლიპი, კარლო ანჩელოტი, ფაბიო კაპელო. ხოლო უფრო ადრე, 1970-იან წლებში, როდესაც მოჯის საქმე სწორედ ახალგაზრდა „ტალანტების“ აღმოჩენა იყო იტალიის სხვადასხვა პროვინციული კლუბებიდან და პერიფერიებიდან, მის სახელთანაა დაკავშირებული 16 წლის პაოლო როსის, კლაუდიო ჯენტილეს და გაეტანო შირეას დიდ ფეხბურთში მოსვლა.

1994 წლიდან 2006 წლის მაისამდე საფეხბურთო კლუბ იუვენტუსში ყოფნისას მოჯი ითვლებოდა ერთ ერთ ყველაზე უფრო გავლენიან, წარმატებულ და შედეგის მომტან მმართველ დირექტორად. თუმცა 2006 წელს იტალიაში მოჯისა და იუვნეტუსის წინააღმდეგ აგორებული სკანდალს, რომელიც მოიხსენიება როგორც კალჩიოპოლი, მოჰყვა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის იმდროინდელი პრეზიდენტის ფრანკო კარაროსა და იტალიის მსაჯთა ასოციაციის პრეზიდენტის მიერ თანამდებობების დატოვება, რადგანაც მოჯის სწორედ მსაჯებთან მახინაციები ედებოდა ბრალად.

ამ სკანდალში ასევე გარეული იყო მისი ვაჟი ალესანდრო. საქმე ეხება მასიმო მორატის დავალებით ტელეკომის მიერ განხორციელებულ უკანონო ფარულ სატელეფონო ჩანაწერებს, რითაც მოჯი მხილებულ იქნა საფეხბურთო მატჩების იუვენტუსის სასარგებლოდ მოსყიდვაში. 2006 წელს რეჯინასთან მატჩის შემდგომ ლუჩიანომ განაცხადება გააკეთა ტურინული კლუბის დატოვების და საერთოდ საფეხბურთო სამყაროდან წასვლის შესახებ:

“ეხლა მე არ მაქვს არც ძალა და არც მზადყოფნა იმისა, ვუპასუხო ჩემს წინააღმდეგ გამოგონებულ ნებისმიერ ბრალდებას. მათ ჩემში სულის ჩაკვლა უნდათ. ხვალიდან მე აღარ ვიქნები თანამდებობაზე, ისევე როგორც დღეს ვთვლი, რომ საფეხბურთო სამყარო აღარაა ჩემი სამყარო. დღეიდან ჩემი საზრუნავია, რომ დავიცვა საკუთარი თავი ყველა შეთითხნილი ბრალდებისაგან და არასამართლიანი ქმედებისაგან.

თუმცა მოგვიანებით, როგორც ცნონილი გახდა, რომ აღარაფერი ვთქვათ იუვენტუსის წინააღმდეგ გატარებულ სასჯელებზე, პირადად ლუჩიანო მოჯის სასჯელის სახით ფეხბურთიდან 5 წლიანი დისკვალიფიკაცია არგუნეს. ამჟამად კი მოჯი ისევ ცდილობს თავისი სახელის რეაბილიტაციას, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ჯერ კიდევ არ დასრულებულა იმ სარჩელების და აპელაციების განხილვა, რომელიც მის ადვოკატებს შეტანილი აქვთ ნეაპოლის სასამრთლოში.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

10
Leave a Reply

avatar
5 Comment threads
5 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
8 Comment authors
Del_Goguagioiuvepintu-ricchioLadikaioda28 Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
gioiuve
იუვენტინო
gioiuve

იცით ერთი რამ მართლა სერიოზულად მიკვირს,,, ლაპარაკობთ რომ ელკანი და ანიელი უნდა გააგდონო და სასაცილო ის არის რომ როგორ უნდა გააგდო ეს პიროვნებები იუვედან როცა ისინი არა დირექტორები არამედ მფლობელები არიან…
თან მათ ეგრე დზაან ნუ ადანაშაულებთ რადგან მათაც ჩვენსავით უნდათ იუვეს წარმატება,,, ჯერ უმბერტო როგორ აფანატებდა იუვეზე ეგ ყველამ ვიცით და ესენი მარტო მისი სულის პატივსაცემად მოუვლიან მათი სიყვარული რომც არ ვახსენოთ…
ვიღაცას შეიძლება ეგონოს რომ კაპელოს და მოჯის მოსვლით ყველაფერი მოგვარდება(მიუხედავად იმისა რომ ეგ მე ყველაზე მეტად მსურს) მაგრამ მთლად ეგრე ადვილადაც არ არი საქმე…
იუვე ეგრე ადვილად სამართავიც არარის.

Ladika
იუვენტინო

მსოფლიოოოოო დონის სპეციალისტი, ჩემი აზრით საუკეთესო – არა იმიტ0ომ რომ მის ეპოქაში დავიწყე იუვენტუსის სიყვარული – არრამედ იმიტომ რომ მან მსოფლიოს უდიდესი კლუბი და უდიდესი ჩემპიონი ფეხბურთელები აღმპუჩინა და გაუზარდა.

მისმა წასვლამ ზოგადად ფეხბურთი შეცვალა – იტალიური ფეეხბურთი დაინგრა მისი დისკვალიფიკაციით და ამის ფონზე წამოიჭიმა გერმანული, ფრანგული და ეხლა უკვე მალე უკრაინულ-რუსული ფეხბურთი.

ჩემი ოცნებაა დაბრუნდეს მოჯი იუვეში და დააბრუნებს დეშამს და დარწმუნებული ვარ კხელახლა შექმნის იუვეს-გრანდად.

უნდა განიდევნონ იუვედან მაროტა, დელ ნერი, ელკანი და მგონი ანიელიც – ძAლიანმ სუსტიააა (

ioda28
იუვენტინო
ioda28

კალჩოპოლის სკანდალი იყო ფარსი, ამაზე წიგნიც არსებობს რომელიც ძალიან კომპეტენტური ხალხის დაწერილია, სამწუხაროდ ვერ ჩავიგდე ის წიგნი ხელში. კალჩოპოლის სკანდალმა გამოიწვია იტალიური ფეხბურთის კრიზისი რომელიც უკვე 5 წელია გრძელდება.

აკაკი მეტრეველი
მოდერატორი

pintu-ricchio

საღოლ ძმა ხოშიანი სტატიაა ; )

valojuve
იუვენტინო
valojuve

კაცი რომელმაც სერია ბ-ში ამოგვაყოფინა თავი

საბა შიოშვილი
იუვენტინო

:D :D NO კომენტ :X

Del_Gogua
იუვენტინო

ეს მაგარი იყო, ბევრი ვიცინე. მაგარი იუმორის გრძნობა გაქ ძაან ვალოჯუვე

x