ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო:”ეპიზოდების გარჩევა ერთია, ხოლო მწვრთნელობა მეორე”

კლაუდიო მარკიზიო

კლაუდიო მარკიზიოს ტუტოსპორტის ჟურნალისტი დაუკავშირდა და ბუნებრივია იტალიელი შუახაზელი ამ შესაძლებლობას სიამოვნებით დათანხმდა..

  • მწვრთნელები
  • სამომავლო გეგმები
  • იუვენტუსში დაბრუნება
  • კრიშტიანო რონალდუ
  • თავდამსხმელები

“საბედნიეროდ კარიერის მანძილზე არაერთ გამოცდილ სპეციალისტთან ერთად მომიწია მუშაობა.. 

პირველ რიგში აღსანიშნავია დიდი დეშამი რომელმაც ჩემს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.. იგი იყო პირველი რომელაც ჩემი შესაძლებლობები ირწმუნა.

ჩირო ფერარასგან დიდი გამოცდილება მივიღე.. მან მომცა ის რითაც მინდორზე საკუთარი ხასიათის დემონსტრირება მოვახდინე.. გამხადა შუახაზელი, რომელსაც გადამწყვეტი გოლების გატანა შეეძლო..

ანტონიო კონტე ყველასათვის განსაკუთრებულია, რადგან მან იუვენტუს უწინდებური სულისკვეთება და ემოცია დაუბრუნა!

სამომავლო გეგმებზე ხშირად მეკითხებიან.. სიმართლე გითხრათ მეგობრებთან ერთად რაიმე სიტუაციის ანალიზი ძალიან მომწონს და ამ მხრივ შექებაც არაერთხელ მომისმენია..

თუმცა, ერთია კონკრეტული ეპიზოდების გარჩევა და მეორეა სამწვრთნელო საქმიანობა.. ბევრს ვფიქრობ, მაგრამ ჯერ არაფერი გადამიწყვეტავს.

მართლაც მენატრება ის აურა რაც საფეხბურთო სამყაროშია.. როგორი ემოციაც მოაქვს ბურთის მიღებას, გოლის გატანას და გამარჯვებას! 

მინდა ყველას ვურჩიო, რომ გამარჯვებით დატკბნენ, რადგან ის დიდხანს არ გრძელდება..

ანტონიო კონტე ხშირად გვიმეორებდა, რომ ფეხბურთში ყველაზე დიდხანს მარცხის გემო რჩება.. ამაში ის უდაოდ მართალია.

ეპიზოდი, რომელიც არასდროს დამავიწყდება, არის პირველი სკუდეტოს მოპოვება.. ეს უდაოდ დაუვიწყარი წუთები გახლდათ!

არასდროს თქვა არასდროს.. იუვენტუსთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს.. ტურინზე შეყვარებული ვარ და აქ ბევრი ჩემი მეგობარია..

იუვე ოჯახია და მომავალში არავინ იცის სად შეიძლება ჩვენი გზები, რომ გადაიკვეთოს.. თუმცა, ახლა კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით.

კრიშტიანო რონალდუსთან მხარდამხარ თამაში ნამდვილად მომეწონებოდა.. ჩვენ ხომ უსაზღვროდ დიდ პროფესიონალზე ვსაუბრობთ.

მაგრამ გუნდის თამასა მის მოსვლამდეც აწეული იყო.. ხოლო პორტუგალიელმა ამ ფაქტს უბრალოდ ხაზი გაუსვა.

რეალურად ვინც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა არის როდრიგო ბენტანკური.. ურუგვაელის პროგრესი აპლოდისმენტებს იმსახურებს..

არ შემიძლია პაულო დიბალას დავიწყებაც, რომლის თავზეც ბევრმა ცუდმა ეპიზოდმა გადაიარა, მაგრამ ლა ჯოია ფანტასტიურ ფორმაშია და დანებებას არც კი ფიქრობს.

იუვენტუსის ყველა დროის საუკეთესო ფორვარდი ალესანდრო დელ პიეროა.  პაულო კი ტურინული ისტორიის 5 საუკეთესო 10 ნომრიანებში შედის.

ჩემი იდეალური გუნდის თავკაცი ანტონიო კონტეა. 

ციფრი ნომერი 8? შეიძლება შენ ყოველთვის არ ბრწყინავ, მაგრამ უშუალო მოვალეობა იმ შავი საქმის კეთებაა, რომელსაც მწვრთნელი მინდორზე გამოსვლის დროს გავალებს..

ასე რომ მთავარია საქმე შეასრულო, როგორც კარგ კომპოზიცია Una vita da mediano -ში არის დაფიქსირებული.”

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

1
Leave a Reply

avatar
1 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
1 Comment authors
LASHAJUVENTINO Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
LASHAJUVENTINO
იუვენტინო
LASHAJUVENTINO

შიგ კონტეში შევარდა ნაპოლი