ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო:”იტალიაში აუტანელი წნეხია”

კლაუდიო მარკიზიოს მოსაზრებით იტალიაში ფეხბურთელისთვის იდეალური პირობები ნამდვილად არ სუფევს:

“მას შემდეგ რაც ჯანლუიჯი ბუფონი პსჟ-ში გადავიდა და გარკვეული პერიოდი გაატარა, მას ვესაუბრე და მითხრა, რომ თუ საზღვარგარეთ ასეთი კარგ პირობებში უწევდათ თამაში, მაშინ იტალიას გაცილებით ადრე დატოვებდა..

სტრესი, წნეხი და ეს აურა რაც აპენინებზე სუფევს, ბუნებრივია საფეხბურთო მოედანზეც იგრძნობა.. წარმოიდგინეთ ავტობუსში ყოფნისას ჩვენ ყოველთვის თან დაგვყვება ესკორტი.. ამას ვერ ხედავ შიგნიდან, მაგრამ ატმოსფერო საკმაოდ არასასიამოვნოა..

მხოლოდ აპენინების დატოვების შემდეგ ხვდები, როგორი მშვიდია საფეხბურთო სამყარო.. აღარ ღელავ მსგავს სტრესზე და ზეწოლაზე.. უბრალოდ სიამოვნებას ღებულობ შენი პროფესიიდან და ხარ ყველანაირად დასვენებული..

ოცნება იმიტომ დაიმსხვრა, რომ აზრადაც არავის გაუვლია ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, რომ რაიმეს შეეძლო იუვენტუსის შეჩერება.. ასეთი მიდგომა მსგავს ტურნრიზე აუცილებლად იქონიებდა ნეგატიურ შედეგს..

კრიშტიანო რონალდუსთან ერთად გუნდში მცირე პერიოდის გატარება მომიწია.. მაგრამ ყველანი მივხვდით როგორი ჩემპიონია და ეს გრძნობა პორტუგალიელმა ყოველ ჩვენგანს გაუზიარა..

მაგრამ იგი არ არის სასწაულმოქმედი ერთპიროვულად გადაჭრას ყველა პრობლემა.. ასე რომ იყოს მაშინ ჩემპიონთა ლიგას მთელი ამ ხნის მანძილზე მარტო მესი და რონალდუ მოიგებდნენ”.


გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of

x